ვაშლი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხილი, ასევე ჯანმრთელობის და ცხოვრებისეული ძალების სიმბოლოს წარმოადგენს. მათი წვნიანი და ვიტამინებით მდიდარი ნაყოფი სალათების შესანიშნავი ბაზა შეიძლება გახდეს.
დღეს ინგრედიენტების უჩვეულო კომბინაციით ექსპერიმენტების გაკეთებას და ჩვენი რეცეპტების დახმარებით რამდენიმე მსუბუქი და პიკანტური ვაშლის სალათის მომზადებას გთავაზობთ.
სალათები ახალი ვაშლისგან
სალათების ვაშლით მომზადების დროს უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ ვაშლი არ დამჟავდეს. დამეთანხმეთ, ვაშლის გაყვითლებული ნაჭრები არც თუ ისე გემრიელად გამოიყურება. ამის მიღწევას შეძლებთ, თუ ვაშლის ნაჭრებს ლიმონის წვენს ან ვაშლის ძმარს მოასხამთ.
სალათი „უოლდორფი“
ნიუ-იორკის ფეშენებელური სასტუმრო „უოლდორფ-ასტორია“ 1931 წელს ააშენეს და 1963 წლამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალ სასტუმროდ ითვლებოდა. თუმცა ლეგენდარული ზომების გამო არ გამხდარა.
სწორედ აქ არსებულ რესტორანში შეიქმნა კვერცხი „ბენედიქტი“ და მსოფლიოში ცნობილი სალათა „უოლდორფი“. სალათის პირველი ორიგინალური ვარიანტი, რომელიც 2 ვაშლის, გაწმენდილი და კვადრატულ კუბებად დაჭრილი, და მცირე რაოდენობის, ასევე დაჭრილი ნიახურის ღეროებისგან მზადდება.
სალათს მაიონეზით რთავენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში სალათს ბერძნული ნიგოზი დაუმატეს, რომელიც დროთა განმავლობაში აუცილებელი ინგრედიენტი გახდა. დღეს სალათი „უოლდორფი“ – მსოფლიო კულინარიის კლასიკაა, რომელიც დიდი ალბათობით შეიძლება ნებისმიერ სასტუმროში „სახელით“ შეგხვდეთ.
უოლდორფის სალათის მრავალფეროვანი ვარიანტი არსებობს – მას ქათმის მკერდს და ციცარის ხორცს, შტოშს და ბროწეულის მარცვლებს უმატებენ, მაგრამ ბაზა ყოველთვის უცვლელი რჩება.დღეს სწორედ სალათის კლასიკურ ვარიანტს გთავაზობთ.
ინგრედიენტები:
- 1,5 ჭიქა გაწმენდილი და კუბებად დაჭრილი ვაშლი
- 1 ჭიქა კუბებად დაჭრილი ნიახურის ღერო
- 1 ჭიქა დაქუცმაცებული ბერძნული ნიგოზი
- ½ ჭიქა მაიონეზი
- სალათის ფურცლები
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
მომზადება:
1.ვაშლი თასში ჩაყარეთ და ლიმონის წვენი მოასხით, რომ ისინი არ გაყვითლდეს.
2.ნიახური და მაიონეზი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
3.სალათის ფურცლები ოთხ თეფშზე გადაანაწილეთ.
4.ზემოდან სალათის ნარევი დაასხით.
5.სუფრაზე გატანის წინ ნიგოზი მოაყარეთ.
6.გემრიელად მიირთვით!
სალათი „ვენერა ბეწვეულში“
ინგრედიენტები:
- 1 ქაშაყის ფილე
- 1 ვაშლი
- 2-3 დამარინადებული კიტრი
- 1 კონა ბოლოკი
- 1 წითელი ხახვი
- 250 მლ არაჟანი
- 1 კონა კამა
- წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
1.არაჟანი სანელებლებს და დაქუცმაცებულ კამას დაუმატეთ.
2.წითელი ხახვი წვრილად დაჭერით.
3.გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე ვაშლი გახეხეთ.
4.არაჟანი ხახვს და ვაშლს აურიეთ.
5.მსხვილ სახეხზე ბოლოკი და კიტრი გახეხეთ. ქაშაყის ფილე წვრილად დაჭერით.
6.სალათი ფენებად დააწყვეთ: ბოლოკი, კიტრი, არაჟანი ვაშლთან და ხახვთან ერთად, ქაშაყის ფენა, არაჟანი, კიტრი, ბოლოკი.
7.მზა სალათა მაცივარში 3 საათით შეინახეთ.
8.გემრიელად მიირთვით!
ფენებიანი სალათი სტაფილოთი, ვაშლით, კვერცხით და ყველით
ინგრედიენტები:
- 4 კვერცხი
- 2-3 სტაფილო
- 2 ვაშლი
- 100 გრ მყარი ყველი
- ნახევარი ლიმონის წვენი
- 5 ს/კ ნატურალური იოგურტი
მომზადება:
1.კვერცხი მოხარშეთ, გაასუფთავეთ და გახეხეთ.
2.სტაფილო და ვაშლი გათალეთ და გახეხეთ.
3.ყველი გახეხეთ.
4.თეფშის ცენტრში ერთი ულუფის რგოლი დადეთ და მასში ფენებად ჩააწყვეთ: 2/3 სტაფილო, ბუნებრივი იოგურტის ბადე, კვერცხი, იოგურტის ბადე, ვაშლი, იოგურტის ბადე, ყველი, იოგურტის ბადე.
5.ზემოდან დარჩენილი სტაფილო მოაყარეთ.
6.სალათი 20-30 წუთით გააჩერეთ, რომ ყველა ფენაში იოგურტი კარგად გაიჟღენთოს, შემდეგ რგოლი ფრთხილად მოხსენით და სუფრაზე გაიტანეთ.
7.გემრიელად მიირთვით.
სალათი ვაშლით, ლორით, კიტრით და მწვანე ბარდით
ინგრედიენტები:
- 1-2 სტაფილო
- 300 გრ ლორი
- 1 ახალი კიტრი
- 1 დამარინადებული კიტრი
- 1 ვაშლი
- 250 გრ მწვანე ბარდის კონსერვი
- 2 ს/კ მაიონეზი
მომზადება:
1.სტაფილო დარბილებამდე მოხარშეთ და მცირე ზომის კუბებად დაჭერით.
2.ლორი, კიტრი და გათლილი ვაშლი კუბებად დაჭერით.
3.ბარდა და მაიონეზი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
4.გემრიელად მიირთვით.
სალათი ჭარხლის, ოსპის და ვაშლისგან – იულია ვისოცკის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 250 გრ ჭარხალი
- 2 ვაშლი
- 200 გრ უცხიმო ხაჭო
- 100 გრ ნარინჯისფერი ოსპი
- 4 ფოთოლი ახალი ბაზილიკი
- მცირე ზომის მწვანე ხახვის კონა
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 1 ს/კ სიდრის ძმარი
- 1 ს/კ ჰერესის ძმარი
- შავი დაფქული წიწაკა და ზღვის მარილი გემოვნებით
მომზადება:
1.ჭარხალი მოხარშეთ, გაასუფთავეთ და კუბებად დაჭერით.
2.ოსპი მოხარშეთ. ვაშლი გათალეთ და კუბებად დაჭერით.
3.მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით.
4.ყველაფერი აურიეთ. ხაჭო, ზეითუნის ზეთი, ძმარი და სანელებლები დაუმატეთ. კერძი ბაზილიკის ფოთლებით მორთეთ.
სალათი ჭარხლით, ვაშლით, მდნარი ყველით და ბერძნული ნიგვზით
ინგრედიენტები:
- 1 ჭარხალი
- 1 ვაშლი
- 50 გრ მდნარი ყველი
- 50 მლ მაიონეზი
- 20 გრ ბერძნული ნიგოზი
- 2 კბილი ნიორი
- ოხრახუშის კონა
- მარილი და დაფქული წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
1.ჭარხალი მოხარშეთ, გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
2.ნიგოზი შეწვით და დანით დააქუცმაცეთ. ოხრახუში წვრილად დაჭერით.
3.ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ვაშლი გათალეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
4.შესაბამის ჭურჭელში მომზადებული ინგრედიენტები ფენებად დააწყვეთ: გახეხილი ჭარხალი, ყველი, ნიგოზი, ოხრახუში, ვაშლი.
5.მარილი და წიწაკა მოაყარეთ. მაიონეზი მოასხით. სურვილის მიხედვით დაპრესილი ნიორი დაუმატეთ.
6.ყველაფერი კარგად აურიეთ და სუფრაზე ცივი სახით გაიტანეთ.
7.გემრიელად მიირთვით!
ქათმის სალათი ვაშლით და ნიგვზით
ინგრედიენტები:
- 2 ქათმის ფილე
- 1 დიდი ზომის ვაშლი
- 150 გრ იოგურტი ან მაიონეზი
- 75 გრ ბერძნული ნიგოზი
- 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
- 3 ღერო მწვანე ხახვი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- სალათის ფურცლები მოსართავად
მომზადება:
1.ქათმის მკერდი მოხარშეთ და მცირე ზომის კუბებად დაჭერით.
2.ნიგოზი ღუმელში გამოაშრეთ და წვრილად დაჭერით.
3.ვაშლი კუბებად დაჭერით. მათ ლიმონის წვენი მოასხით.
4.მწვანე ხახვი გარეცხეთ და დაჭერით.
5.თასში ქათმის ხორცი, ვაშლი, ნიგოზი და მწვანე ხახვი აურიეთ. მაიონეზი ან ნატურალური იოგურტი მოასხით, მარილი და წიწაკა მოაყარეთ.
6.თეფშზე სალათის ფურცლები დააწყვეთ, ზემოდან კი სალათის მთა მოათავსეთ.
7.მზა სალათი ქათმით, ვაშლით და ნიგვზით შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ. გემრიელად მიირთვით!
ქაშაყი ბეწვში – ტატიანა ტოლსტოის რეცეპტი
ტატიანა ტოლსტოი არა მხოლოდ ლიტერატურის მოყვარულებისთვის, არამედ კულინარიის მოყვარულებისთვისაც ცნობილია. მას ქაშაყი ბეწვში მომზადების არც თუ ისე ჩვეული ხედვა აქვს.
„ჩვენ შორის ადამიანებია – თითით მათ ჩვენებას არ დავიწყებ – რომლებიც თვლიან, რომ ქაშაყი ბეწვის სალათში ვაშლის ჩადება არ შეიძლება. რა უნდა ვთქვა! სამწუხაროა! დიდ სიამოვნებაზე უარს თავად ამბობენ, რომელიც ასე გულუხვად ბუნებამ და სწორმა მეცნიერებამ მოგვცა“ – ამბობს ტატიანა ტოლსტოი.
ამასთან ამატებს: „არსებობს მეორე მხარე, რომელებიც ბეწვის ქვეშ ნაზ ქაშაყს ღუპავენ სულელური კარტოფილის დამატებით, კლავენ იმას, რის გამოც სალათის გაკეთება გადაწყვიტეს. ბეწვში კარტოფილის მოთავსება იგივეა, რაც პატარძალს ზამთრის თბილი შარვალი ჩააცვათ. როგორც მინიმუმ, გაოფლიანდება“.
მოამზადეთ იდეალური „ბეწვი“ ტატიანას რეცეპტით:
ინგრედიენტები:
- 250-300 გრ ქაშაყი
- 300 გრ ჭარხალი
- 250-300 გრ სტაფილო
- 1 მწვანე ვაშლი
- 4-5 კვერცხი
- 200-300 გრ მაიონეზი
მომზადება:
1.ჭარხალი და სტაფილო დარბილებამდე მოხარშეთ (ჭარხალი 1,5 სთ, სტაფილო – 20-30 წუთი).
2.გასუფთავებული ჭარხალი, სტაფილო, მოხარშული კვერცხი და ვაშლი წვრილ კუბებად დაჭერით. ქაშაყი უფრო დიდი ზომის კუბებად დაჭერით. ტოლსტოის აზრით, ქაშაყი შეიცავს იმდენ მარილს, რამდენიც ამ სალათს სჭირდება, ამიტომ მარილის დამატება საჭირო არაა.
3.მწერალი გირჩევთ, თითოეულ პროდუქტს (ქაშაყის გარდა) მაიონეზი ცალკე ჭურჭელში მოასხათ: „არევის დროს ისეთი სქელი არაა, როგორც წასმის დროს… ასე უფრო ნაკლები მაიონეზი დაგჭირდებათ“.
4.სალათი მცირე სისქის ფენებად დააწყვეთ: ჭარხალი, სტაფილო, ვაშლი, კვერცხი და კვლავ ჭარხალი.
5.სუფრაზე გატანის წინ მაცივარში შეინახეთ.
6.ტატიანა ტოლსტაია სალათის მიღება ვიწრო წრეში, კარგ მეგობრებთან ერთად გირჩევთ, ცივ წყალთან და შავ პურთან ერთად. გემრიელად მიირთვით!
სალათი „დალილა“ ვაშლით და ნიახურით – ილია ლაზერსონის რეცეპტი
ვაშლის და ნიახურის კომბინაცია სალათ „უოლდორფის“ რეცეპტში უკვე შევხვდი, მაგრამ მაიონეზი და ბანანი…დამეთანხმეთ, უჩვეულოა.
ინგრედიენტები:
- 1 მწვანე მოტკბო-მომჟავო ვაშლი
- 1 ნიახურის ღერო
- 1 ბანანი
- 1,5 – 2 ს/კ მაიონეზი
- 2 მწვანე სალათის ფურცლები
მომზადება:
1.ნიახურის ღეროს კანი მოაშორეთ და გრძელ ნაჭრებად დაჭერით.
2.ვაშლი გათალეთ და 2-3 მმ სისქის ნაჭრებად დაჭერით.
3.არც თუ ძალიან მწიფე ბანანი ნახევარ რგოლებად დაჭერით.
4.სალათის ფურცლები ერთმანეთს დაადეთ და ზემოდან მილი შექმენით. შემდეგ 45 გრადუსიანი დახრით 1 მმ სისქეზე დაჭერით.
5.სალათი სასალათეში მოათავსეთ, შემდეგ კუთხეები დაჭრილი სალათის ფურცლებით მორთეთ.
6.გემრიელად მიირთვით!
სალათი პეკინის კომბოსტოთი და ავოკადოთი
ინგრედიენტები:
- 1 თავი პეკინის კომბოსტო
- 1 ავოკადო
- 1 ვაშლი
- 1 ხახვი
- 2 ს/კ ლიმონის წვენი
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
- აკაჟუ გემოვნებით
მომზადება:
1.პეკინის კომბოსტო დაჭერით.
2.ავოკადო გაასუფთავეთ და კუბებად დაჭერით.
3.ვაშლი გახეხეთ, ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით.
4.ყველა ინგრედიენტი აურიეთ, ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი მოასხით. მზა სალათს კაკალი მოაყარეთ.
უჯრედისით მდიდარი პეკინის კომბოსტო ყველა იმ ადამიანის სუფრაზე უნდა იყოს, ვისაც კუჭის და ნაწლავების პრობლემები აწუხებთ.
ავოკადოში დიდი რაოდენობით შემავალი სასარგებლო გაუჯერებელი ცხიმები (30%) მას ყველაზე მკვებავ ხილად აქცევს.