თუ ახლა 2019 წლის სამოგზაურო გეგმის შედგენას იწყებთ, მაშინ საერთაშორისო ექსპერტების ახალი კვლევა არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. სპეციალისტებმა მსოფლიოს თითოეული ქვეყნის სიტუაცია გაანალიზეს და ტურისტებისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილების ინტერაქტიული რუქა შეადგინეს
ჩვენ მსოფლიოს კარტა დეტალურად შევისწავლეთ და გავარკვიეთ, თუ 2019 წელს ირანში მოგზაურობა ისეთივე მარტივი და სასიამოვნო იქნება, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქალაქში, ხოლო ეგვიპტეში ან ტაილანდში დასვენება შეიძლება სარისკო თავგადასავალი გახდეს.
1.ეგვიპტე და მაროკო
ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მთავრობა ეგვიპტეში მოგზაურობის გადადებას გირჩევთ იმ დრომდე, სანამ ქვეყანაში დაძაბულობის დონე არ შემცირდება.
ალტერნატიული მიმართულების სახით შეგიძლიათ აფრიკის კონტინენტი განიხილოთ, კერძოდ მაროკო, რომელიც კვლევის მიხედვით, ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნად ითვლება. აქ დილით ატლანტის ოკეანეში ნებივრობას, ხოლო სადილზე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გასვლას შეძლებთ. მათ, ვისაც უბრალოდ ქალაქში სეირნობა და ველური სუვენირების შეძენა უყვარს, ადგილობრივი ფერადი სახლები იმწამსვე შეუყვარდება. ექსტრიმის მოყვარულები კი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ უდაბნოზე გასეირნებას და ატლასის მთების დალაშქვრას შეძლებენ.
2.ესპანეთი და სლოვენია
ესპანეთი უკვე დიდი ხანია ბევრი მოგზაურის მიმზიდველ ადგილად იქცა, მაგრამ ათასობით არალეგალი ემიგრანტის ნაკადი მოდის, რომლებიც თქვენს დასვენებას დაამწუხრებენ.
თუ კონკრეტულად ევროპაში მოგზაურობა გსურთ, სჯობს ყურადღება სლოვენიას მიაქციოთ. ის 2019 წლის ხუთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებში შედის. მისი სანაპიროები ესპანეთის კომფორტს არაფრით ჩამოუვარდება, ხოლო ფასები საგრძნობლად მცირეა.
3.ესტონეთი და ფინეთი
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ესტონეთში რამე სერიოზული უსიამოვნება შეიძლება შეგხვდეთ. თუმცა, კვლევის მონაცემებით, ეს მოგზაურობისთვის იდეალურ ქვეყნად არ ითვლება. ტურისტები ჯიბის ქურდებს ადვილად გადააწყდებიან.
ფინეთი უსაფრთხო ქვეყნების სიას ლიდერობს და სხვადასხვა ასაკის ადამიანს ნებისმიერ სეზონზე სხვადასხვა გასართობს სთავაზობს. ზამთარში თოვლის ბაბუას და ჩრდილოეთის ციალის სანახავად წასვლა აქ ღირს.
4.ტუნისი და გამბია
ოდესღაც ევროპელი ტურისტებისთვის პოპულარული დასასვენებელი ადგილი, ტუნისი, ახლა, 2019 წელს ექსპერტების მიერ მოგზაურობისთვის რეკომენდებული არაა. ადგილობრივ მმართველობას სასტუმროს გარეთ მოგზაურების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჯერ არ შეუძლია.
გამბია 2019 წელს ტურისტებისთვის ყველაზე უსაფრთხო აფრიკული ქვეყნების სიაში შედის. აქ შეგიძლიათ ნახოთ ეგზოტიკური ცხოველები, რომლებიც ქალაქის ქუჩებში თავისუფლად დასეირნობენ, ან საფარიზე გაემგზავროთ. ხოლო ევროპის ჩარტერულ რეისებზე ფასები ყველას თავისი ხელმისაწვდომობით გაახარებს.
5.მექსიკა და კუბა
მექსიკაში გამგზავრებისას უნდა გახსოვდეთ, რომ ქვეყნის დიდი ნაწილის მონახულება რეკომენდებული არაა. ბოლო პერიოდში დამსვენებლებს შორის რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა დაფიქსირდა.
თუ ოკეანეს გადაღმა მოგზაურობის სურვილი გაქვთ, შესანიშნავი და უსაფრთხო ვარიანტი კუბა იქნება. ტურისტების უსაფრთხოების დონე აქ კარიბის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ხოლო ქათქათა სანაპირო ფირუზისფერი წყლით და ადგილობრივი კოლორიტებით გულგრილს არც ერთ მოგზაურს არ დატოვებს.
6.პერუ და არგენტინა
ინკების ძველი ქალაქის ნახვა ბევრი მოგზაურის ოცნებას წარმოადგენს, მაგრამ პერუში ჯერ კიდევ სათანადო სერვისი არაა, რომელიც ტურისტების სრულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.
სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არგენტინა ითვლება. მრავალფეროვანი ბუნებრივი და არქიტექტურული ღირშესანიშნაობა, ასევე კულტურული ტრადიციები ტურისტების გაოცებას გამოიწვევს.
7.ფილიპინები და მალაიზია
მიუხედავად იმისა, რომ ფილიპინები დედამიწაზე სამოთხის ადგილად მიიჩნევა, ტურისტებმა სჯობს ზოგიერთი ტერიტორიის მონახულებაზე უარი თქვან. ქვეყანა წყნარი ოკეანის კიდეზე „ცეცხლოვან რგოლში“ იმყოფება, ამიტომ აქ მიწისძვრები და წყალდიდობა უფრო მოსალოდნელია.
ალტერნატიული მიმართულების სახით შეგიძლიათ მალაიზია განიხილოთ. აქ მოგზაურებისთვის ტერიტორიის დიდი ნაწილის უსაფრთხოების დონე ისეთივე მაღალია, როგორც ევროპის ქვეყნებში. ხოლო უნიკალური ბუნებრივი ღირშესანიშნაობები და ქათქათა სანაპიროები, სერვისის მაღალი დონე ტურისტებს გაახარებთ.
8.ტაილანდი და ვიეტნამი
ტაილანდი, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ტურისტები სტუმრობს, მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჯერ კიდევ არ შედის. განსაკუთრებით ფრთხილად მოტოციკლეტის მართვის დროს უნდა იყოთ, რადგან ბევრი მძღოლი მოძრაობის წესებს არ იცავს, ხოლო გზის ზედაპირის ხარისხი საუკეთესოს სურვილს გვიტოვებს.
მეზობელი ვიეტნამი ტურისტების უფრო უსაფრთხო ადგილია. აქ თქვენი მოგზაურობის დაგეგმვის ძალიან მიმზიდველი შემოთავაზება შეიძლება ნახოთ. შესანიშნავი სანაპიროები, შთამბეჭდავი მთის პეიზაჟები და უძველესი კულტურული ძეგლი ამ მეგობრულ ქვეყანაში მოგზაურობაზე სასიამოვნო შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
9.ინდონეზია და მავრიკი
ბოლო პერიოდში ინდონეზიის სხვადასხვა კუთხეში ბუნებრივი კატაკლიზმები სულ უფრო ხშირად ხდება, მათ შორის პოპულარულ ტურისტულ ადგილებში. სწორედ ამიტომ ჯერჯერობით ამ ქვეყანაში მოგზაურობისგან სჯობს თავი შეიკავოთ.
კუნძულოვანი სახელმწიფო ინდოეთის ოკეანეში თავისი კომფორტული ამინდით მთელი წელი გვახარებს. ხოლო ევროპის ჩარტერული რეისები გონივრულ ფასებში მოხვედრის საშუალებას იძლევა. აქ იპოვით სამოთხის სანაპიროს და დიდებულ რიფებს და ბევრ ლამაზ ჩანჩქერსა და არქიტექტურულ ღირშესანიშნაობას. კუნძულზე შხამიანი ცხოველები ან მტაცებლები არ არიან, ხოლო ადგილობრივი მაცხოვრებლები სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან.
10.თურქეთი და ირანი
თურქეთში მოგზაურობა ჯერ კიდევ უსაფრთხოდ არ ითვლება. მაგ., ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, რომელიც სირიის და ერაყის საზღვრებთან მდებარეობს, სპეციალური ნებართვის გარეშე გადაადგილება არ შეიძლება.
მეზობელ ირანში, ექსპერტების მონაცემებით, 2019 წელს მოგზაურობისთვის ხელსაყრელი ადგილია. უძველესი ცივილიზაციის მემკვიდრეობა, დაბალი ფასები და გემრიელი სამზარეულო უკვე მილიონობით ტურისტს იზიდავს.
თქვენ სად ისურვებდით სამოგზაუროდ წასვლას წელს?