ჩვენი წინაპრები გვირილას დიდად აფასებდნენ. უძველესი დროიდან ცნობილია, რომ მას უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს. დღეს ამ მცენარის უპირატესობის, უკუჩვენების შესახებ გიამბობთ, ასევე არომატული ჩაის რეცეპტსაც გაგიზიარებთ.
გვირილას უპირატესობები
1.მენსტრუაციული ტკივილის შემცირება
გვირილას ჩაი კრიტიკულ დღეებში ტკივილის შემცირებაში დაგეხმარებათ. მაგ., 2010 წლის ერთმა კვლევამ, რომლის დროსაც ქალები თვის განმავლობაში მცენარის სასმელს სვამდნენ, ეს დაამტკიცა. ამასთან მათ აღნიშნეს, რომ მენსტრუაციასთან დაკავშირებული შფოთვა შეუმცირდათ.
2.კანს და მცირე ჭრილობას კურნავს
კვლევამ დაამტკიცა, რომ გვირილას ექსტრაქტის გამოყენება მცირე ჭრილობების შეხორცებას ხელს უწყობს. ამასთან, გვირილას მალამო ეგზემას და მსუბუქი ანთებითი პროცესის დროს დაგეხმარებათ.
3.ძილსა და მოდუნებაში გეხმარებათ
თუ დაძინება გიჭირთ, მაშინ საღამოობით გვირილას ჩაი უნდა დალიოთ. ის მოდუნებაში ხელს შეგიწყობთ.
4.სიმსივნის მკურნალობაში ხელს შეგიწყობთ და მას თავიდან აგაცილებთ
რთული დასაჯერებელია, მაგრამ ზოგიერთმა კვლევამ დაამტკიცა, რომ გვირილა სიმსივნის უჯრედებზე მოქმედებს და მის გაჩენას თავიდან აგაცილებთ.
5.სისხლში შაქრის დონეს ამცირებს
გვირილას ჩაი სისხლში შაქრის დონის შემცირებაში დაგეხმარებათ. ასეთი ჩაის დალევა არა მხოლოდ დიაბეტიკებისთვის არის სასარგებლო, არამედ დაავადების პროფილაქტიკის მიზნით.
6.კუჭ-ნაწლავის ტრაქტს კურნავს
გვირილას ჩაის ხშირად კუჭის და ნაწლავების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის იყენებენ. ის კუჭის წვენის გამომუშავებას ხელს უწყობს და მტკივნეულ შეგრძნებას ამცირებს. გარდა ამისა, ყველა ანთებითი პროცესის შემცირება ხდება, ხოლო ლორწოვანი იწმინდება.
გვირილას ჩაის უკუჩვენება
სამწუხაროდ, ასეთ სასწაული სასმელი ყველასთვის არ გამოდგება. ამის შესახებ უნდა იცოდეთ!
- ზოგიერთ მედიკამენტთან შეუთავსებელია!
- ალერგიის დროს
- ორსულმა და მეძუძურე დედებმა სჯობს ექიმთან კონსულტანცია გაიარონ.
გვირილას ჩაის რეცეპტი
გვირილას ჩაის გემო ყველას არ მოსწონს. გთავაზობთ ცხელი სასმელის რეცეპტს, რომელსაც, სავარაუდოდ, ყველა დააფასებს.
ინგრედიენტები:
- 700 მლ მდუღარე წყალი;
- 2-3 სმ კოჭის ფესვი;
- 2 ს/კ მშრალი გვირილას ყვავილი (ან 3 ჩაის პაკეტი);
- პატარა, ნახევარი ლიმონის წვენი;
- 1 ს/კ თაფლი;
მომზადება:
1.კოჭას და გვირილას მდუღარე წყალი დაასხით. 10 წუთით დააყენეთ.
2.ლიმონის წვენი დაუმატეთ. ჩაი გადაწურეთ, ჭიქაში ჩაასხით და ისიამოვნეთ. როცა ჩაი გაგრილდება, თაფლი დაუმატეთ.
გვირილას ჩაის სასარგებლო თვისებების შესახებ სტატია მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ. მათ ჯანმრთელობაზე იზრუნეთ!