დროა ოლივიე გადააგდოთ. 5 ყველაზე ეფექტური დიეტა ექსპერტების აზრით

1483
დროა ოლივიე გადააგდოთ. 5 ყველაზე ეფექტური დიეტა ექსპერტების აზრით
დროა ოლივიე გადააგდოთ. 5 ყველაზე ეფექტური დიეტა ექსპერტების აზრით

მსოფლიოში წონაში დაკლების უამრავი მეთოდი და ყველა შესაძლო დიეტა არსებობს. ერთი მათგანი ცხიმებზეა დაფუძნებული, მეორე ცილებზე, მესამე კი საერთოდ არანაირ შეზღუდვას არ მოითხოვს. ხშირად წონაში დაკლების სურვილი გვაქვს, მაგრამ არაეფექტურ და ზოგჯერ კვების მავნე სისტემაზე დროის დაკარგვა არ გვსურს. სწორედ ამიტომ, მეცნიერებამ დიეტების რეიტინგი შეადგინეს, რომელიც გულის, ღვიძლის და სისხლის ეროვნულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.

დღეს დიეტების რეიტინგის 5 ლიდერ დიეტას გთავაზობთ.

საუკეთესო დიეტები წონაში დასაკლებად

1.დიეტა DASH

დიეტა DASH – ჰიპერტონიკების კვების სისტემაა. დიეტის მთავარი პრინციპი მარილის, ცხიმების და შაქარის მაღალის შემცველობის პროდუქტების შემცირებაზე ან მის საერთოდ ამოღებაზე დაფუძნებული. დიეტის მეშვეობით პირველ რიგში არტერიული წნევის და ქოლესტერინის დონის შემცირებას, რაც თავის მხრივ განწყობას და მეტაბოლიზმს გააუმჯობესებს.

დიეტოლოგის სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ DASH უფრო უკეთ მუშაობს, ვიდრე ჰიპერტონიის მედიკამენტები, ამასთან წონას ამცირებს.

2.ხმელთაშუა ზღვის დიეტა

კიდევ ერთი რეიტინგის ლიდერი ხმელთაშუა ზღვის დიეტა გახდა. ყველამ იცის, რომ ხმელთაშუა ზღვისპირეთის მაცხოვრებლებს გასუქების, ინფარქტის, დიაბეტის და ინსულტის დაბალი რისკი აქვთ. მათი რაციონი დიეტის ბაზად არის აღებული. ასეთი კვების სისტემა ზოგადად მოიცავს რთულ ნახშირწყლებს (ბულგური, ყავისფერი ბრინჯი, მყარი ხორბლის ჯიშის მაკარონი, ხორბლის პური), ხილი და ბოსტნეული, ზეითუნის ზეთი, კაკალი, თევზი, მცირე რაოდენობით ფრინველის ხორცი. წითელი ხორცი და რაფინირებული შაქრით მომზადებული ტკბილეული ძალიან შეზღუდული რაოდენობით მოიხმარება. დიეტა წონის დაკლებას ხელს უწყობს, გულის და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს, დიაბეტის განვითარებას აფერხებს და ონკოლოგიური დაავადების თავიდან აცილებასაც კი შეძლებთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, მსგავსი რაციონის დაცვას გირჩევთ.

3.მოქნილი ვეგეტარიანული დიეტა

მეცნიერების მონაცემებით, მოქნილი ვეგეტარიანული დიეტის დამცველები 15%-ით უფრო ნაკლებს იწონიან, ვიდრე ხორციანი კერძების მოყვარულები.მათ ინფარქტის, დიაბეტის და სიმსივნის განვითარების უფრო დაბალი რისკი აქვთ, ასევე საშუალოდ 3,6 წელზე უფრო მეტხანს ცხოვრობენ. კვების ეს სისტემა ხორცზე უარის თქმას მოითხოვს, მაგრამ არა სამუდამოდ (ამასთან ეს მავნებელია). ხორციანი კერძების მიღება შესაძლებელია, როცა ორგანიზმი ამას ითხოვს. ერთადერთი, რაზეც სამუდამოდ უარი უნდა თქვათ – შებოლილი ხორციანი ნაწარმი.

4.დიეტა „წონის დამკვირვებელი“

დიეტა ორმა ფუმფულა დიასახლისმა 1961 წელს მოიგონეს. დაკლების სურვილის დროს მათ საკუთარი კვების სისტემა შეიმუშავეს, რომელიც მალე ამერიკასა და მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდა. დიეტა საკვები მოთხოვნილებების კარდინალურ ცვლილებას არ მოითხოვს და ძლიერ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას მოიცავს (მოტივაციისთვის ქულები და სხვადასხვა სასიამოვნო მომენტები).

დიეტის ძირითადი პრინციპები: ყოველდღიურად ჩაწერეთ ყველაფერი, რასაც მიირთმევთ, ყოველდღე მინიმუმ 8 ჭიქა სითხე დალიეთ, მულტივიტამინები მიიღეთ, სულ ცოტა ხუთი სახეობის ხილი და ბოსტნეული მიიღეთ, რეგულარულად ფიზიკური ვარჯიშები შეასრულეთ, კვების პროგრამას თვალი მიადევნეთ, რომელიც დიეტოლოგის მიერ იქნება შერჩეული. როგორც ხედავთ, დიეტა Weight watchers-ის წარმომადგენელთან კონსულტაციას მოიცავს.

5.ინტუიციური კვება

ინტუიციური კვება ბოლო 3 წლის განმავლობაში ძალიან პოპულარულია. დიეტოლოგები და დიეტის მიმდევრები მივიდნენ დასკვნამდე რომ, თუ პროდუქტების არჩევას გონივრულად მიუდგებიან და დაბალანსებულად იკვებებენ, დიეტის დარღვევის რისკი უფრო დაბალი იქნება, ვიდრე მკაცრი შეზღუდვის შემთხვევაში. ამასთან, ფსიქოლოგიურად უფრო მარტივია, არაფერზე უარი თქვათ და ამასთან წონაში დაიკლოთ. კვების სისტემა რაღაცით ხმელთაშუა ზღვის დიეტას ჰგავს, მხოლოდ აქ კრემიანი დესერტის ან ჩიფსის მირთმევა ნებადართულია, როცა ნამდვილად ეს გსურთ.

როგორც ხედავთ, ყველა დიეტა მკაცრ შეზღუდვას არ მოითხოვს. უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ მცირე დიეტები და ბევრ ჩვეულ პროდუქტზე სწრაფად უარის თქმას (მაგ., შემწვარი კარტოფილი ან ხორცი) ჩვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდნს. სწორედ ამიტომ წონის საკითხზე ბუნებრივად მიდგომა არის საჭირო, უმჯობესია სპეციალისტთან კონსულტანცია გაიაროთ და ვიტამინების და საკვების აუტანლობის შესახებ ანალიზი გაიკეთოთ. შესაძლოა, რაციონის გადახედვა მოგიწიოთ, რომ მეტაბოლიზმი გააუმჯობესოთ.

გვიამბეთ კომენტარებში, სიაში თქვენი საყვარელი დიეტა თუ მოხვდა. ასევე სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს