ბაზრობაზე ღვეზელის ყიდვა იაფი, გემრიელია და…სახიფათოა. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ დღეს ქუჩის საკვები ნელა მოქმედების ბომბს ჰგავს. არავინ იძლევა გარანტიას, რომ ერთი შეხედვით გემრიელი ღვეზელი ნამდვილად ახალი პროდუქტებისგან არის მომზადებული და საიმედო, სანიტარულ პირობებში ინახებოდა. განა საღი აზრი ასეთი მაცდუნებელი გემრიელობის ჭამისგან თავშეკავებას არ გირჩევთ?
სწორედ ამიტომ, დღეს გემრიელი ხორციანი ღვეზელის რეცეპტს გიზიარებთ – სახლში მომზადებული ბელიაში, რომელიც წამებში მაგიდიდან გაქრება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დიდი ოჯახი გაქვთ (ან ხშირად ბევრი სტუმარი გყავთ). მომზადება კი სირთულეს არ წარმოადგენს და მისი მირთმევა დამშვიდებულ გულზე შეგიძლიათ.
სახლში მომზადებული ბელიაში ხორცით
ბელიაში – ბაშკირის სამზარეულოს კერძია, რომელიც დსთ-ს ქვეყნებში ძალიან პოპულარულია. გასაოცარია, რომ სხვა ქვეყნებში ხორციანი ღვეზელი დიდად მოთხოვნადი არაა.
დღეს გთავაზობთ ხორციანი ბელიაშის სახლის პირობებში გამოცდილი რეცეპტის დახმარებით მომზადებას. ცომი ნაზი, მაგრამ ფუმფულაა. თავად ბელიაში ფუმფულა, შეპიწკინებული, რაც მთავარია გემრიელი გამოდის – მხოლოდ ერთი პირობა უნდა დაიცვათ, გამოცხობისთანავე სუფრაზე უნდა გაიტანოთ.
ინგრედიენტები:
- 1,5 კგ საცხობი ფქვილი
- 500 მლ წყალი
- 500 მლ რძე
- 100 მლ მცენარეული ზეთი
- 10 გრ მშრალი საფუარი
- 1 ჩ/კ მარილი
შიგთავსის ინგრედიენტები
- 1 კგ ღორის ხორცი (შეიძლება ძროხის ხორცი)
- 3 საშუალო ზომის ხახვი
- კარაქი, მარილი, წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
1.ერთ ქვაბში რძე და წყალი ერთმანეთს აურიეთ, ოდნავ გააცხელეთ. მარილი მოაყარეთ და კარაქი დაუმატეთ. ფქვილი, საფუარი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ.
2.ცომის თასს პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას ნახევარი საათით შეინახეთ.
3.ამ დროის განმავლობაში ხორცი და ხახვი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ. ფარში ცოტა წყალი დაუმატეთ – შიგთავსი წვნიანი გამოვა.
4.ცომი მაგიდაზე გადმოიტანეთ. გაანაწილეთ. თითოეული ნაწილისგან ბურთის ფორმები გააკეთეთ, რომელიც შუაში ოდნავ გახსენით.
5.შიგთავსი მოათავსეთ: თითოეული ფარშის ნაწილი ფრთხილად ჩადეთ და ზემოდან მცირე ზომის კარაქის ნაჭერი დაადეთ.
6.ცომის შესაკვრელად ცომის ყველა კუთხე შეკრიბეთ, შეაერთეთ, ოდნავ გააბრტყელეთ.
7.ბელიაში მაღალ ცეცხლზე, ბევრ ზეთში შეწვით, სანამ მოწილაფო ფერს არ მიიღებს.
8.დროა სახლში მომზადებული კამპოტი გახსნათ და ახლობლები სუფრაზე დაპატიჟოთ: გემრიელი ბელიაშები გელოდებათ, რომ ისინი გასინჯოთ. გემრიელად მიირთვით!
გემრიალი ბელიაშის რეცეპტი შეინახეთ, რომ არ დაკარგოთ და აუცილებლად მოამზადეთ. ასევე მეგობრებს, რომლებიც მსგავსი საკვების მიმართ სიყვარულით გამოირჩევიან, გაუზიარეთ.