ადრე ბევრ ტაბლეტს ვსვამდი, ახლა წნევა ნორმაშია და წლის განმავლობაშიც ერთხელაც არ გავციებულვარ

2607
ადრე ბევრ ტაბლეტს ვსვამდი, ახლა წნევა ნორმაშია და წლის განმავლობაშიც ერთხელაც არ გავციებულვარ
ადრე ბევრ ტაბლეტს ვსვამდი, ახლა წნევა ნორმაშია და წლის განმავლობაშიც ერთხელაც არ გავციებულვარ

უძველესი დროიდან „მხსნელებად“, რომლებიც მთელი ზამთარი გრიპისა და გაციებისგან გვიცავენ, ქაცვი, ძახველი, ჟოლო და მარწყვი ითვლება. რა თქმა უნდა, ამ სიას სხვა კენკრაც შეგიძლიათ დაუმატოთ, მაგრამ დღეს გიამბობთ იმ  ფავორიტ პროდუქტებზე, რომელთა მოქმედება დამტკიცებული და დროში გამოცდილია.

ქაცვის ჩაი

ქაცვის და კოჭის, ჟოლოს და ძახველის ჩაის სასარგებლო თვისებებზე საუბარს აზრი არ აქვს. თითოეულმა იცის, რომ ეს კენკრები ვიტამინების შემცველობით ლიდერები არიან. ჟოლო წნევას შესანიშნავად ამცირებს, სიცხის დამწევი და ოფლმდენი თვისებები აქვს. ჟოლოს ჩაი ციებ-ცხელების და ხველების საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა.

ქაცვი ავიტამინოზის დროს შეუცვლელია: C ვიტამინი კენკრაში გადამუშავების შემდეგაც ნარჩუნდება. ხოლო თუ ამ კენკრას სხვა სასარგებლო კომპონენტებს დავუმატებთ, სამკურნალო ეფექტი ბევრად უფრო ძლიერი იქნება.

კენკრის სეზონზე, ბევრი დიასახლისი კენკრას წინასწარ ყინავს, შემდეგ კი ავიწყდებათ და უბრალოდ ნაგავში ყრიან. ყველაფერი იმიტომ, რომ გონივრულად უნდა შეინახოთ. ასე, შენახული პროდუქტის გამოყენება ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება.

სწორედ ამიტომ გასაყინად კექსის, კანფეტების ან ყინულის  სილიკონის ფორმები გამოიყენეთ. ასე ბევრად უფრო კომფორტულია: კენკრის კუბიკი ჩაიში ჩააგდეთ, დაასხით მდუღარე წყალი და ვიტამინების კოქტეილი მზადაა!

ზამთრისთვის ვიტამინების კუბიკები ქვემოთ მოცემული რეცეპტების დახმარებით მოამზადეთ. კენკრა და სხვა ინგრედიენტი ბლენდერით დააქუცმაცეთ. ქაცვი საცერში გადაწურეთ, რომ კენკრას კურკები მოაშოროთ. შაქარი ან თაფლი მზა თბილ ჩაის დაუმატეთ. ხილის რბილობი ჩაის ძირში აუცილებლად შეჭამეთ, მასში ბევრი სასარგებლო ნივთიერება დარჩა.

ვიტამინები შესანახად გრიპის საწინააღმდეგოდ

  1. 2 ჭიქა ქაცვი, 2 ფორთოხალი ქერქიანად, 1 კოჭის ფესვი, 2 ჩ/კ დარიჩინი.
  2. 1 ჭიქა ჟოლო, 0,5 მოცხარი, 1 კონა პიტნა.
  3. 200 გრ კოჭის ფესვი, 2 ლიმონი, 1 ჩ/კ დარიჩინი, კონა პიტნა ან ბარამბო.
  4. 2 ჭიქა ძახველი, 1 ჭიქა ჟოლო, 1 ლიმონი
  5. 1 ჭიქა მარწყვი, 2 ს/კ მშრალი გვირილას ყვავილები, 0,5 ლიმონი
  6. 1 ჭიქა შტოში ან წითელი მოცვი, 0,5 ჭიქა ჟოლო, 0,5 ლიმონი

მოგეწონათ სტატია? მაშინ მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ. დაე, გაციების საწინააღმდეგო ვიტამინების კუბიკების შესახებ მათაც იცოდნენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს