ვინ უყვარს ფულს: 2019 წლის ფინანსური ჰოროსკოპი

0
497
ვინ უყვარს ფულს: 2019 წლის ფინანსური ჰოროსკოპი
ვინ უყვარს ფულს: 2019 წლის ფინანსური ჰოროსკოპი

ვის არ უყვარს ფული? ფული უყვარს ყველას! და ყველა ოცნებობს რომ სურვილების ასასრულებლად საკმარისი რაოდენობის ფული ჰქონდეს! ისინი მარტივად უნდა მოდიოდეს!

ვისთვის იქნება 2019 წელი ფინანსურად ბედნიერი?

ასეთი ოცნებები შეიძლება 2019 წელს რეალობად იქცეს, თუ თქვენ იმ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ხართ, ვისაც ფული ციდან უბრალოდ ხელში უვარდება. ვინ არიან ეს იღბლიანები?

ვერძი

ვერძს ფინანსური წარმატება ელოდება, თუ სირთულეების წინაშე უმოქმედოდ არ იქნება, ნაცვლად კი ოპტიმიზმს და თავდაჯერებულობს ჩართავს. შემოსავალი და ხარჯები დაბალანსებული იქნება.

კურო

ფინანსურ საკითხში მოდუნება გაგიჭირდებათ. პირადი ბიუჯეტის მუდმივად გაკონტროლება მოგიწევთ, რომ მიღებულმა შემოსავალმა პირველადი მოთხოვნის ნივთების ხარჯები დაფაროს. ვალს და კრედიტს მოერიდეთ.

ტყუპები

ტყუპებს არც თუ ისე მარტივი ფინანსური წელი ელოდებათ. ფული რეგულარულად გექნებათ, მაგრამ მათი საფულეში დაკავება უნდა ისწავლოთ.

კირჩხიბი

წლის პირველი ნახევარი კარგ შემოსავალს მოგიტანთ, შესაძლოა, ეს იყოს მემკვიდრეობა. მაგრამ გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო ფულის იმწამსვე დახარჯვა მოგიწევთ. ფულის დაგროვებას მხოლოდ წლის ბოლოს შეძლებთ.

ლომი

სამსახური უფრო მეტ ყურადღებას და კონტროლს მოითხოვს, რაც ფინანსურ არასტაბილურობას და კრედიტის აღებას თავიდან აგაცილებთ.

ქალწული

ქალწულს ფინანსური კუთხით თავს დაცულად პრაქტიკულობის და ხელმომჭირნეობის წყალობით იგრძნობს. ყველაფერი გეგმის მიხედვით რომ არ წავიდეს, წარმატება ბოლო წუთს მაინც დაეწევა.

სასწორი

ამ ნიშანს ფული თითქმის ციდან ხელში ჩაუვარდება. მათ შენახვას და გამრავლებას მოახერხებენ. მაგრამ იმ პირობით, თუ შემოსავლის ნაწილი განვითარებას და სწავლას მოხმარდება და არა მხოლოდ მატერიალურ ნივთებს.

მორიელი

ქცევების სტაბილურობა და ხარჯების წესრიგი მორიელის კომუნიკაციის და სამუშაოს სწორი ორგანიზაციული ნიჭის წყალობით შესაძლებელი გახდება.

მშვილდოსანი

ნელა, მაგრამ დარწმუნებით მშვილდოსანი ფინანსურ სტაბილურობას მოიპოვებს, რომელიც გასულ წელს შერყეული იქნა. დეკემბერში მსხვილი შენაძენის დაგეგმვაც შეგიძლიათ.

თხის რქა

თხის რქა შემოსავლის წყაროებს მოიპოვეს არა მხოლოდ ფინანსური სტაბილურობის, არამედ მისი ამბიციური გეგმების გასახორციელებლად. მიღებული შემოსავალი უმჯობესია საკუთარ თავში და ახლობლებში ჩადოთ.

მერწყული

ფული მდინარესავით წამოვა, მაგრამ თავიდან უბრალოდ იმ შემოსავლებით ცხოვრება მოგიწევთ, რომელიც გაქვთ.

თევზები

სტაბილურობა და კეთილდღეობა თევზებს 2019 წლის შოკის გარეშე გადატანაში დაეხმარება, ხოლო ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს გაუმართლებს და საკუთარ სანუკვარ ოცნებებს აისრულებენ.

ვარსკვლავების წარმატებული განლაგება კარგია, მაგრამ თქვენც უნდა გაისარჯოთ იმის მიუხედავად, რომელი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ხართ. გისურვებთ ფინანსურ სიბრძნეს და ფულის სწორად განაწილებას!

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი