უშნო ფეხსაცმელი პოპულარობის პიკზე. 9 წყვილი, რომელთა გამოც მოდის მიმდევრები გაზაფხულს ელოდებიან

2272
უშნო ფეხსაცმელი პოპულარობის პიკზე. 9 წყვილი, რომელთა გამოც მოდის მიმდევრები გაზაფხულს ელოდებიან
უშნო ფეხსაცმელი პოპულარობის პიკზე. 9 წყვილი, რომელთა გამოც მოდის მიმდევრები გაზაფხულს ელოდებიან

ფეხსაცმელი ბოლო მოდის მიხედვით ნებისმიერი ქალის მთავარ სისუსტეს წარმოადგენს. თუ ზამთარში რამდენიმე ხარისხიანი ტყავის ფეხსაცმლით შემოფარგვლა გვიწევს, გაზაფხულსა და ზაფხულზე რაღაც ლამაზი და ბევრი გვსურს: სანდლები, ფეხსაცმელი დაბალ ძირზე, ქუსლიანი ფეხსაცმელი, კეტები, ბასანოჩკები, მიული…როგორი სიახლეებით გაახარებენ მოდის მიმდევრებს დიზაინერები მომავალ გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე? ახალ სეზონზე საყოველთაო ყურადღება რთულ დიზაინსა და ლამაზ ფორმებზეა მიმართული!

2019 წლის მოდური ქალის ფეხსაცმელი მთელ მსოფლიოში ქალებს გაზაფხულის დადგომის სურვილს უღვივებს. დიზაინერები გირჩევენ ყურადღება მიაქციოთ ფეხსაცმლის წყვილს, რომელიც გაფორმებულია ბუმბულით, ნაზი ლითონის ბალთებით ან ყვავილოვანი ნაქარგით. 9 ცხელი ფეხსაცმლის ტრენდი, რომელთა შესახებ დღეს გიამბობთ, მათთვის კარადაში ადგილის გამოყოფას დღესვე გაიძულებთ.

2019 წლის მოდური ფეხსაცმელი

1.შხამიანი პალიტრა

უკვე მეორე სეზონი დიზაინერები დაჟინებით გირჩევენ ფერებით ექსპერიმენტების ჩატარებას და ყველაზე მოდურ ფეხსაცმელებს გთავაზობენ შხამიან ფერებში – ღია ნარინჯისფერი ფერიდან დაწყებული მომწვანო ფერით დასრულებული. თუ კონტრასტული ფერი თქვენთვის არ არის, მაგრამ ტრენდის მიდევნება გსურთ, უმჯობესია ეს ღია ფერის დაბალძირიანი ფეხსაცმლით ან მანათობელი სანდლებით გააკეთოთ.

ნათელი ფერების ყოველდღიურ სტილში ჩართვა სირთულეს არ წარმოადგენს – ნეონის ფეხსაცმელი თავშეკავებულ კლასიკური გამაში ქალური აქცენტი გახდება, რომელიც ნებისმიერი წყვილი ფეხსაცმლის ყურადღებას მიიქცევს.

2.ცხოველის პრინტი

ცხოველის პრინტის ტრენდმა ფეხსაცმლის ინდუსტრიას გვერდი არ აუარა – მოდის კოლექციები სავსეა მრავალფეროვანი ზებრის, პითონის და ლეოპარდის პრინტებით. მოკრძალება ამ სეზონზე აკრძალულია, ვღებულობთ ყველაფერს.

საყვარელი მოდელის ცხოველის ფერის პოვნა სირთულეს არ წარმოადგენს: მასიური ფეხსაცმელი ქსელ ქუსლზე ხანგრძლივი სეირნობისთვისაც კი გამოგადგებათ, ღია ფეხსაცმელი შავ-თეთრი ზებრის გამაში ოფისისთვის გამოგადგებათ, ხოლო ელეგანტური ბასანოჩკები რომანტიული იმიჯის შესანიშნავი ელემენტი გახდება!

3.ფოჩი და ბუმბული

პროპაგანდული მოდა ეთნიკურ სტილში. წელს დიზაინერები კოლექციაში მთელ რიგ ფოჩიან ბასანოჩკებსა და სანდლებსს გთავაზობთ. ტყავი, ზამში ან აბრეშუმის ნაჭერი – დეკორი შესანიშნავად უხდება როგორც გლადიატორის სტილის სანდლებს, ასევე კოქტეილის ბასანოჩკებს.

ამ სეზონზე ნაკლებად პოპულარული არაა ბუმბული. თუ ტანსაცმელში გარჭობილ ბუმბულს ასე თუ ისე მივეჩვიეთ, ბუმბულით გაფორმებული ფეხსაცმელი ჯერ გაკვირვებას იწვევს.

4.ფეხსაცმელი პლატფორმაზე

სიმსუბუქე, პრაქტიკულობა და ჯანსაღი თავგადასავალი კვლავ მოდას უბრუნდება! ფეხსაცმელმა სწორ პლატფორმაზე ბევრი გამოცდა გაიარა და მისი ჩაცმა პრაქტიკულია როგორც მთაში, ასევე ზღვაზე. ამ სეზონზე ოდნავ გამაღლებას გთავაზობთ Anna Sui, Michael Kors და Dolce&Gabbana.

5.ფიგურული ქუსლი

თუ გასულ სეზონზე ფიგურული ქუსლისგან მოდის მიმდევრები თავს იკავებენ, ამ სეზონზე უკვე თამამად შეგვიძლია კლასიკა ვუწოდოთ. ასეთი სასიამოვნო დეტალით ყველაზე ლაკონური ფეხსაცმელიც კი ნამდვილი ხელოვნების ნიმუში და ყველას აღფრთოვანების საგანი გახდება. გარდერობში მისი ქონა აუცილებელია.

6.თოკები და ნიჟარები

ზღვის სტილს დიზაინერები ყოველწლიურად იყენებენ, რაც ზაფხულის და ზღვის შხეფების მონატრებას ჯერ კიდევ ზაფხულის დაწყებამდე გვაიძულებს. სანდლები სქელ თოკებზე, რომლებიც გემის თოკებს მოგაგონებთ, ელეგანტური ფეხსაცმელი კვანძებით და ბასანოჩკები ნიჟარებით – თბილ სეზონზე ამ სიამოვნებაზე უარი არ თქვათ!

ასეთი ფეხსაცმელი არა მხოლოდ ქალურად და ელეგანტურად გამოიყურება, არამედ ფეხზე კომფორტულად არის, რაც ხანგრძლივი საზაფხულო სეირნობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

7.ლოგომანია

თუ გასულ წელს მაისურებზე, კაბებსა და შარვლებზე ბრენდების დასახელებით თავს იწონებდნენ, წელს დიზაინერებმა საკუთარი ლოგოები ფეხსაცმელზეც გადაიტანეს. საკუთარი თავის კვლავ შეხსენება გადაწყვიტეს მოდის სახლებმა Versace, OFF White, Fendi და Dior.

8.ყვავილოვანი ფერები

ფერების და ყვავილების ზეიმი – ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ტრენდი მომავალი გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე! გაზაფხულის შეხვედრა შეგიძლიათ ჩექმებით, რომლებიც ლამაზი ყვავილოვანი პრინტით იქნება გაფორმებული, ხოლო ზაფხულში სანდლები ყვავილოვანი პრინტით კიდევ უფრო სასიამოვნოა.

9.გამჭვირვალე პლასტმასი

წელს, როგორც გასულ წელს, დიზაინერებმა გამჭვირვალე პლასტმასის მოდასთან გამომშვიდობება ვერ შეძლეს. ამ მოდაზე ახლებურად შეხედვა გადაწყვიტეს ისეთმა ბრენდებმა, როგორიცაა Dior, Balmain და Armani. ბასანოჩკები, დაბალძირიანი ფეხსაცმელი და სანდლები, რომლებიც თითის წვერიდან ქუსლამდე გამჭვირვალეა, იდეალურია ზაფხულის სეზონისთვის.

დათბობამდე რამდენიმე თვით ადრე გამჭვირვალე ჩექმები შესანიშნავი მეთოდია, რომ გაზაფხულის რეჟიმზე გადასვლის მზადყოფნა გამოხატოთ.

პირველ რიგში რომელი ფეხსაცმლის წყვილს შეიძენთ? თქვენი არჩევანი კომენტარებში გაგვიზიარეთ.