ექიმები ერთხმად ამბობენ, რომ ბროწეული კურკებიანად მიირთვათ

2551
ექიმები ერთხმად ამბობენ, რომ ბროწეული კურკებიანად მიირთვათ
ექიმები ერთხმად ამბობენ, რომ ბროწეული კურკებიანად მიირთვათ

ბროწეულის წვნიანი მარცვლები ვის არ უყვარს! სასიამოვნო მოტკბო-მომჟავო გემო და წარმოუდგენლად სასარგებლო თვისებები მას მილიონობით ადამიანისთვის საყვარელ ნაყოფად აქცევს. თუმცა თავად მარცვლების ჭამის პროცესი ნამდვილ ეპოპეას წარმოადგენს: ზოგი მას მთლიანად მიირთმევს, ზოგი კი პირის ღრუში წარმოუდგენელ მანიპულაციებს ატარებს, რომ თითოეული კურკა გამოიღოს.

აი, ჩვენც გაგვიჩნდა კითხვა, შეიძლება თუ არა ბროწეულის კურკებიანად ჭამა და ეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი ხომ არ არის?

დღეს გიამბობთ, რატომ არ ღირს ბროწეულის კურკების გადაყრა! რამდენად სასარგებლოა და სანაგვე ყუთში?…

ბროწეულის კურკების ჭამა შეიძლება

ბროწეულის სასარგებლო თვისებების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ბროწეულის კურკებზე არა! როგორც აღმოჩნდა, ბროწეულის კურკები – დიეტური ნახშირწყლებია, რომელიც კუჭის მიერ გადაუმუშავებულ უჯრედისს წარმოადგენს. საკვები, რომელიც მსგავს უჯრედისს შეიცავს, ადამიანის საკვების მომნელებელი სისტემიდან სწრაფად გამოდის და თან ტოქსინები, შლაკები და სხვა მავნე პროდუქტები გამოაქვს.

ბროწეულის მარცვლები E ვიტამინს, ნახევრად გაუჯერებელ მჟავას და მცენარეულ ცხიმს შეიცავს, რომელთა წყალობით ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსის დარეგულირება ხდება. თუ საკვებში ბროწეულს კურკებიანად გამოიყენებთ, არტერიული წნევის შემცირებას და თავის ტკივილის მოშორებაში დაგეხმარებათ.

ასეთი სასარგებლო პროდუქტის მიღება სისხლში ჰემოგლობინის დონეს გაზრდის და ანემიის რისკს გამორიცხავს.

ბროწეულის კურკები სასარგებლოა კლიმაქსისა და მენსტრუაციის დროს. მამაკაცებმა კი შაქარ მოყრილი უნდა მიირთვან, რომ მამაკაცური ძალა გაზარდონ. ასე ჩინელები აკეთებენ!

თუ ნედლი სახით ბროწეულის მარცვლების კურკებიანად ჭამას აპირებთ, ფრთხილად უნდა იყოთ! ბროწეულის კურკების ჭამის დროს, აუცილებელია მათი დაღეჭვა! წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სარგებელს ვერ მოგიტანთ.

ამასთან არსებობს მოსაზრება, რომ მთლიანი ბროწეულის კურკა შეიძლება ბრმა ნაწლავში დარჩეს, რაც ანთებას გამოიწვევს. თუმცა, თუ უსაფრთხოების ზომებს დაიცავთ, ასეთ უარყოფით შედეგებს თავიდან აიცილებთ.

გახსოვდეთ, რომ ბროწეულის მარცვალი შეიძლება ძალიან მაგარი იყოს, ამიტომ ფრთხილად დაღეჭეთ, რომ კბილის ემალი არ გააფუჭოთ.

მნიშვნელოვანია! არტერიული წნევის შემცირების უნარის წყალობით, ბროწეულის მარცვლების კურკებიანად მირთმევა ორსულობის დროს რეკომენდებული არაა, რადგან ამ დროს ქალები აქტიურად აწარმოებენ პროგესტერონს, რომელიც სისხლძარღვებს აფართოებს და წნევას ამცირებს.

როგორც ხედავთ, ბროწეულის კურკებიანად ან მის გარეშე მირთმევა – არა მხოლოდ გემოვნების საქმე, არამედ სარგებელშია! ჩვენი რეკომენდაციები გაითვალისწინეთ, და ორგანიზმი ბროწეულის კურკების ყველა სასარგებლო თვისებას დააფასებს.

ხოლო, თუ მაინც ბროწეულის მარცვლების უკურკოდ მირთმევა გიყვართ, სანაგვე ყუთში არ გადაყაროთ. თუ მშრალ მარცვალს მიწაში დანერგავთ, მაშინ ბროწეულის მარცვლები ორ კვირაში გაიზრდება. უბრალოდ წარმოიდგინეთ, საკუთარი ბროწეულის ხე… მშვენიერია!

თქვენ როგორ გირჩევნიათ ბროწეულის მარცვლების მირთმევა: კურკებით თუ მის გარეშე? აუცილებლად კომენტარებში გვიამბეთ, ხოლო სტატია მეგობრებს გაუზიარეთ.