ებრაული სალათი. 10 წუთი და მთელი ოჯახი დანაყრებული და ბედნიერია

1761
ებრაული სალათი. 10 წუთი და მთელი ოჯახი დანაყრებული და ბედნიერია
ებრაული სალათი. 10 წუთი და მთელი ოჯახი დანაყრებული და ბედნიერია

თანამედროვე სამყაროში კერძების რამდენიმე მარტივი რეცეპტი ხელთ სულ უნდ გქონდეთ, რომლებიც დღესასწაულზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგეხმარებათ. ერთ-ერთ ასეთ რეცეპტს ებრაული სალათი წარმოადგენს. ის ნამდვილად უნივერსალურია! შეგიძლიათ მიირთვათ სალათის სახით, ან პურზე წასასმელად  ან იტალიური მაკარონის მოსართავად გამოიყენოთ.

დღეს გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ მარტივი, მაგრამ ძალიან გემრიელი სალათი მდნარი ყველისგან.

ებრაული სალათი

ინგრედიენტები:

  • 100 გრ მდნარი ყველი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 50 გრ მაიონეზი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • მდოგვი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1.კვერცხი კარგად მოხარშეთ და ცივ წყალში გააგრილეთ.

2.ყველი საშუალო სახეხზე გახეხეთ. თუ ძალიან რბილი ყველი შეგხვდათ, გააგრილეთ და ყველი უფრო მაგარი გახდება.

3.კვერცხი გახეხეთ. ერთი კვერცხის გული შეგიძლიათ ცალკე გახეხოთ, რომ სალათის მოსართავად გამოიყენოთ.

4.გახეხილი კვერცხი და ყველი აურიეთ, მაიონეზი, მდოგვი, წიწაკა და დაპრესილი ნიორი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ. სალათი ძალიან თხევადი არ უნდა იყოს, უბრალოდ სქელი, მაიონეზით მოსხმული. სალათი სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ.

ამ სალათით ფანტაზიას გზა ხსნილი აქვს. შეგიძლიათ ნიორი არ დაუმატოთ და პიკანტური გემო მწვანილის დამატებით შემატოთ. შეგიძლიათ ყველის ბურთები გააკეთოთ და ამოავლოთ დანარჩენ სალათის ნაწილში – შესანიშნავი იდეა სადღესასწაულო სუფრისთვის. ასევე საინტერესო გემო ექნება, თუ სალათს ცოტა შტოშის ან ბროწეულის მარცვლებს დაუმატებთ.