12 ადამიანი, რომლებმაც იდეალური კანის მიღწევა შეძლეს. მათი საიდუმლოება თქვენც გამოგადგებათ

6108
12 ადამიანი, რომლებმაც იდეალური კანის მიღწევა შეძლეს. მათი საიდუმლოება თქვენც გამოგადგებათ
12 ადამიანი, რომლებმაც იდეალური კანის მიღწევა შეძლეს. მათი საიდუმლოება თქვენც გამოგადგებათ

კანი რომ მბზინვარე იყოს, ზოგჯერ 1-2 საშუალება და მოთმინება საკმარისი არის. თუმცა ხშირად ხარვეზებთან ბრძოლა არის სისტემა, რომელიც მოიცავს გაწმენდის, დატენიანების, დამცავ და წერტილოვან საშუალებას აკნეს, პიგმენტაციის და სიმშრალის წინააღმდეგ. Reddit-ის მომხმარებლები გვიზიარებენ თავიანთი ყოველდღიური მოვლის საშუალებებს, სურათებს მანამდე და შემდეგ, ჯგუფში SkincareAddiction ერთმანეთს რჩევებს ეკითხებიან. მათი აღმოჩენები შევკრიბეთ, შესაძლოა, ამან თქვენი შთაგონება მოახერხოს, კოსმეტიკის ერთი საშუალება ჩაანაცვლოს ან სახის კანის მოვლის სხვა პროცედურა გამოიყენოთ.

დარწმუნებული ვართ, რომ ლამაზი კანი ჩვენი ძალისხმევის შედეგია და ამაზე სილამაზის სალონში ბევრი ფულის გადახდა საჭირო არაა. აი ადამიანების ისტორია, რომლებიც თავს თავდაჯერებულად გრძნობენ, როცა ქუჩაში ტონალური საშუალების გარეშე გამოდიან და ეს მთლიანად მათი დამსახურება არის.

1.

გოგონას, მისივე სიტყვებით, ყოველთვის პრობლემური კანი ჰქონდა და მან გადაწყვიტა მოვლის სისტემა ისე შეეცვალა, რომ მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად მინიმალური საშუალებები გამოეყენებინა. აი, რა კოსმეტიკას იყენებდა:

დილით:

  • დამატენიანებელი გამწმენდი კრემ-გელი;
  • მზისგან დამცავი კრემი SPF 50 PA+++;

საღამოს:

  • მინერალური წყალი Garnier;
  • ნიკოტინის (10%) და თუთიის (1%) შრატი;
  • დამატენიანებელი კრემი;

კვირაში ერთხელ: პილინგი მჟავით (AHA 30% + BHA 2%)

2.

ამ სურათებს შორის სხვაობა 4 წელია, ხოლო დეკორატიული კოსმეტიკიდან სახეზე მხოლოდ ტუში აქვს წასმული. გოგონა ამბობს, რომ ადრე მზისგან დამცავ საშუალებას არასდროს არ იყენებდა და ამის გაკეთება ზუსტად 4 წლის წინ დაიწყო, როცა მარცხენა სურათი გადაიღო.

დილით:

  • გამწმენდი გელი ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის (CeraVe);
  • დამატენიანებელი კრემი SPF 30 დაცვით;
  • შრატი C ვიტამინით და პეპტიდებით (Silk Naturals);

საღამოს:

  • გამწმენდი გელი ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის;
  • მონაცვლეობით: ერთ საღამოს – ტონიკი AHA მჟავით (8%) Silk Naturals-ისგან, მეორე საღამოს შრატი რეტინოლით (30%) MUAC-ისგან;
  • სახის დატენიანება ზეთით, რომლის შემადგენლობაში ლავანდას ეთეროვანი ზეთი და ფურისულას ზეთი (Midnight Recovery Concentrate – Kiehl’s-ისგან);

3.

პირველი სურათი კანის კომპლექსური მოვლის დაწყებამდე არის გადაღებული, მეორე – 4 კვირის შემდეგ. ბოლო სურათი 12 კვირის შემდეგ შედეგს გვიჩვენებს.

დილით:

  • გამწმენდი გელი ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის (CeraVe);
  • დამატენიანებელი ლოსიონი ნორმალური და მშრალი კანისთვის SPF 25-ით;

საღამოს:

  • გამწმენდი გელი ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის;
  • დიფერინის გელი აკნეს საწინააღმდეგოდ
  • დამატენიანებელი ღამის ლოსიონი ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის

კვირაში ორჯერ: სახის გაწმენდა ყურძნის ზეთით.

4.

პირველი სურათი 12 მარტს, მეორე 4 ივნისს, მესამე – 23 ივნისს არის გადაღებული.

დილით:

  • სახის დაბანა თუთიის შემცველი საშუალებით, რომელიც არ შეიცავს ლანოლინს, პარაბენს და სხვა გამაღიზიანებელ საშუალებებს (Vanicream Z-Bar);
  • მონაცვლეობით: 1 დღეს – ბამბის დისკი აკნეს საწინააღმდეგოდ 2 %-იანი სილიციუმის მჟავით (Stridex), მე-2 დღეს – ტონიკი 5 % გლიკომის მჟავა Pixi-სგან. შემდეგ 1 დღე კანისთვის დასვენება.
  • შრატი C ვიტამინით, დამატებული E ვიტამინი და ფერულის მჟავა (Timeless);
  • სახის დამამშვიდებელი გელი ალოეთი და პროპოლისით (Benton Aloe Propolis);
  • მზისგან დამცავი საშუალება ალოეს ექსტრაქტით SPF 50+ PA+++ (COSRX);

საღამოს:

  • სახის დაბანა თუთიის შემცვლელი საპნით Vanicream Z-Bar;
  • სახის დამამშვიდებელი გელი ალოეთი და პროპოლისით (Benton Aloe Propolis);
  • დამატენიანებელი: სახის კრემი (Hada Labo) + 1 წვეთი შრატი ნიკოტინამიდით და თუთიით (The Ordinary) + 4 წვეთი ვარდის თესლის ზეთი;

5.

სურათზე პროგრესი კანის მოვლიდან 4 თვის შემდეგ.

დილით:

  • მიცელარული წყალი;
  • ჰიპერალერგიული, რომელიც სპირტს არ შეიცავს, არაკომედოგენური ტონიკი (Neutrogena);
  • დამატენიანებელი ლოსიონი ნორმალური და მშრალი კანისთვის;

საღამოს:

  • მიცელარული წყალი;
  • ჰიპერალერგიული, რომელიც სპირტს არ შეიცავს, არაკომედოგენური ტონიკი;
  • აკნეს საწინააღმდეგო საშუალება თუთიით და ნიკოტინამიდით;
  • დამატენიანებელი ლოსიონი ნორმალური და მშრალი კანისთვის;

6.

ერთ წელში მიღწეული შედეგი კანის მოვლის საშუალებების ექსპერიმენტებით.

დილით:

  • ჩვეულებრივი წყლით დაბანა;
  • აკნეს საწინააღმდეგო ლოსიონი 2 % ბენზოილის ზეჟანგით (ნიკაპზე);
  • საბავშვო დამატენიანებელი კრემი (CeraVe);

საღამოს:

  • დასაბანი ქაფი (Cetaphil);
  • ნიკაპისთვის – დიფერინის გელი;
  • Nivea-ს დამატენიანებელი კრემი;

კვირაში 2-ჯერ: ამქერცლავი საშუალება AHA და BHA მჟავებით;

კვირაში 3-ჯერ: ნაოჭების გაჩენის საწინააღმდეგო საშუალება თვალის და ტუჩის ირგვლივ კანისთვის.

7.

დილით:

  • სახის გამწმენდი გელი (CeraVe)
  • დამატენიანებელი კრემი სპირტის გარეშე და ზეთით SPF 35 (Neutrogena);

საღამოს:

  • სახის გამწმენდი გელი;
  • მონაცვლეობით: ერთ დღეს – პილინგი 2% BHA მჟავით (Paula’s Choice), მეორე დღეს – პილინგი 10% AHA მჟავით (Alpha Skicare);
  • დამატენიანებელი კრემი სპირტის გარეშე და ზეთით;

კვირაში ერთხელ: თიხის ნიღაბი (Aztec Clay), ზეთოვანი გაწმენდა.

8.

დილით:

  • ჩვეულებრივი წყლით დაბანა;
  • დამატენიანებელი ლოსიონი არომატის გარეშე;
  • სახის და სხეულის დამატენიანებელი გელი დამცავი ფაქტორით SPF 50 PA+++ (Nivea)

საღამოს:

  • მაკიაჟის მოსაშორებელი სველი საწმენდი;
  • დაბანა გამწმენდი საშუალებით (L’Oreal);
  • ლოსიონი 10% გლიკოლის მჟავით;
  • კრემი 20% აზელაინური მჟავით;

კვირაში ორჯერ: ნიღაბი 20 წუთით (დაბანის შემდეგ).

9.

დილით:

  • არაკომედოგენური დასაბანი გელ-ქაფი (Neutrogena);
  • უცხიმო დამატენიანებელი კრემი (CeraVe);
  • რძე დამცავი ფაქტორით SPF PA+++ (Missha)

საღამოს:

  • მიცელარული წყალი მაკიაჟის მოსაშორებლად (Simple);
  • თბილი წყლით დაბანა;
  • აკნეს საწინააღმდეგო დისკი 2 %-იანი სალიციუმის მჟავით (Stridex);
  • უცხიმო დამატენიანებელი კრემი
  • აკნეს საწინააღმდეგო საშუალება ბენზოილის ზეჟანგით (2,5%) წერტილოვანი წასმითვის (Neutrogena Rapid Clear) და აკნეს საწინააღმდეგო პატჩები – ასევე წერტილოვანი (COSRX).

10.

სურათებს შორის სხვაობა 45 დღეს წარმოადგენს. გოგონამ კანის გამაახალგაზრდავებელი კურსი ჩაიტარა და მედიკამენტის მიღებიდან 45 დღის შემდეგ შედეგი გამოჩნდა. რა თქმა უნდა, რაიმე სახის მედიკამენტის მიღებას ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ გირჩევთ. მაგრამ, შესაძლოა, მისმა მაგალითმა დერმატოლოგთან ვიზიტის სურვილი გაგიჩინოთ, რითაც მრავალი წლის პრობლემას გადაჭრით. აი მისი ყოველდღიური მოვლის პროცედურა მკურნალობის დროს და მის შემდეგ:

მკურნალობის დროს:

დილით – დაბანა, დამატენიანებელი ლოსიონის (Cetaphil) წასმა, Absorbica მედიკამენტის მიღება (საშუალება აკნეს საწინააღმდეგოდ, რომელიც სხვა მკურნალობას არ ექვემდებარება, კანის ცხიმის გამომუშავებას ამცირებს).

საღამოს – ძალიან რბილი საწმენდის გამოყენებით მაკიაჟის მოშორება, დამატენიანებელი გამწმენდი კრემ-გელით დაბანა, დამატენიანებელი ლოსიონის წასმა, შემდეგ კანის დამცავი საშუალების წასმა, წერტილოვნად სახესა და ტუჩებზე (Aquaphor).

მკურნალობის შემდეგ:

დილით – დაბანა, დამატენიანებელი ლოსიონის წასმა დამცავი ფაქტორით SPF 30 (CeraVe);

საღამოს – ძალიან რბილი საწმენდის გამოყენებით მაკიაჟის მოშორება, დამატენიანებელი გამწმენდი კრემ-გელით დაბანა, დამატენიანებელი ლოსიონის წასმა,

კვირაში ერთხელ: ექიმის რეცეპტით – კრემი Tretinoin 0.05%, რომელიც აკნეს სამკურნალოდ და კანის გასაახალგაზრდავებლად არის დანიშნული.

11.

სურათებს შორის სხვაობა 2 კვირას შეადგენს. გოგონა თვლის, რომ დადებით ეფექტს კანის მოვლის საშუალებებში ალისარჩულის ზეთის დამატებით მიაღწია.

გამოყენებული საშუალებები:

  • გელი ან მიცელარული წყალი სახის კანის გასაწმენდად;
  • აკნეს საწინააღმდეგო დისკი სალიციუმის მჟავით (Stridex) ან ბენზოილის ზეჟანგი;
  • დამატენიანებელი კრემი (Hada Labo);
  • დროდადრო – სახის შრატი თაფლის ექსტრაქტით (Scinic);
  • ნიღაბი: ღამის აღმდგენი და ნიღაბი ქსოვილის (Sulwhasoo);
  • დამატენიანებელი კრემი;
  • ალისარჩულის ზეთი;
  • ჩვეულებრივი ვაზელინი

12.

გოგონას სიტყვებით, რომელმაც ეს სურათი გამოაქვეყნა, სამსახურში ტონალური საშუალების გარეშე პირველად მიდის. მის სახეზე მხოლოდ ტუში და ჰაილაითერია. ის მზისგან დამცავ კრემს არ იყენებს. თვლის, რომ კანი რბილი სწორედ იმის წყალობით არის, რომ თვალის კრემს მთელ სახეზე ისვამს.

დილით:

  • დასაბანი და მაკიაჟის მოსაშორებელი გემი (Tarte);
  • სახის სპრეი ალოეთი, მცენარეებით და ვარდის წყლით (Mario Badescu);
  • ჰიალურონის კრემი თვალის ირგვლივ კანისთვის (მთელ სახეზე);
  • ვარდის ზეთი ( კანს მბზინვარებას ანიჭებს);

საღამოს:

  • მაკიაჟის მოსაშორებელი საწმენდი (Neutrogena);
  • ვარდის ზეთი;
  • დამატენიანებელი კრემი არომატის გარეშე (Kiehl’s)

გოგონა ყოველ რამდენიმე დღეში სახის ნიღაბს იყენებს. მისი სიტყვებით, სუპერმარკეტში უბრალოდ იაფ და არა სპეციფიკურ ნიღაბს ყიდულობს.

თქვენ როგორ ებრძვით კანის არასრულყოფილებას? რომელ საშუალებებს აქვთ ეფექტი და რომლის ყიდვას და გამოყენებას არასდროს გარისკავდით?