კრაზანა – ჯადოსნური მცენარე. ბედნიერების ჰორმონი ბევრი არასდროს არაა

3870
კრაზანა - ჯადოსნური მცენარე. ბედნიერების ჰორმონი ბევრი არასდროს არაა
კრაზანა - ჯადოსნური მცენარე. ბედნიერების ჰორმონი ბევრი არასდროს არაა

ბევრ ჩვენგანს, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში აუხსნელი შფოთვა და აპათია გვაქვს. როგორც ამბობენ, ეს საკმაოდ ნორმალური მოვლენაა, თუმცა ასეთი მდგომარეობის ფიზიოლოგიური ახსნა არსებობს.

ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზმში ნაკლები სეროტონინის „ბედნიერების ჰორმონის“ გამომუშავება ხდება, რომლის საწარმოებლად მზის სხივები აუცილებელია. სეროტონინის ნაკლებობა ადამიანში ცუდ განწყობას, ენერგიის ნაკლებობას, დაბნეულობას და დეპრესიას იწვევს.

ორგანიზმში სეროტონინის დონის მომატებას და შემოდგომა-ზამთრის დეპრესიის თავიდან აცილებას სახალხო მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარის კრაზანას დახმარებით შეძლებთ.

ასე ფოთლებზე არსებული ჯირკვლების გამო უწოდებენ – მცირე ზომის წერტილები, რომლებიც სინათლეზე ჩანს. სწორედ ეს ჯირკვლები შეიცავენ ბალზამისებრ სეკრეაციას, არომატის წყაროს და მცენარეს სამკურნალო საფუძველს.

რით არის სასარგებლო კრაზანა

კრაზანას ნევრალგიის დაავადების დროს ჯერ კიდევ ჰიპოკრატე და პარაცელსი იყენებდნენ. ანტიდეპრესანტის სახით პირველად 1652 წელს ნიკოლ კულპეპერომ, ბალახების მცოდნემ და ასტროლოგმა, გამოიყენა.

კრაზანას ბიოლოგიურად აქტიური ინგრედიენტი არის ჰიპერიცინი, რომელიც სეროტონინის შთანთქმას ხელს უშლის. ეს სისხლში მის კონცეტრაციას ზრდის და ცუდ განწყობას და ფიქრებს მოგაშორებთ.

სეროტონინის ნორმის დარეგულირებას კიდევ ერთი ცხადი შედეგი აქვს: დაკლებაში ხელს გიწყობთ. როცა ორგანიზმში სეროტონინის დონე ნაკლებია, ადამიანს მწვავე შიმშილის გრძნობა აწუხებს, ხოლო როცა ნორმაშია, პირიქით, დანაყრების შეგრძნება აქვს მაშინაც კი თუ ბოლოს 6 საათის წინ მიირთვა.

კვლევამ კრაზანას გამოყენების კარგი თერაპიული ეფექტი აჩვენა დეპრესიის, ქრონიკული დაღლილობის და ნერვული აშლილობის დროს. ამასთან კრაზანას შეუწყნარებლობის მაჩვენებელმა აჩვენა, რომ მას უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს და მძიმე გვერდითი შედეგები არ გააჩნია.

კრაზანას სასარგებლო მოქმედების ფართო სპექტრი გამომშრალი ყვავილების უნიკალური შემადგენლობით არის განპირობებული. მათ შორის მთავარი მოქმედი ნივთიერებები არიან – აზულენი, ჰიპერიცინი, კვერცეტინი, ტოკოფეროლი და ფლავონოიდი.

სასარგებლო ნივთიერებები კრაზანაში

1.ჰიპერიცინი

წითელი პიგმენტი, რომელსაც კრაზანა შეიცავს, ორგანიზმზე ანტისტრესულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს.

2.აზულენი

ანტიოქსიდანტი, რომელიც კოსმეტოლოგიაში ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული თვისებების წყალობით პოპულარულია.

3.კვერცეტინი

ფლავონოიდი, რომელსაც ნერვულ დაბოლოებებში მოხვედრა და რეცეპტორებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ასევე ადრენალინის გამომუშავებას ამცირებს, რაც ორგანიზმზე დამამშვიდებელ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ახდენს.

4.რუტინი

ვიტამინი, რომელიც სისხლძარღვების კედლებზე დადებითად მოქმედებს და მათ აძლიერებს.

ასეთი შემადგენლობის წყალობით ბუნებრივმა ანტიდეპრესანტმა, კრაზანამ ხალხურ და ტრადიციულ მედიცინაში ფართო გავრცელება ჰპოვა. მის საფუძველზე შედგენილია პოპულარული მედიკამენტები: „ჰელარიუმ ჰიპერიკუმი“, „დოპპელგერცი ნერვების დამამშვიდებელი“, „ნეიროპლანტი“, „დეპრიმ ფორტე“.

კრაზანას საფუძველზე დამზადებული ნატურალური ანტიდეპრესანტი

დეპრესიის და უძილობის საწინააღმდეგო საშუალების დამზადება კრაზანას გამოყენებით შეგიძლიათ სახლის პირობებში, თუ შემდეგ რეცეპტებს გამოიყენებთ.

1.დეპრესიის საწინააღმდეგო ნაყენი

10 გრ გამხმარ კრაზანას ყვავილს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და ნახევარი საათით დააყენეთ. ნაყენი დღეში 6-ჯერ 1 ს/კ, ჭამის შემდეგ მიიღეთ.

ამ რეცეპტით დამზადებული პრეპარატი არა მხოლოდ დეპრესიული აშლილობის მკურნალობას უწყობს ხელს, არამედ ცისტიტის, კუჭ-ნაწლავის ტკივილის, დანამატის ანთების, თეთრი გამონადენის, ღვიძლის და შარდის ბუშტის ტკივილის, დიარეას, თირკმელში ქვების არსებობის, რევმატიზმის, თავის ტკივილის, კოლიტის და ბავშვებში უნებლიე შარდვის დროს დაგეხმარებათ.

2.დეპრესიის საწინააღმდეგო კრაზანას ჩაი

2 ჩ/კ მშრალ კრაზანას ნარევს ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ახალდაყენებული კრაზანას ჩაი დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს, დალიეთ. გამოყენების წინ, 10 წუთით დააყენეთ. სამკურნალო შედეგის მისაღწევად აუცილებელია 2-3 თვის განმავლობაში დალიოთ.

3.კრაზანას ნაყენი შფოთვის საწინააღმდეგოდ

გვირილას და კრაზანას ყვავილები პროპორციით 1:1 აურიეთ, 500 მლ წყალი დაასხით და დაბალ ცეცხლზე მოადუღეთ, ადუღების შემდეგ კიდევ 10 წუთით დატოვეთ. 3 ს/კ ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. მაქსიმუმ 1 კვირის განმავლობაში.

4.ზეთოვანი ნაყენი

10 გრ კრაზანას ყვავილი და ნახევარი ჭიქა ზეითუნის ზეთი ერთმანეთს აურიეთ. ბნელ ცივ ადგილას 40 დღე შეინახეთ. მიღებული ზეთოვანი ექსტრაქტი ორი კვირის განმავლობაში 1 ჩ/კ ჭამის წინ მიიღეთ.

5.კრაზანას ფხვნილი უძილობის საწინააღმდეგოდ

ძალიან ხშირად დეპრესიულ მდგომარეობას უძილობა ახლავს. მის მოშორებას კრაზანას ფხვნილის გამოყენებით შეძლებთ, რომელიც აფთიაქებში იყიდება. დღეში 2-4 გმ ფხვნილი მიიღეთ, რომელიც სამ ნაწილად გაყავით. მცენარეული ფხვნილის სამკურნალო ეფექტს ყოველდღიური გამოყენების შემთვევაში ერთი თვეში იხილავთ.

კრაზანას ასევე გამოიყენება როგორც შემკვრელი, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და მატონიზირებელი საშუალება. ის ეფექტურია საკვების მომნელებელი ტრაქტის, ღვიძლის, თირკმლების, შარდის ბუშტის დაავადებების დროს.

კრაზანას გინეკოლოგიურ პრაქტიკაშიც იყენებენ, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების დროს. ის გულზე დადებითად მოქმედებს. ახალ ბალახს ჭრილობაზე, ნაკაწრზე და სახსრების მოტეხილობის დროს იდებენ.

კრაზანას უვნებლობის მიუხედავად, დეპრესიული მდგომარეობის თვითმკურნალობა არ ღირს. დახმარებისთვის პროფესიონალს მიმართეთ, რომელიც ადეკვატურ მკურნალობას დაგინიშნავთ.

გვერდითი მოვლენები

კრაზანას ნაყენის ხანგრძლივი დროით გამოყენება რეკომენდებული არაა. ის ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებისთვის რეკომენდებული არაა. ასევე ადამიანს შეიძლება ინდივიდუალური შეუწყნარებლობა ჰქონდეს.

კრაზანას შიგნით გამოყენება რეკომენდებული არაა ორსული ქალებისთვის და მაღალი ტემპერატურის მქონე დაავადებების დროს. კრაზანას სპირტიანი ნაყენი შეუთავსებელია ყავასთან და შოკოლადთან, ასევე შებოლილ და დამარინადებულ პროდუქტებთან.