ჩვენ მოგიყვებით, რომელი ზოდიაქოს ნიშანია ყველაზე ხარბი და რომელს უყვარს ფულის ხარჯვა

1566

ჩვენს ცხოვრებაში ფულისადმი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სტატიის დახმარებით ამის შესახებ საკმაოდ ბევრს გაიგებთ. რომელი ზოდიაქოს ნიშანი ხარჯავს მეტ ფულ, ვინ აგორებს მთელი ცხოვრება. სად გადის ზღვარი გაუმაძღრობასა ფულის შენახვას შორის. ასტროლოგებმა ზუსტად იციან, რომელ ზოდიაქოს ნიშანს რა დამოკიდებულება აქვს ფულთან.

ხარბი ადამიანი

მე-12 ადგილი – მშვილდოსანი

სიხარბე და გაუმაძღრობა მშვილდოსანისთვის შეუთავსებელი ცნებებია. ისინი არა მხოლოდ ხარჯავენ ფულს, არამედ ამით დიდ სიამოვნებას იღებენ. ისინი ყოველთვის ასესხებენ ფულს და ამის გამო თავს ცუდად არ გრძნობენ. აუცილებელია, მათ ამ ყველაფრის რაციონალიზაცია მოახდინონ. ისინი ღიმილით ხარჯავენ მთელს ფულს და თავს მაინც ყოველთვის კარგად გრძნობენ. მათთვის ფული ბევრს არაფერს ნიშნავს.

მე-11 ადგილი – მერწყული

მერწყული არ ინახავს ფულს ანგარიშებზე, ამიტომ არასოდეს იციან რამდენია ფული მათ საფულეში. მერწყულთან ურთიერთობა ერთი დიდი სიამოვნებაა. მას უყვარს საჩუქრების ფუჩება და უყვარს როდესაც საყვარელი ადამიანის ბედნიერ სახეს ხედავს. გარდა ამისა, ის რა საჩუქრებსაც რჩევს, აბსოლუტურად არ არის იაფი. ამ ნიშნის წარმომადგენელი იდეალური სტუმარი იქნება ქორწილში, რადგან ის არავითარ შემთხვევაში არ მოგიტანთ ცარიელ კონვერტს.

მე-10 ადგილი – ლომი

ლომს მოსწონს კარგი ნივთები, მდიდრული სასტუმროები და ზოგადად მდიდარი ცხოვრების წესი. ამიტომ ფულის დახარჯვა მისთვის არ არის სისულელე, არამედ აუცილებელია. ლომი კაცი არასდროს წაიყვანს ქალს იაფ კაფეში (მინიმუმ პირველ დღეს), ლომი ქალი არასდროს ჩაიცვამს იაფ კოსტუმს და არ გაიკეთებს უბრალო სამკაულებს. ლომი ამაყია იმით, რომ უყვარს ფულის ხარჯვა.

მე-9 ადგილი – ვერძი

ვერძი არ არის ხარბი. ის არის ძალიან ჭკვიანი ანალოტიკოსი, რომელმაც ყოველთვის იცის, თუ როგორ მართოს ფინანსური რესურსები სწორად. გვერდიდან ჩანს, რომ ვერძი ბევრს ხარჯავს, მაგრამ სინამდვილეში ისინი ამას აკეთებენ ინვესტიციის გაზრდის მიზნით. ისინი ამ ინვესტიციას არ აკეთებენ ბიზნეს პროექტებში, არამედ ხალხში, რათა მათ ჰქონდეთ საიმედო კავშირები. მართლაც, ისინი იშვიათად უშვებენ შეცდომებს, რადგან ისინი კარგად იცნობენ ხალხს.

მე-8 ადგილი – სასწორი

სასწორი, როგორც ყოველთვის, ყველაფერში ჰარმონიულია. მათ აქვთ გარკვეული თავისებურება: ისინი ფულს ინახავენ და არც შემოწირულობას აკეთებენ და არც ვინმეს ასესხებენ. სასწორს შეუძლია ფულის დახარჯვა მეგობრებთან, თანამშრომლებთან და უცხო პირებთან ერთად. მაგრამ ისინი იშვიათად აკეთებენ მათი ფულის  ბიზნესში ინვესტირებას.

მე-7 ადგილი – მორიელი

ჭკვიანი მორიელი ყოველთვის იყენებს თავის საფულესს პირადი მიზნებისთვის. მათ შეუძლიათ დახარჯონ უზარმაზარი თანხა, თუ ის ეხმარება მათ, რომ მხარჯველი ადამიანი გამოჩნდეს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს. აქედან გამომდინარე, ისინი ადვილად გადაიხდიან თანხას მდიდრული ატრიბუტებისთვის და ამით თავს საკმაოდ მშვიდად იგრძნობენ.

მე-6 ადგილი – ტყუპები

ტყუპები ძალიან ცბიერები არიან. მაგალითად, თუკი ხალხის თანდასწრებით ფულს სთხოვენ, უფრო მეტს მისცემენ, ვიდრე სთოვეს. მაგრამ ამას სიკეთისთვის არ აკეთებს. მთავარი ის არის, რომ არავინ ფიქრობს მათზე ცუდად და არ განიხილავს მათ ცუდ მხარეებს. ტყუპებისთვის საზოგადოებრივი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. აღფრთოვანება მათი სიკეთისთვის ნამდვილად იმსახურებს ხარჯებს. სინამდვილეში, ტყუპები ყველა თეთრს ითვლიან.

მე-5 ადგილი – თევზები

თევზები, ფულის ხარჯვის თვალსაზრისით, საყვედურს იმსახურებენ. ისინი შეიძლება ძალიან უვნებლები არიან, მაგრამ ზოგჯერ საკმაოდ ხარბები. ხანდახან თევზები ფულს უაზროდ ფლანგავენ და საერთოდ არ იტოვებენ მნიშვნელოვანი საჭიროებებისთვის. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესენი არიან განწყობის ადამიანები: ზოგჯერ ისინი საკმაოდ ხარბები არიან, ზოგჯერ კი პირიქით, კეთილები. მაგრამ ისინი არადროს ამბობენ უარს პირდაპირ და გასაგებ მოთხოვნებზე.

მე-4 ადგილი – კურო

კურო, ფულის საკითხში, ძალიან საინტერესოდ იქცევა. მათ უყვართ სხვა ადამიანების ფულის დახარჯვა. მათთვის აბსოლუტურად ნორმალურია პარტნიორის ფულის დახარჯვა და ამით მათი ცხოვრების საჭიროებების დაკმაყოფილება. მაგრამ მართლაც რთული ფინანსური მდგომარეობის შემთხვევაში კურო აუცილებლად შეამსუბუქებს მათ მდგომარეობას და დაეხმარებიან ვალების გადახდაში. ხოლო ამის შემდეგ იგივე განმაორდება.

მე-3 ადგილი – კირჩხიბი

მოგეხსენებათ, კირჩხიბი ყველაფერს აკეთებს ოჯახისთვის. ოჯახი არის მთავარი ადგილი, სადაც ამ ნიშნის წარმომადგენლები ინვესტირებას ახდენენ. ისინი ზრუნავენ ახლობლების ჯანმრთელობაზე. კირჩხიბები ყველაფერს აკეთებენ გადარჩენისთვის. მიუხედავად იმისა, რომ, ხანდახან ისინი იქცევიან ისე, როგორც ამას ლომი აკეთებს – თავისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდა. არ ელოდეთ მისგან მაგარ საჩუქრებს, მაგრამ თუ მისი სტუმარი ხართ, ძალიან სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.

მე-2 ადგილი – ქალწული

კარიერისტმა ქალწულმა ყოველთვის იცის რამდენი აქვს ანგარიშზე და არასოდეს ხარჯავს ზედმეტად. თუმცა, დროდადრო ისინი ლამაზ რაღაცეებს ყიდულობენ და ნაცნობებთან ტრაბახობენ ამის შესახებ და ხშირად, ისინი გადაჭარბებულ ღირებულებასაც კი ამბობენ. თუმცა როდესაც საშხაპეში მარტო რჩებიან, დარჩენილ თანხას აუცილებლად ითვლიან.

1-ლი ადგილი – თხის რქა

თხის რქა ბევრს მუშაობს, იღებს ბევრ ფულს, მაგრამ იშვიათად ხარჯავს. ამ მხრივ ისინი ლიდერები არიან. ის ფულს ინახავს საკუთარი პირადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ფულს ლეიბებში მალავენ და საკმაოდ იაფად ყიდულობენ ყველაფერს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ ფულადი სახსრები, ეს თხის რქასთვის არა მხოლოდ მატერიალური, არამედ სურიერი სარგებელიცაა.