მე გასწავლით როგორ მოამზადოთ განსაცვიფრებელი კერძი ლავაშში

1939

მცირე ზომის კერძით, რომელიც ლავაშით მზადდება, შეგიძლიათ გააწყოთ ნებისმიერი სადღესასწაულო მაგიდა. მოათავსეთ ლავაშში რა ინგრედიენტებიც სურთ, მოამზადეთ სოუსი და მიართვით სტუმრებს. რაც მთავარია – ეს არის მარტივი და სწრაფი.

ჩვენ დღეს შემოგთავაზევთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს, რომელიც ყოველთვის დაამშვენებს თქვენს მაგიდას.

მასალები:

  • შებოლილი ქათმის ფილე – 150 გ
  • ორაგული – 150 გ
  • ლავაში – 2 ც
  • პატარა პომიდორი – 6 ც
  • ზეთისხილი – 70 გ
  • ყველი – 120 გ
  • კვერცხი – 2 ც
  • რომანოს სალათი
  • შებოლილი – ყველი 120 გ
  • მაიონეზი – 2 ს.კ.
  • ტომატის სოუსი – 1 ს.კ.

მომზადება:

1. მოამზადეთ სოუსი. ამისათვის, შეურიეთ მაიონეზი, ყველი და ტომატის სოუსი. ურიეთ სანამ არ გახდებაგლუვი. ტომატი შეიძლება შეიცვალოს აჯიკით ან ცხარე კეტჩუპით.

2. მოამზადეთ შიგთავსი. დაჭერით პომიდორი პატარა ნაჭრებად, ზეთისხილი, ქათამი და დამარილებული ორაგული. წვრილად დაჭერით სალათის ფოთლები, დაუმატეთ ყველი.

3. აიღეთ ლავაში და თანაბრად გადაუსვით 2 ჩ.კ. სოუსი. განათავსეთ სალათი, მის ზემოდან – პომიდორი, ქათამი, ზეთისხილი და ყველი.

4. თანაბრად მოათავსეთ ყველა მომზადებული ინგრედიენტი და მჭიდროდ გადაახვიეთ ისე, როლის ფორმა მიიღოს. კიდეები ისე შეწიეთ, რომ გარეთ არაფერი გამოვიდეს.

5. განათავსეთ როლი დაფაზე და დაჭერით ნაწილებად. თუ გიყვართ თევზი, შეგიძლიათ სალათის სხვა ვერსიაც მოამზადოთ. აიღეთ 150 გ დამარილებული ორაგული, მოვხარშოთ და დავუმატოთ 2 კვერცხი. დაამატეთ სალათის ფოთოლი, ზეთისხილი  და ყველის სქელი ფენა.

მოამზადეთ ეს კერძები ახალ წელს და თევზის მოყვარულების გულებს აუცილებლად მოიგებთ. თითოული კერძი საკმაოდ ორიგინალურია. სცადეთ ორივე და გადაწყვიტეთ, რომელია თქვენი ფავორიტი. გაუზიარეტ თქვენს მეგობრებსაც.