როგორ დავივიწყოთ შიმშილი: ექიმი ბრაუნის სპეციალური დიეტა მათთვის, ვისაც 14 დღის განმავლობაში სურს წონაში დაკლება

0
3827

წარმოიდგინეთ 14 დღე, რომლის დროსაც მოგიწევთ დღეში 6-ჯერ ჭამა, თავს იდეალურად იგრძნობთ, მიირთმევთ გემრიელი კერძებს, გაწერილი გექნებათ გეგმა და დაიკლებთ 6-დან 8 კგ-მდე. სწორედ ამით არის ბრაუნის დიეტა განსხვავებულია იმისგან, რაც თქვენ აქამდე გინახავთ.

ექიმმა ელტონ ბრაუნმა შექმნა ძალიან მოქნილი მენიუ, კერძები, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ კალორიული კერძები. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ამ დიეტას.

დღეში 3-ჯერ ჭარბი კალორიული საკვების მიღება მაღალი რისკის შემცველია. მიუხედავად იმისა, რომ იგივე საკვები, რომელიც უნდა გადაანაწილოთ და მიირთვათ დღეში 6-ჯერ, არ აძლევს კუჭს “გაჩერების” უფლებას.

ნებისმიერი ეფექტური დიეტის მსგავსად, ექიმ ბრაუნის დიეტასაც აქვს რამდენიმე წინაპირობა

1. მინიმუმ 7-8 საათი ძილი. ეს შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ სხვაგვარად  რთული იქნება დიეტის დაცვა.

2. ბოლო კვება არა უგვიანეს საღამოს 6 საათზე.

3. ერთი და ორ ნახევარი ლიტრი წყალი ყოველ დღე. გირჩევთ მინერალურ წყალს და მცენარეულ ჩაის.

4. არაუმეტეს 40 გრამი ცხიმი დღეში.

წონის დაკარგვის შედეგი საშუალოდ 5-დან 8 კილოგრამამდე მერყეობს, ზოგჯერ კი 10-ს აღწევს. დიეტის საიდუმლო დაბალანსებული და დაბალკალორიული კერძების მირთმევაშია. სხეულმა უნდა მიიღოს საკმარისი ცილა და ნახშირწყლები, მაგრამ არა ცხიმი, რადგან უნდა დახარჯოს საკუთარი ცხიმის უჯრედები.

ბრაუნის დიეტის მენიუ

ამ დიეტას ახასიათებს ციკლური რაციონი, ანუ პირველი, მეორე და მესამე დღეებში კვება განსხვავებულია, ხოლო მეოთხე დღეს, ციკლი მეორდება. მეშვიდე დღე განტვირთვაა და ექიმი ბრაუნი გირჩევთ მიირთვათ მხოლოდ ვაშლი და კეფირი.

პირველი დღე

საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი და 100 გრ ხაჭო.
წახემსება: ვაშლი და 100 მლ კეფირი.
სადილი: 100 გრ მოხარშული ბრინჯი.
წახემსება: ვაშლი და 100 მლ კეფირი.
ვახშამი: ახალი ბოსტნეულის სალათი ყველით.
წახემსება: ვაშლი და 100 მლ კეფირი.

მეორე დღე

საუზმე: შვრია და ერთი ჭიქა იოგურტი.
წახემსება: ერთი ჭიქა ტომატის წვენი პურით.
სადილი: 150 გრ მოხარშული თეთრი თევზი.
წახემსება: ერთი ჭიქა ტომატის წვენი პურით.
ვახშამი: ერთი კვერცხი და ხილის დესერტი.
წახემსება: ერთი ჭიქა ტომატის წვენი პურით.

მესამე დღე

საუზმე: 2 ტოსტი ყველით და მწვანილით და ერთი მოხარშული კვერცხი.
წახემსება: ერთი მუჭა ხმელი თხილი.
სადილი: ჭარხლის სალათი სტაფილოთი და 150 გრ მოხარშული ქათმის ფილე.
წახემსება: ერთი მუჭა ხმელი თხილი.
ვახშამი: ბოსტნეული და იოგურტი დესერტად.
წახემსება: ერთი მუჭა ხმელი თხილი.

როგორც ხედავთ, კვერცხი ყოველდღე დიეტის მენიუშია. რეკომენდირებულია, ასევე, კვერცხის ცილისგან მოამზადოთ ტოსტი და მესამე დღეს საუზმედ გამოიყენოდ.

არ გსურს კეფირის მირთმევა მთელი დღის განმავლობაში? შეგიძლიათ მოამზადოთ ნაზი კეფირის ჟელე შაქრის გარეშე.  ეს შეიძლება იყოს არამარტო შესანიშნავი სადილი, არამედ ჟელატინი ხელს შეუწყობს კანს იყოს კარგ მდგომარეობაში დიეტის დროს.

და თევზი? შესაძლებელია თუ არა მივირთვათ შემწვარი? დელიკატური თევზი, რომლის კალორიული შემცველობაც მხოლოდ 99 კკ-ია, ძალიან გემრიელია თუ ღუმელში მოამზადებთ. და მათი გემო იმაზე სასიამოვნოა, ვიდრე უბრალოდ მოხარშული თეთრი თევზის.

ასეთმა მარტივმა მენიუმ შეიძლება თქვენი სახლი რესტორნად აქციოს. ამისათვის საჭიროა მხოლოდ კარგი რეცეპტების მოძიება. შეეცადეთ შეიტანოთ მენიუში მაქსიმალურად მწვანე ბოსტნეული და ხილი. ეცადეთ ვაშლიც მიირთვათ მწვანე.

თუ უკვე სცადეთ ეს დიეტა, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში!

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი