თვალის ირგვლივ სითხის დაგროვება შეწყდება, თუ სუფთა მშრალ კანზე დაიწვეთებთ

1569
თვალის ირგვლივ სითხის დაგროვება შეწყდება, თუ სუფთა მშრალ კანზე დაიწვეთებთ
თვალის ირგვლივ სითხის დაგროვება შეწყდება, თუ სუფთა მშრალ კანზე დაიწვეთებთ

ორგანიზმსა და კანზე ეთერზეთების სასწაულებრივი ეფექტი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში შენიშნეს. მაგ., ეგვიპტე სამკურნალო ზეთებზე დაფუძნებული რეცეპტებით ცნობილი იყო, ხოლო არაბი ქალები დღემდე ნამდვილ ლამაზმანებად ითვლებიან. ამბობენ, რომ მუდმივი ახალგაზრდობის და სილამაზის საიდუმლო მატ დედოფალმა კლეოპატრამ უანდერძა.

დღეს ექსკლუზიურ რეცეპტს გიზიარებთ. საკუთარ თავზე გამოცადეთ და ძვირადღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებზე უარს იტყვით. მხოლოდ 3 ეთეროვანი ზეთი და წასმის საიდუმლო მეთოდი წარმოუდგენელ ეფექტს იძლევა!

ეთერზეთები სახისთვის

1.სანდლის ხის ზეთი

სანდლის ხის ეთერზეთი კოსმეტოლოგიაში დიდი ხანია გამოიყენება. და არა სულ ტყუილად! ის კანის და თმის მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს, თვალების ქვეშ შეშუპებას აქრობს, აკნეს, ეგზემას და სოკოს ეფექტურად ებრძვის.

სანდლის ხის შეუდარებელი ზეთი წვრილ ნაოჭებს ასწორებს, სახის კანს აახალგაზრდავებს და ნათელს ხდის. კანის ტონირებით, ზეთი სახის კონტურს ეფექტურად აუმჯობესებს და კანის ელასტიკურობას აღადგენს.

2.ჟოჟობას ზეთი

ეს მცენარეული წარმოშობის ცვილია – კანის სილამაზის და ჯანმრთელობის ნამდვილი საწყობი. მის შემადგენლობაში შეუცვლელი ამინომჟავები, E ვიტამინი, კოლაგენი და ანტიოქსიდანტებია. ჟოჟობას ზეთი ყველა ტიპის კანისთვის გამოდგება, ცხიმოვან ბზინვარებას არ ტოვებს, სუნი არ აქვს და შესანიშნავად შეიწოვება ისე, რომ ფორებს არ კეტავს.

ჟოჟობას ეთერზეთი აკნეს და მცირე დაზიანებებს კურნავს, განსაკუთრებით დადებით მოქმედებს ანთებაზე, მშრალ და აქერცლილ კანზე. მოდუნებულ კანს ეს ზეთი ჰაერივით სჭირდება!

3.ალოე ვერას ზეთი

ეს ზეთი მკვებავი და დამატენიანებელი საშუალების შეუცვლელი კომპონენტია. მას აღმდგენი, დამამშვიდებელი, დამატენიანებელი და მატონიზირებელის თვისებები აქვს. აკნეს ანთებით პროცესს, დამწვრობას და ეგზემას შესანიშნავად ებრძვის.

კანზე წასმის დროს ზეთი კოლაგენის და ელასტური ბოჭკოების გამომუშავებას ააქტიურებს. რეგულარული გამოყენება ღრმა ნაოჭებს ამცირებს, დაბერების პროცეს და კანის ჩამოწევას მნიშვნელოვნად ამცირებს. ალოეს ზეთით მკურნალობა – კანისთვის შეუფასებელი პროდუქტია!

ამ ზეთების შეთავსება კანზე შესანიშნავ ეფექტს იძლევა! ეგვიპტელები კლეოპატრას გამაახალგაზრდავებელ ნიღბებზე ტყუილად არ გიჟდებიან. საიდუმლო ამ ეთეროვანი ზეთების წასმის თანმიმდევრულობაში არის, რომლის დაცვის შემთხვევაშიც სასურველის მიღწევას შეძლებთ.

გამოყენება

1.სუფთა სახის კანზე მცირე რაოდენობის სანდლის ხის ზეთი წაისვით. ამ ეტაპზე ზეთი მხოლოდ T  ზონაზე წაისვით, კისრის და მკერდის არეს მოერიდეთ. სანდლის ხის ზეთი კანს შესანიშნავად გაახურებს და გამცილებლის როლშია, ანუ მომდევნო ზეთების წასმის ეფექტს აძლიერებს.

  1. 5 წუთის შემდეგ მეორე ზეთის – ჟოჟობას წასმა დაიწყეთ. ამ შესანიშნავი ზეთის ეფექტზე ორჯერ საუბარი საჭირო არაა. კიდევ 5 წუთით მოიცადეთ.

3.დამამთავრებელი ეტაპი – კანის დატენიანება და დამშვიდება. ამისთვის ალოე ვერას ეთეროვანი ზეთი გამოიყენეთ. გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი მზად არის!

დაე, ასეთი კარგი ნიღბის წასმა თქვენი ჩვევა გახდეს და უკვე რამდენიმე თვეში შესამჩნევად შეიცვლებით! ნაოჭები გაქრება, კონტურები მკვეთრი, კანი კი მბზინვარე გახდება,

გახსოვდეთ, რომ ამა თუ იმ ზეთის გამოყენების წინ, აუცილებელია მგრძნობელობაზე ტესტის ჩატარება. ეს კანზე არასასურველ რეაქციას თავიდან აგაცილებთ.