მიხაკის სასარგებლო თვისებები – რით არის სასარგებლო და როგორ გამოვიყენოთ

10106
მიხაკის სასარგებლო თვისებები - რით არის სასარგებლო და როგორ გამოვიყენოთ
მიხაკის სასარგებლო თვისებები - რით არის სასარგებლო და როგორ გამოვიყენოთ

ამ სურნელოვან სანელებელს სამზარეულოში ყველა იყენებს. მიხაკს მწინილს შესანარჩუნებლად კონსერვს ხშირად უმატებენ, იყენებენ საცხობად და არომატული კომპოტის, გლინტვეინის და პუნშის მოსამზადებლად. მაგრამ იცით თუ არა, რომ მიხაკი შეგიძლიათ სამკურნალო მიზნით გამოიყენოთ? მას მთელი რიგი სამკურნალო თვისებები აქვს, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ.

მიხაკის სასარგებლო თვისებები

მიხაკი მდიდარი მკვებავი ნივთიერებებით, რომლებიც წარმოუდგენლად სასარგებლოა. მას ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მიხაკი შეიცავს ისეთ მინერალებს, როგორებიცაა რკინა, მანგანუმი, კალიუმი, სელენი და მაგნიუმი, ასევე ვიტამინებს: A,C,K და ბეტა-კაროტინი. მოდით განვიხილოთ, რით არის სასარგებლო მიხაკი და როგორ გამოვიყენოთ.

მიხაკის გამოყენების 10 მეთოდი

1.ანალგეტიკი და ანტისეპტიკი

მიხაკი კბილების, ღრძილების და ყელის ანთებას აქრობს. ამისთვის მიხაკის ყვავილები მცირე რაოდენობით წყალში უნდა მოხარშოთ და დააყენოთ. ამ ნაყენით პირის ღრუ გამოივლეთ. ანალოგიური მიზნით შეგიძლიათ მიხაკის ზეთი გამოიყენოთ, რომელიც დაზიანებულ ღრძილზე ან კბილებზე ისმება. მიხაკი ჭრილობის და დამწვრობის დროსაც დაგეხმარებათ.

2.სისხლის ცირკულაცია

მიხაკი სისხლს ტოქსინებისგან შესანიშნავად ასუფთავებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, მთელი ორგანიზმის მუშაობა მწყობრში მოჰყავს. ამასთან იმუნიტეტის გასაძლიერებლად შეუცვლელი საშუალება არის. ამისთვის მიხაკი ჩაის სახით მიიღეთ. 1 ლიტრი წყალი აადუღეთ და 1 ჩ/კ მიხაკი დაუმატეთ და კიდევ 10 წუთით ადუღეთ. დააყენეთ, გადაწურეთ და მიიღეთ სასმელი, მაგრამ დღეში მაქსიმუმ 3 ჭიქა.

3.გამოაქვს ნახველი

მიხაკის ჩაი ხველების დროს შეუცვლელი საშუალება არის. მიხაკს ამოსახველები ეფექტი აქვს და ფილტვებში ლორწოს რაოდენობას ამცირებს.

4.ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს

მიხაკი ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს, ნერწყვის და საჭმლის მომნელებელი ნივთიერებების რაოდენობას ზრდის. ეს კი ცხიმის სწრაფ წვას ხელს უწყობს.

5.ვირუსის პროფილაქტიკა

ვირუსების პერიოდში საჯარო ადგილების ხშირი სტუმრობისას პირში მიხაკის ყვავილი ჩაიდეთ. ეს გაციებისგან დაგიცავთ და იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

6.მონელებას აუმჯობესებს

მიხაკს საჭმლის მომნელებელი სისტემა ნორმაში მოჰყავს, რადგან მომნელებელი ფერმენტების რაოდენობას ზრდის. გულისრევის, შეკრულობის და კუჭის დისკომფორტის გაქრობაში დაგეხმარებათ. ასევე წყლულს კურნავს. ამისთვის ზეთის სახით უნდა მიიღოთ. უბრალოდ 1 ს/კ მიხაკის ზეთი 1 ჭიქა თბილ წყალს აურიეთ. ფხვნილი დღეში 3-ჯერ 1 თვის განმავლობაში მიიღეთ.

7.ფარისებრი ჯირკვალი

მიხაკი ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ის ჰიპოთირეოზის და ჰიპერთირეოზის პროფილაქტიკას წარმოადგენს. ამისთვის მიხაკი ჩაის სახით მიიღეთ.

8.ქალური ციკლი ნორმაში მოჰყავს

მიხაკი – შესანიშნავი ქალური პრობლემის მომგვარებელი. თუ  მენსტრუაციული ციკლის დარღვევა შეინიშნება, სამკურნალო ნაყენი მოამზადეთ. 500 მლ წყალი აადუღეთ, მიხაკის  7-8 ბოლქვი და 2 ჩ/კ კვირტი დაუმატეთ. 10 წუთით ხარშეთ, შემდეგ გადაწურეთ და 2 ჩ/კ ვაშლის ძმარი დაუმატეთ. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 150 მლ მიიღეთ.

ციკლის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ. გახსოვდეთ, რომ ეს საშუალება ორსულებისთვის უკუჩვენებულია.

9.სოკო

მიხაკის ზეთი ფრჩხილის და კანის სოკოს დროს დაგეხმარებათ. ამასთან საშუალება ფრჩხილების გაძლიერებას ხელს უწყობს.

10.უძილობა

სანელებელი უძილობის პრობლემას მოგიხსნით. სწრაფად დასაძინებლად მიხაკის ფხვნილით სავსე პატარა ტომარა საძინებელთან დაიდეთ. ოღონდ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიხაკის სუნი მოგწონთ და არ გაღიზიანებთ.

მიხაკზე დაფუძნებული რომელი რეცეპტები არის თქვენთვის ცნობილი? გაგვიზიარეთ კომენტარებში და სოციალურ ქსელში მეგობრებისთვის ამ სასარგებლო სანელებლის შესახებ გაზიარება არ დაგავიწყდეთ!