6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ოჯახის შექმნას კარიერული წინსვლა ურჩევნიათ

1533
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ოჯახის შექმნას კარიერული წინსვლა ურჩევნიათ
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც ოჯახის შექმნას კარიერული წინსვლა ურჩევნიათ

კარიერა თუ ოჯახი? ეს არის მარადიული შეკითხვა, რომელიც ადამიანების უმეტესობას მთელი ცხოვრება თან სდევს. ბალანსის დაცვას ყველა ვერ ახერხებს. ადამიანების უმეტესობა ან კარიერას ირჩევს, ან ოჯახს. მოდით ვნახოთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან უფრო კარიერისტები, ვიდრე ოჯახის ხალხი.

ვერძი

სავსებით მოსალოდნელია, რომ ვერძი, როგორც ცეცხლის ნიშანი, კარიერასა და წარმატებაზე იქნება კონცენტრირებული, ვიდრე ოჯახსა და ქორწილზე. ის ძალიან ჯიუტია და იცის რა სურს, გიჟდება კონკურენციაზე და ერთადერთი მისაღები შედეგი მისთვის არის მხოლოდ პირველი ადგილისთვის ბრძოლა – ვერძი სამუშაო ადგილზე ამის წარმატებით რეალიზებას ახდენს.

კურო

კურო მიწის ელემენტია, რომელიც მატერიალური კეთილდღეობისა და სიამოვნების შეგრძნებისთვის მიისწრაფვის. ის მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა და საკმაოდ დაბალანსებული და სტაბილურია იმისთვის, რომ საკუთარ ამბიციურ მიზნებს მიაღწიოს. ამ ნიშნის ადამიანები ძალიან ჯიუტები არია, მოუქნელები და უკომპრომისოები – ეს ყველაფერი კი წარმატებული კარიერისთვის კარგი თვისებაა, მაგრამ არა ქორწინებისთვის.

ლომი

ცეცხლოვანი ლომი ჯუნგლების მეფე ლიდერად დაბადებული არის, რომელსაც მზე მართავს. ლომი საკუთარ თავში თავდაჯერებული და ქარიზმატული ლიდერი არის, რომელსაც ურჩევნია კარიერა, ვიდრე პირადი ურთიერთობები. ეს ნათელი და ჯიუტი პიროვნებები, რომელთაც მწვერვალების დაპყრობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ.

ქალწული

ქალწული მიწის ნიშანია. ის ძლიერი სამუშაო ეთიკით გამოირჩევა და სამუშაოს იდეალური ორგანიზაციის სურვილით გამოირჩევა. ლოგიკურია, რომ ქალწული აქცენტს მხოლოდ კარიერულ ზრდასა და წარმატებაზე აკეთებს. ეს ადამიანები შრომისმოყვარე პერფექციონისტები არიან, რომლებიც წვრილმანებსა და დეტალებზე ყურადღებას ამახვილებენ იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგს მიაღწიონ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ცეცხლის ელემენტია, რომელის ამბიციაც არის წარმატებული კარიერა. მშვილდოსანი ტიპიური ექსტრავერტია და ისინი მიზნების მიღწევაზე არიან ორიენტირებულნი, ამასთან ნებისმიერ ფასად. ისინი რისკიანი ბიზნესმენები არიან, რომლებიც უპრეცედენტო სიმაღლეების დაპყრობაზე ოცნებობენ. შეიძლება ითქვას, რომ მშვილდოსანს მეწარმის სული აქვს.

მერწყული

მერწყული ჰაერის ნიშანია, რომელიც სამყაროს პრობლემებს და უსამართლობას ებრძვის. მათ შორის ბევრი გამოჩენილი მეცნიერი და მოაზროვნეა, რომლებმაც მეცნიერების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ეს ნიშანი მოიცავს ინოვაციას, რომელიც დროს უსწრებს. სხვათა შორის, ჩარლზ დარვინი, გალილეო გალილეი და ტომას ედისონი მერწყულის ნიშნის იყვნენ.

და თქვენ რას ანიჭებთ უპირატესობას, კარიერა თუ ოჯახი?