როგორ ვუმკურნალოთ გასტრიტს ნატურალური რეცეპტების გამოყენებით

2145
როგორ ვუმკურნალოთ გასტრიტს ნატურალური რეცეპტების გამოყენებით
როგორ ვუმკურნალოთ გასტრიტს ნატურალური რეცეპტების გამოყენებით

ეს რჩევების გასტრიტის სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ, მაგრამ დაავადების სამკურნალოდ ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია.

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება არის. ამის გამო პაციენტს მუცლის ძლიერი წვა, გულძმარვა და გაზები აწუხებს. დაავადება თქვენთვის ნაცნობია? ყურადღება ჩვენს რჩევებს მიაქციეთ: ნატურალური საშუალებები გასტრიტს შეგიმსუბუქებთ.

ამ დაავადების განვითარებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. ყველაზე ხშირად ბაქტერიის helicobacter pylori-ს გავრცელების გამო ჩნდება, ეს მიკროორგანიზმი წყლულის გაჩენის მიზეზიც არის.

გასტრიტის სიმპტომები შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს და თანდათანობით გაიზარდოს. თუმცა სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, მალე და ადვილად გადადის, მაგრამ მისი მიშვება არ შეიძლება. სათანადო ყურადღების გარეშე გართულების რისკი, როგორიც არის კუჭის სისხლდენა შეიძლება გაიზარდოს.

დღეს ბევრი სამკურნალო საშუალება არსებობს, რომლებიც გასტრიტის მდგომარეობის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ და არ დაუშვეს რომ დაავადებამ პაციენტის ცხოვრების ხარისხზე ცუდი გავლენა იქონიოს.

ამის გარდა არსებობს ხალხური საშუალებები, რომელთა წყალობით გასტრიტის უსიამოვნო ნიშნებს მოიშორებთ. განსაკუთრებით სასარგებლოა იმ შემთხვევაში, როცა დაავადება გარე ფაქტორების გაღიზიანებით არის გამოწვეული.

გასტრიტის მიზეზები

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების გამო ვითარდება, ამ ორგანოს კუჭის წვენისგან იცავს. ჭარბმა მჟავამ შეიძლება ლორწოვანი გარსი შეასუსტოს, შედეგად კი დააზიანოს და ანთება გამოიწვიოს.

ხშირ შემთხვევაში გასტრიტი ინფექციის გადატანის შემდეგ ვითარდება. ისეც ხდება, რომ ის აუტოიმუნური დაავადების, ნაღვლის კუჭში მოხვედრის და კუჭ-ნაწლავის სხვა დარღვევით იყოთ გამოწვეული.

რისკის ფაქტორები

  • ინფექციები, რომლებიც helicobacter pylori ბაქტერიით არის გამოწვეული;
  • ვირუსებით და პარაზიტებით გამოწვეული დაავადებები;
  • ანალგეტიკების ხანგრძლივი დროით მიღება;
  • ალკოჰოლის და თამბაქოს ბოროტად მოხმარება;
  • სტრესი
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები;
  • კრონის დაავადება;

გამაღიზიანებელი საკვების მიღება გასტრიტს არ იწვევს, მაგრამ მის სიმპტომებს აძლიერებს.

როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა გასტრიტი?

ხშირად გასტრიტი სიმპტომების გარეშე ვითარდება. ბევრი პაციენტი მუცელში უსიამოვნო შეგრძნებას განიცდის, რომელიც შეიძლება საჭმლის მომნელებელ დაავადების ნიშნებთან აგვერიოს.

გასტრიტის განვითარების ხარისხის მიხედვით, ადამიანს შეიძლება შემდეგი სიმპტომები აწუხებდეს:

  • კუჭის ზედა ნაწილში წვა;
  • გულისრევა და ღებინება;
  • მადის დაქვეითება;
  • მუცელში ტკივილი;
  • მჟავე რეფლექსი;

თუ ეს სიმპტომები ქრონიკული ხდება, მნიშვნელოვანია ექიმს მიმართოთ. ფიზიკური გამოკვლევა და ლაბორატორიული ტესტები ამ დიაგნოზს დაადასტურებენ ან უარყოფენ.

ნატურალური საშუალებები, რომლებიც გასტრიტის მკურნალობაში დაგეხმარებათ

ბევრი სამკურნალო მედიკამენტი არსებობს, რომელთაც გასტრიტის მორჩენა შეუძლია. ასევე პაციენტმა ცხოვრების სტილი უნდა შეცვალოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს გართულების თავიდან აცილებას.

მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტი გასტრიტის სიმპტომებს სწრაფად აქრობს, სწორედ ჩვენი ჩვევები ახალი შეტევის პროვოცირებას ახდენენ. სწორედ ჩვენ ჩვევებზე არის დამოკიდებული, მოვახერხებთ გასტრიტის განკურნებას თუ ქრონიკულ დაავადებად დარჩება.

ცივი ჟელე

ჟელატინი არის პროდუქტი, რომელიც ჩვენი სხეულისთვის აუცილებელ დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს შეიცავს. მასში შემავალი ამინომჟავები, ვიტამინები და მინერალები კუჭის ლორწოვანი გარსის აღდგენას ხელს უწყობს, ანთებით პროცესებს ამშვიდებს.

როგორც კი წვის შეგრძნებას ან გასტრიტის რომელიმე სიმპტომს იგრძნობთ 1 პორცია ცივი ჟელე შეჭამეთ.

ბანანი

ეს ხილი უჯრედისის და ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ ბანანი გასტრიტის სამკურნალო ტრადიციულ პროდუქტად ითვლება.

ბანანი კუჭზე რბილად მოქმედებს, მის ბუნებრივ ph ბალანსს არეგულირებს და ჭარბ მჟავას აღმოფხვრის. როგორც ცნობილია, ეს ფაქტორი წყლულების გაჩენის და ლორწოვანის გაღიზიანების რისკს ზრდის.

გირჩევთ რეგულარულად დღეში 1 ბანანი მიირთვათ. შეგიძლიათ ეს ხილი საუზმეზე მიიღოთ ან მისგან კოქტეილები მოამზადოთ.

ბრინჯის წყალი

ბრინჯის წყალი შეიცავს უჯრედისს, რომელიც საჭმლის მონელებას ხელს უწყობს. ბრინჯის წყლის ნუტრიენტები ბუნებრივი გზით კუჭს ამშვიდებენ, ქსოვილების რეგენერაციას ხელს უწყობენ.

ბრინჯი წყალში მოხარშეთ, არ დაუმატოთ კარაქი და ბრინჯის წყალი დღეში 2-3-ჯერ მიიღეთ.

გამაღიზიანებელი საკვების შეზღუდვა

ბევრი პროდუქტი კუჭის გაღიზიანებას და გასტრიტის სიმპტომების გართულებას იწვევს. განსაკუთრებით მაშინ, როცა დაავადება მწვავე ფაზაში არის.

ამ შემთხვევაში რძის პროდუქტების, შემწვარი და ცხარე საკვების მოხმარება შეზღუდეთ.

ბევრი წყალი

კუჭის პრობლემების მქონე პაციენტებს ბევრი წყლის დალევა სჭირდებათ, რომ მონელების პროცესი არ გაურთულდეთ. სითხის ნაკლებობა ph ბალანსის დარღვევას იწვევს, რის გამო მჟავე კუჭის წვენი კუჭს ზიანს აყენებს.

ყოველდღიურად 6-8 ჭიქა წყალი დალიეთ. თუ სუფთა წყლის გემო არ მოგწონთ, ცოტა ლიმონი დაამატეთ ან მცენარეული ნაყენები მოამზადეთ.

ჩვენი რჩევა იქნება ეს რეკომენდაციები დაიმახსოვროთ და გამოიყენოთ გასტრიტის სამკურნალოდ. ამის გარდა, ექიმთან რეგულარული ვიზიტი აუცილებელია, რომ დაავადების გაკონტროლება მოახდინოთ.