თუ 1 ჭიქა კეფირი დაგრჩათ, შეგიძლიათ ალუბლის ნამცხვარი გამოაცხოთ

1918
თუ 1 ჭიქა კეფირი დაგრჩათ, შეგიძლიათ ალუბლის ნამცხვარი გამოაცხოთ
თუ 1 ჭიქა კეფირი დაგრჩათ, შეგიძლიათ ალუბლის ნამცხვარი გამოაცხოთ

გაქვთ სახლში კეფირი? მაშინ ეს გემრიელი ალუბლის ნამცხვარი მოამზადეთ. გასინჯვის შემდეგ, ყოველთვის მისი გამოცხობის სურვილი გაგიჩნდებათ!

ნამცხვარი ძალიან მარტივად მზადდება!

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა (200 მლ) კეფირი
  • 200 გრ ახალი ან გაყინული ალუბალი (კურკის გარეშე)
  • 1 ჭიქა (200 მლ) ფქვილი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 1 ჭიქა (200 მლ) შაქარი
  • 1,5 ჩ/კ ცომის გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ/კ კარაქი
  • შაქრის ფხვნილი სურვილის მიხედვით.

აი, ასე მზადდება:

1.ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. ალუბალი ცოტა ხანი გააჩერეთ, რომ წვენი გამოუვიდეს. ის ჩვენ არ გვჭირდება.

2.კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, სანამ პატარა ბუშტები არ გაჩნდება (მაქსიმუმ 2 წუთი). ათქვეფილ მასას კეფირი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

3.შემდეგ გამაფხვიერებელი და ფქვილი დაუმატეთ. ფქვილი იმ რაოდენობის, რომ ალადიკების ცომის სისქე იყოს.

4.საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით, ცომი ფორმაში გადმოასხით, ზემოდან ირგვლივ ალუბალი მოაყარეთ.

5.ნამცხვარი 45 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ. ნამცხვარი არის თუ არა მზად ასანთის ჩხირით შეამოწმეთ (ნამცხვარში ჩაარჭეთ, თუ მშრალია – ის უკვე მზადაა). ნამცხვარი გააგრილეთ, ზემოდან შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.

ეს რეცეპტი აუცილებლად მოგეწონებათ! გემრიელად მიირთვით!