7 მითი ჯანმრთელობის შესახებ, რომლებიც თანამედროვე მეცნიერებამ უარყო

1650
7 მითი ჯანმრთელობის შესახებ, რომლებიც თანამედროვე მეცნიერებამ უარყო
7 მითი ჯანმრთელობის შესახებ, რომლებიც თანამედროვე მეცნიერებამ უარყო

ფსევდო მეცნიერული მითების  რეალური ფაქტებით განდევნა არც თუ ისე მარტივია. გვეუბნებიან, რომ დღეში 10 ათასი ნაბიჯი უნდა გავიაროთ, პროდუქტები გლუტენის გარეშე უნდა შევიძინოთ და წყალი ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ უნდა დავლიო. თუმცა ყველა ეს მტკიცება მეცნიერულად დამტკიცებული არაა.

დღეს 7 გავრცელებულ მითს გთავაზობთ, რომელიც ჩვენ მეცნიერულად დამტკიცებული გვეგონა.

გლუტენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა

მეცნიერებმა 650-ზე მეტი გლუტენის გარეშე პროდუქტები მათ ტრადიციულ ანალოგებს შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ პირველში უფრო მეტი კალორია, შაქარი, ცხიმი და ნაკლები ცილა შედის. არსებობენ ადამიანები, რომელთაც გლუტენის გარეშე პროდუქტების მიღება უწევთ, რადგან მათ აქვთ ალერგია ან გლუტენური დაავადება აქვთ და წებოვანმა პროდუქტებმა შეიძლება მათი წვრილი ნაწლავი დააზიანოს (ეს დაახლოებით 100-დან 1 ადამიანს აქვს მთელ მსოფლიოში). ჯანმრთელ ადამიანში მარცვლეულის შეზღუდვამ შეიძლება გულის დაავადების რისკი გაზარდოს.

აქტივირებული ნახშირი ნაბახუსევის დროს

ნაბახუსევის ნიშნები იმიტომ ჩნდება, რომ ალკოჰოლი ღვიძლში ტოქსიკურ აცეტალდეჰიდად გარდაიქმნება, რის შემდეგაც ის სისხლში ხვდება. აქტივირებული ნახშირი ორგანიზმში არსებულ ტოქსინებს აკავშირებს და ნაწლავებიდან მათ დროულ გამოდევნას ხელს უწყობს, მაგრამ ის მხოლოდ მოწამვლის პირველ საათებში არის ეფექტურია. დილიდან კუჭში რაღაცის დაკავშირება უბრალოდ უაზრობაა.

თავის ტკივილის შესამსუბუქებლად, შეგიძლიათ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი მიიღოთ, როგორიც არის იბუპროფენი, დიკლოფენაკი და ნაპროქსენი (მაგრამ არა პარაცეტამოლი: ის ალკოჰოლს არ ეწყობა), ასევე ბევრი წყალი დალიეთ.

არსებობს პროდუქტები უარყოფითი კალორიულობით

ნიახური, გრეიფრუტი, ბროკოლი, პომიდორი და კიტრი – მათ ნეგატიურ კალორიულ პროდუქტებს უწოდებენ, მაგრამ მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ამ იდეას დაამტკიცებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაბალ კალორიული პროდუქტები არიან (7-დან 30 კალორია 100 გრამში) მათ მოსანელებლად, ორგანიზმს უფრო ნაკლები ენერგია სჭირდება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ისინი ბევრ წყალს და ბოჭკოვანს შეიცავს, რომელთა დამუშავებაზეც ორგანიზმი ნაკლებ ენერგიას ხარჯავს.

ჭამის დროს წყლის დალევა არ შეიძლება

ჭამის დროს დალეული წყალი მიღებული საკვების ნაწილს საყლაპავში, შემდეგ კი კუჭში უშვებს, საკვების დიდ ნაწილს ანაწევრებს , ასევე მჟავების და ფერმენტების ხელმისაწვდომობას ხელს უწყობს. ის კუჭის წვენის ფერმენტებს ამცირებს, მაგრამ ეს კუჭის მუშაობას ხელს არ უშლის. კუჭი წვენის გამუმუშავებაზე თავად იზრუნებს და ჭამის დროს წყლის დალევა მონელების პროცესს პირიქით ხელს უწყობს.

მყარ საპონზე ბაქტერიები გადადის

საპონზე ბაქტერიები არ გადადის. მაშინაც კი თუ მისით ებოლის ვირუსის მქონე ადამიანმა ხელი დაიბანა, საპონი მაინც უსაფრთხო იქნება. მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს: სპეციალურად ხელს ბაქტერიებით აინფიცირებდნენ და საპნით იბანდნენ და იმავე საპონს ჩვეულებრივ ადამიანს აძლევდნენ. შედეგად ბაქტერია ამ მონაწილის ხელზე არ აღმოჩენილა.

ანტიპერსპერანტები საშიშია

ანტიპერსპერანტები მუშაობს იმის ხარჯზე რომ ალუმინის მარილი ახშობს ფორებს, საიდანაც ოფლი გამოდის. 60-იან წლებში თვლიდნენ, რომ ალუმინი ალჰეიმერის დაავადებას იწვევდა. ალცჰეიმერის საერთაშორისო ასოციაცია იუწყება, რომ კვლევამ არ დაადასტურა წინადადება, რომ ალუმინი ალჰეიმერის დაავადებასთან რამე როლს თამაშობს. ანუ ანტიპერსპირანტზე უარის თქმა არ ღირს.

ამავე დროს ადამიანებს სჯერათ, რომ ანტიპერსპირანტები თირკმლების დაავადებას იწვევენ. ეს მითი ეროვნული თირკმლის ფონდის მეცნიერებმა უარყვეს. ისინი განმარტავენ, რომ შეუძლებელია კანიდან იმდენი ალუმინის შეღწევა მოხდეს, რომ თირკმლებს ზიანი მიაყენოს.

ასევე არის მითი, რომ ანტიპერსპერანტებში ალუმინი და პარაბენი  ძუძუს კიბოს იწვევს. ეს მითი ონკოლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა და ეროვნულმა ონკოლოგიის საზოგადოებამ უარყო.

დღეში 10 ათასი ნაბიჯი უნდა გაიაროთ

10 ათასი ნაბიჯი აბსოლუტურად სარეკლამო ციფრია, რომელიც იაპონიაში 60-იან წლებში მთვლელის გასაყიდად მოიგონეს. ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის, ხანდაზმულებისთვის, დიაბეტით დაავადებულებისთვის და ასევე მჯდომარე ცხოვრების წესს მიჩვეული ადამიანებისთვის ასე სწრაფად გაზრდილი აქტიურობა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დღეში 5-8 ათასი ნაბიჯი საკმარისია. მეცნიერები, რომლებიც ზუსტი ციფრის დადგენას ცდილობნენ, ირწმუნებიან, რომ სასურველია 7,5 ათასი ნაბიჯი გაიაროთ.

შეიძლება, ზოგიერთი ფსევდო მეცნიერული მითი იცოდეთ? მოდით ერთად გამოვააშკარაოთ! გაგვიზიარეთ კომენტარებში.