როგორ არ დავუშვათ ხალის მელანომად ტრანსფორმაცია – ყველაფერი, რაც ხალების შესახებ უნდა იცოდეთ

3453
როგორ არ დავუშვათ ხალის მელანომად ტრანსფორმაცია - ყველაფერი, რაც ხალების შესახებ უნდა იცოდეთ
როგორ არ დავუშვათ ხალის მელანომად ტრანსფორმაცია - ყველაფერი, რაც ხალების შესახებ უნდა იცოდეთ

აქტიური სანაპირო სეზონის შემდეგ, ზედმეტი არ იქნება თუ ხალებს შეამოწმებთ იმის დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი წესრიგშია და თქვენ არაფერი გემუქრებათ. როგორ გავარჩიოთ სახიფათო ხალი უვნებელისგან და როდის ღირს ექიმთან ვიზიტი, ნახეთ დღევანდელ სტატიაში.

როგორ იქმნება ხალი?

ნევუსი, ანუ ხალი სინამდვილეში დადებით თვისებიანი სიმსივნეა ადგილობრივი დარღვევევბით, რომლებიც კანის სხვადასხვა ნაწილზე ვითარდება.

რას ნიშნავს? კანი – ყველაზე დიდი ადამიანის ორგანოა. მისი ფართობი ზრდასრულ ადამიანში საშუალოდ 1,73 მ-ს შეადგენს. ეს ორგანო ძალიან რთულად არის მოწყობილი: მის შემადგენლობაში ორი ნაწილია – ეპიდერმისი და დერმა – თითოეულს თავისი მოწყობილობა აქვს და ბევრ ფუნქციას ასრულებს. კანს ოფლმდენი და ცხიმოვანი ჯირკვლები, მილიონობით ნერვის დაბოლოება, იმუნური უჯრედები, სისხლძარღვები და მრავალი სხვა. რა თქმა უნდა, ყველა ეს სტრუქტურა სხვადასხვა სახის უჯრედებისგან შედგება. როგორც ყველამ იცის, ჩვენ ერთი უჯრედიდან ვვითარდებით. ამ ერთი უჯრედიდან ვითარდება ბავშვი, შემდეგ კი ზრდასრული ადამიანი. ამ ერთი უჯრედიდან 1600 მლრდ კანის უჯრედი იზრდება, სწორედ ამდენი აქვს ზრდასრულ ადამიანს.

პროცესი საკმაოდ რთულია, ამიტომ მასში ხშირად მცირე ხარვეზები ხდება, შედეგად კანზე ნევუსი, იგივე ხალი ჩნდება.

ნევუსი შეიძლება თანდაყოლილი ან შეძენილი იყოს. თუმცა არსებობს თეორია, რომ ყველა ნევუსი თანდაყოლილია, უბრალოდ სხვადასხვა ასაკში ვლინდება. ზოგადად ნევუსი პიგმენტური უჯრედიდან იქმნება, თუმცა სხვა სტრუქტურიდან, ცხიმოვანი ჯირკვლებიდან ვითარდება.

რითი არის საშიში ხალი?

მთავარი პრობლემა – შესაძლო სიმსივნეა! ანუ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ხალის სიცოცხლისთვის საშიშ ავთვისებიან მელანომად გარდაქმნა.

ყველაზე სახიფათოა თანდაყოლილი – უფრო ლაქის მსგავსი ან მუქი ფერის თმიანი ხალი. ასევე არსებობს დისპლასტიკური ნევუსი. მათ თავიდანვე უხეში ტექსტურა, არათანაბარი შეფერილობა, საეჭვო ფორმები აქვს. განსაკუთრებით საშიშია, თუ მელანომას შემთხვევა ოჯახში არსებობს.

მაგრამ ჩვეულებრივ, კანქვეშ, „უსაფრთხო“ ნევუსმაც შეიძლება დიდი პრობლემა გამოიწვიოს, თუ ხშირად ტრავმირებად ზონაში იმყოფება. მაგ., საყელოს, საქამრის, ან ქვედა საცვლის ადგილას იმყოფება.

რა უნდა გავაკეთოთ ამ სიტუაციაში? საუკეთესო ვარიანტია ყველა ნევუსის გაქრობა, რომელიც უსიამოვნებას იწვევს. ამისთვის სპეციალურ სამედიცინო ცენტრებს მიმართეთ. დღეს ყველაზე ეფექტური მეთოდია ლაზერით მოშორება. ამ მეთოდით მოშორება უმტკივნეულოდ ხდება, პრაქტიკულად ნაწიბური არ რჩება და გართულებები არ ახლავს.

როგორ გამოვიცნოთ რომ ხალი მელანომად გარდაიქმნა?

პირველ რიგში, ფორმის ან სტრუქტურის ცვლილება.

ხალის ფერის ცვლილება, ახალგაჩენილ ხალზე კანის ნახატი, ხალის/პიგმენტური ლაქის კონტური, ხალის ზომის ცვლილება, ქავილის შეგრძნება, ნაკაწრის გაჩენა, სისხლდენა.

ყველაფერი ეს დერმატოლოგთან ვიზიტის მიზეზია.

რა უნდა გავაკეთოთ, თუ ექიმმა ტრანსფორმაცია დაადასტურა? აქ უკვე მიმართვის მეთოდი არის მნიშვნელოვანი. მელანომის განვითარების საწყის ეტაპზე გამოჯანმრთელება 100%-ით შესაძლებელია. თუ ექიმთან ვიზიტს გადადებთ იმის იმედით, რომ „თავად გადავა“, გამოჯანმრთელების შანსი იკლებს. მთავარი საფრთხე – მეტასტაზები შინაგან ორგანოებში და თავის ტვინში. მათთან ბრძოლა ძალიან რთულია.

მელანომის სახეობები

ზედაპირული მელანომა. თავდაპირველად, არასპეციალისტის თვალით ჩვეულებრივ ხალს ჰგავს. რამდენიმე თვეში ან წლების განმავლობაში კი იცვლის პერიფერია, ფორმას, შავი ფორმის ზედაპირად გარდაიქმნება. ეს ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომელსაც საკმაოდ კარგი პროგნოზი აქვს დროულად ექიმთან ვიზიტის შემთხვევაში.

პალმო-პლანტარული მელანომა. ხელისგულზე მუქ სიმსივნეს ჰგავს. ძალიან სახიფათოა. მაქსიმალურად სწრაფად ექიმის ჩარევას მოითხოვს.  სწორედ ამ ტიპის მელანომით გარდაიცვალა ცნობილი რეგის მომღერალი ბობ მარლი.

ფრჩხილქვეშა მელანომა. ფრჩხილის ფირფიტის ქვეშ შავი ზოლის სახით, შეიძლება ფირფიტის ფერის ცვლილება გამოიწვიოს.

მელანომა ლორწოვან გარსთან. სამწუხაროდ, მელანომა აქაც გვხვდება. ლორწოვანზე ნებისმიერი მუქი ლაქის შემთხვევაში ექიმს მიმართეთ.

მელანომას ტიპის ავთვისებიანი ლენტიგო. ლენტიგოდან მუქი ლაქა ვითარდება, რომელიც მზეზე დამწვრობის შემდეგ ჩნდება. როგორც ცნობილია, მზის სხვები კანის მეგობარი ყოველთვის არაა. მელანომას ეს სახეობა სწორედ ამაზე საუბრობს. მთავარი პროფილაქტიკაა – მზის სხივების ქვეშ შეზღუდული ყოფნა. კანის ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში ექიმს მიმართეთ.

ნოდულური მელანომა. ყველაზე საშიში ტიპი. უფრო ხშირად 40-50 წლის ასაკის მამაკაცებში გვხვდება, მაგრამ შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს. შავ, ლურჯ ან მეწამული სიმსივნის არასწორ ფორმას ჰგავს, რომელიც კანის ზედაპირზე იქმნება. შეიძლება ახლდეს სისხლდენა ან ანთება. მისი გაჩენისთანავე ექიმს უნდა მიმართოთ.

ვინ არის რისკის ზონაში

ქალები ამით უფრო ხშირად ავადდებიან. ღია ფერის კანის და ცისფერთვალება ადამიანებს ის უფრო ხშირად აქვთ. ზაფხულის რუჯის და სოლარიუმის მოყვარულებს მელანომა ხშირად უვითარდებათ. გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ასევე ნევუსის ტრავმები და ანთება – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

რა გავაკეთოთ,რომ მელანომასგან თავი დავიცვათ? ფიტოდამცველი გამოიყენეთ, ზაფხულში დახურული ტანსაცმელი ჩაიცვით, განსაკუთრებით თუ რისკის ჯგუფში ხართ. სპეციალისტთან ხალის დროული მოშორება მისი ტრავმირების შემთხვევვაში. რეგულარული შემოწმება არ დაგავიწყდეთ. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და მავნე ჩვევებზე უარის თქმა არავის გაუუქმებია.