7 პროდუქტი, რომლებიც თმის ზრდის პროცესის დასაჩქარებლად უნდა მიირთვათ

4141
7 პროდუქტი, რომლებიც თმის ზრდის პროცესის დასაჩქარებლად უნდა მიირთვათ
7 პროდუქტი, რომლებიც თმის ზრდის პროცესის დასაჩქარებლად უნდა მიირთვათ

გრძელი თმა ბევრი ქალის მიზანია. სპეციალური შამპუნების, ნიღბებისა და ვარცხნილობების გარდა, ხავერდოვანი თმის გაზრდაში ხელს რაციონის შეცვლაც შეგიწყობთ.
დღეს გიამბობთ პროდუქტებზე, რომელთა მიღების შემდეგ თმა არა მხოლოდ სწრაფად გაიზრდება, არამედ უფრო ჯანსაღი გახდება.

ორაგული


ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3, რომელსაც ეს თევზი შეიცავს, ფოლიკულებს აძლიერებს და თმის ზრდას ხელს უწყობს. მეცნიერულმა ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ ნახევარი წლის განმავლობაში ომეგა-3-ის შემცვლელი პროდუქტის მიღება თელაგენის (თმის ბოლქვების დასვენების ფაზა) პერიოდს ამცირებს. გარდა ამისა, ორაგული შეიცავს B12 ვიტამინს და რკინას, რომლებიც თმის სწრაფად ზრდას ხელს უწყობს.

ხამანწკები


ხამანწკები თუთიის მარაგია, რომელთა წყალობითაც თმა არა მხოლოდ სწრაფად იზრდება, არამედ უფრო მბზინავი ხდება. მხოლოდ ერთი ცალი ხამანწკა თუთიის დღიურ ნორმას ავსებს. რა თქმა უნდა, ასეთი დელიკატესის მირთმევა ყოველდღე შეიძლება ვერ შეძლოთ. სწორედ ამიტომ რაციონში შეიტანეთ ხორბლის ქატო, ძროხის ღვიძლი და ხორცი, ღორის ხორცი, რადგან ეს პროდუქტები თუთიას შეიცავს.

ქათმის ხორცი


ქათმის ხორცი მდიდარი ცხიმოვანი ცილებით, რომლებიც ჩვენ კერატინის გამოსამუშავებლად გვჭირდება – ნივთიერების, რომლებისგან თმის 80% შედგება. მხოლოდ 2-3 თვის განმავლობაში პროტეინის დეფიციტი თმის ზრდას აფერხებს და თმა ცვენას იწყებს. ცხიმოვან ცილებს საკმარისი რაოდენობით შეიცავს ხორცის სხვა სახეობებით (ინდაური, კურდღელი).

კვერცხი


თმის ზრდისა და ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად კვერცხი შეიცავს ისეთ აუცილებელ ელემენტებს, როგორებიცაა ცილა და ბიოტინი. ბიოტინი საკვები დანამატის სახით რეკომენდებულია მიიღოთ, თუ თმის ცვენა გაწუხებთ. თუმცა საკვები სახით მისი მიღება ბევრად უფრო ეფექტური იქნება. გარდა ამისა, კვერცხში არის ლეიცინი და სხვა ამინი მჟავები, რომლებიც ჩვენი თმებისთვის აუცილებელია.

ნუში


ნუში შეიცავს E ვიტამინს, რომლებიც თმის ზრდას ააქტიურებს და აძლიერებს. 30გრ კაკალში (დაახლოებით 15-20ცალი) ამ ნივთიერების დღიური ნორმის 70% შედის. გარდა ამისა, ნუში სხვა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, როგორებიცაა ბიოტინი, ცხიმოვანი მჟავები, B ჯგუფის ვიტამინები.

გოგრის თესლი


გოგრის თესლი შეიცავს B1, B2, B3, B4 ვიტამინებს, რომლებიც თმის ზრდაზე არიან პასუხისმგებელნი, ასევე B5 და B6 – რომლებიც თავის კანის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. თმის ძლიერი ცვენის დროს რაციონში გოგრის თესლი უნდა ჩართოთ, რადგან კვლევის თანახმად ის ცხადი გამელოტების დროსაც კი გვეხმარება.

ოსპი


ოსპის შემადგენლობაში რეკორდული რაოდენობით რკინაა, რომელიც თმის ჯანსაღი ზრდისთვის აუცილებელია. ოსპის წვნიანის ერთი პორცია დაახლოებით ამ ელემენტის დღიურ ნორმას შეიცავს. ამასთან პარკოსანი პროდუქტები შეიცავს თუთის, ქოლინს (თავის კანში სისხლის მიმოქცევა ნორმაში მოჰყავს) და სხვა სასარგებლო ელემენტებს.