პერიოდული შიმშილობა გასახდომად ეფექტურია – კვლევა

0
917

ილინოისის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ორი დიეტა სახელწოდებით დიეტები დროის შეზღუდვით (პერიოდული შიმშილობა), წონის შესამცირებლად ეფექტურია. სტატია ჟურნალში Cell Metabolism გამოქვეყნდა.

კვლევაში საუბარია კლინიკური ცდების შედეგებზე, რომელშიც ორი, დროში შეზღუდული 4 საათიანი და 6 საათიანი დიეტა საკონტროლო ჯგუფთან ერთად შეადარეს.

„ეს პირველი კლინიკური კვლევაა ადამიანებზე, სადაც სხეულის მასისთვის დროში შეზღუდული კვების ორი პოპულარული ფორმის ეფექტები და კარდიომეტაბოლური რისკის ფაქტორები შეადარეს“ – ამბობს კრისტ ვარადი, კვების პროფესორი ილინოისის უნივერსიტეტში გამოყენებითი სამედიცინო მეცნიერების კოლეჯში და სტატიის თანაავტორი.

კვლევის შედეგები

4 საათიანი დროში შეზღუდული დიეტის ჯგუფის მონაწილეებს მხოლოდ 13-დან 17 საათამდე ჭამას სთხოვდნენ, ხოლო 6 საათიანი ჯგუფის მონაწილეებს მხოლოდ 13-დან 19 საათამდე ჭამას.

ორივე ჯგუფის პაცინტებს ნებადართული ჰქონდათ ეჭამათ ის, რაც სურთ ამ 4 საათიანი ან 6 საათიანი პერიოდის ფარგლებში. მარხვის საათებში მონაწილეებს უნდა დაელიათ მხოლოდ წყალი ან უკალორიო სასმელი. საკონტროლო ჯგუფის მონაწილეებს შესთავაზეს წონის მხარდაჭერა და არა რაციონის ან ფიზიკური აქტივობის დონის შეცვლა.

10 კვირის განმავლობაში ზომავდნენ პარამეტრებს: წონა, ინსულინის რეზისტენტობა, ჟანგვითი სტრესი, არტერიული წნევა, LDL ქოლესტერინი, HDL ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები და ანთების მარკერები.

პერიოდული შიმშილობის ორივე ჯგუფის მონაწილეებმა უბრალოდ გრაფიკის მხარდაჭერით კალორიების რაოდენობა დღეში 550 კალორიამდე შეამცირეს და სხეულის მასის დაახლოებით 3% დაიკლეს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ინსულინის რეზისტენტობის და ჟანგვითი სტრესის დონე კვლევითი ჯგუფის მონაწილეებს შორის უფრო შემცირდა, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში. თუმცა არტერიულ წნევაზე, LDL ქოლესტერინზე, HDL ქოლესტერინსა და ტრიგლიცერიდებზე არანაირი გავლენა არ ყოფილა.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი