ათჯერ დაფიქრდით, რისთვის გჭირდებათ ეს, როცა საყვარელი ადამიანი ხელს გთხოვთ.
საინტერესო გამოდის: ჩემი მეზობელი 1994 წელს მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ გათხოვილიყო. ეგონა, რომ დაოჯახებით ყველა პრობლემას მოაგვარებდა. დიახ, სხვა დრო იყო, მაგრამ მაინც.
ახლა, დასაოჯახებელი ქალიშვილი ჰყავს, 26 წლისაა. ქალი ყველაფერს აკეთებს, რომ მისმა ქალიშვილმა ოჯახის შექმნა გადაიფიქროს. ამბობს, რომ კაცები შეიცვალნენ. დაოჯახებას კარგი არაფერი მოაქვს. ქორწინება ხაფანგია. ილუზია, ნულზე გამრავლებული.
მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს. მამაკაცზე დაყრდნობა შეუძლია მხოლოდ მას, ვინც ჭაობში ნებაყოფლობით ხტება.
ჯერ კიდევ 20 წლის წინ ხალხი ერთმანეთს უტაქტოდ ეკითხებოდა: 26 წლის ხარ და ვერ თხოვდები? რაზე ფიქრობ? კარგებს დაიტაცებენ და ნარჩენი შეგხვდება.
ახლა 26 წლისას იყო დამოუკიდებელი და თვითკმარი ნორმალურია. უმკლავდები? ყოჩაღ.
დრო გავიდა, როცა ქორწილი ქალს ერთგულად ემსახურებოდა: უძრავი ქონების, რეგისტრაციის და ფინანსური სტაბილურობის იმედი ჩნდებოდა. რატომ იმედი? ზოგს ეს ყველაფერი ერთდროულად უჩნდებოდა.
რა საჭიროა წლები იშრომოთ, თუ შეგიძლიათ მიხვიდეთ და აიღოთ?
20 წლის შემდეგ, კანონების და საქორწინო კონტრაქტების გაფორმების შემდეგ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ბედნიერებისთვის მიმავალი მოკლე გზა არ არსებობს. შენია მხოლოდ ის, რისი აღებაც შეგიძლია. იშრომე, აწარმოე, იყიდე. დანარჩენი დროებითია.
ჩვენს დროში დაოჯახება ქალს აქცევს დონორად, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე (შვილები, ქმარი, მშობლები, ქმრის ნათესავები და სკოლაში მასწავლებელიც თქვენ გთხოვთ მისვლას და კლასის დალაგებას სასწავლო წლის დაწყებამდე). ორქიდეა თოხარიკი ცხენი ხდება. რას იღებს სანაცვლოდ?
80% შემთხვევაში ერთობლივი ძალისხმევით სამოთხურ ცხოვრებაზე ოცნება მარცხდება. პრობლემები არ გვარდება, პირიქით, იზრდება.
გამომიგზავნეს „კურსელების შეხვედრის“ ფოტოალბომი (ვერ წავედი, რადგან სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ). დასკვნა, რომელიც თავისით მოდის: დაოჯახებული ქალები თავისუფლებზე ბევრად უარესად გამოიყურებოდნენ. რატომ? დაოჯახებულებს მთელი რიგი ამოცანა და პრობლემა აქვთ.
„ეს მათი არჩევანი“ – ალბათ, გააპროტესტებთ. ვიტყოდი, არჩევანი არაა. კაცების უმეტესობა მზად არაა ზრდასრული ცხოვრებისთვის, იმასთან, რასთან შეჯახება ოჯახს უწევს. ბავშვები დაიბადნენ. რომც გინდოდეს, შენს კერას ვერ მიატოვებ. ქალი შემოქმედი არსებაა.
„ვმუშაობ, სახლში ხელფასი მომაქვს, კიდევ რა გინდა?“ – ამბობს ქმარი.
ქალის მოვალეობები მხოლოდ ამით რომ შემოიფარგლებოდეს.
ახალი ტრენდი: დიდ ქალაქებში ქალები ცდილობენ, რომ საკუთარი ბინა დაქორწინებამდე შეიძინონ. იმისთვის, რომ განქორწინებისას მისი გაყოფა არ მოუწიოთ. იმისთვის, რომ დედამთილი არ მოვიდეს საყვედურებით და შეხსენებით, რომ მათი ბუდე მისი დამსახურებაა და თუ რამე არ მოსწონს, კარი ღიაა.
გამოკითხეთ ნაცნობი მამაკაცები, 90% გეტყვით, რომ იპოთეკა ხაფანგია და სატყუარა პინოქიოსთვის.
როგორ იცხოვრონ?
პატრიარქატის ეპოქა უკან იხევს.
ქალები კაცებს უკვე მზა ბინაში პატიჟებენ. ახალგამომცხვარი ქმარი ხარობს: კრედიტის გადახდა, რეგისტრაციის, სკოლის, საავადმყოფოს საკითხის მოგვარება საჭირო არაა. მაგრამ ამ ბინაში თითს თითზე ვერ დაადებს. ბინა მას არ ეკუთვნის. თუ არ ეკუთვნის, ვინ არის? სტუმარი? დიდხანს დარჩება აქ?
რაღაც ჩაკეტილი წრეა.
„რომ მცოდნოდა, რა სკანდალით გავიყოფდით ჩვენს იპოთეკურ ბინას, რომ ვიკამათებდით თითოეულ მეტრზე, თითოეულ ტუმბოსა და ქვაბზე, ფატას და თითზე ბეჭედს არასდროს გავიკეთებდი“ – ამბობს ჩემი ნაცნობი.
შორს არის ფემინისტური ლოზუნგებისგან, მაგრამ შეიცნო ფაქტი: ოჯახურ ცხოვრებაში ტვირთი ორმა უნდა ატაროს. თუ მხოლოდ ერთი იბრძვის, აფეთქების რისკი არსებობს.
დაოჯახებული ქალი სამუშაო აგრეგატია პაუზაზე დაჭერის და დასვენების შესაძლებლობის გარეშე. მან სხვებზე უნდა იზრუნოს, ოჯახის მორალური სული შეინარჩუნოს, ხოლო მისი ინტერესები ან შეუძლია თუ არა ამის გაკეთება არავის აინტერესებს. აღიკაზმეთ? შეესაბამეთ.