მეცნიერებმა დაასახელეს პროდუქტები, რომელთა კომბინაციაც დემენციას იწვევს

0
429

ბორდოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა მრავალწლიანი კვლევა ჩაატარეს, რომ ასაკობრივი დემენციის განვითარებაზე პროდუქტების გავლენა დაედგინათ.

მათ ექსპერიმენტის ფარგლებში 5 წლის განმავლობაში 418 ჯანმრთელი ადამიანის და 208 დემენციის სინდრომის მქონე ადამიანის კვების ჩვევა შეისწავლეს. სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ასაკობრივი დაავადების ალბათობა გარკვეული რაციონის პირობებში იზრდება.

ორივე ჯგუფი იღებდა ხორცს, რძის პროდუქტებს, ძეხვს, ხილს, ბოსტნეულს და მარცვლეულს. ასევე რაციონიდან ამოღებული არ იყო ალკოჰოლი, ტკბილეული და ცხიმიანი საკვები. თუმცა ჯგუფებში პროდუქტების კომბინაცია განსხვავებული იყო.

გაირკვა, რომ დემენციის მქონე ხალხი, ძირითადად, გადამუშავებულ ხორცს პაშტეტის და ძეხვის სახით იღებდა, ხოლო გარნირად სახამებლის შემცველ კარტოფილს და ბოსტნეულს მიირთმევდა. ორივე ჯგუფი დარღვევის გარეშე ხორცს უმ ბოსტნეულს უხამებდა და თერმულად დაუმუშავებულ ხილს მიირთმევდა.

ალკოჰოლს ყველა საცდელი სუბიექტი ერთნაირად სვამდა, მაგრამ დემენციის არმქონე ხალხი მას ყველს და ხილს აყოლებდა. ხოლო დაავადებულები სპირტიან სასმელებს ხორცს აყოლებდნენ. ამის შესახებ ჟურნალი Neurology წერს.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი