ვირუსული ხაფანგები: ზედაპირები სახლში, რომლებზეც ვირუსები გროვდება

6881

ვირუსებმა შეიძლება არა მხოლოდ გარეთ, არამედ სახლში ყოფნის დროს შეგვიტიონ. ზოგიერთი ზედაპირზე ვირუსი განსაკუთრებით მჭიდროდ გროვდება და ამ ადგილს „ვირუსულ ხაფანგად“ აქცევს.

დადგენილ იქნა, რომ კორონავირუსის გადამტანები ზოგიერთ ზედაპირზე რამდენიმე დღე ცოცხლობენ, ამასთან არა მხოლოდ საზოგადოებრივ ადგილებში, არამედ სახლში. ამის შესახებ Fit for Fun წერს. ექსპერტებმა დაასახელეს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ზედაპირი, რომელიც შეიძლება ვირუსული ხაფანგი გახდეს და ესაა ონკანის სახელურები.

„ვირუსების ნომერ პირველი დამჭერი ონკანია. სააბაზანო ოთახის ონკანებს ბაქტერიების ყველაზე მაღალი სიმჭიდროვე აქვთ. როცა ხელების დაბანის შემდეგ წყალს კეტავთ, დიდი ალბათობით იმას მიიღებთ, რისი მოშორებაც გსურთ“ – ამბობს ჩარლზ გერბი, ამერიკული მიკრობიოლოგი.

სპეციალისტების წყლის ონკანის დასაკეტად სალფეთქის გამოყენებას გირჩევენ.

სახლში სხვა ზედაპირებს შორის, რომელთაც ადამიანები ხშირად ეხებიან, გამოიყოფა სმარტფონები.

„იმის მიუხედავად, თუ რამდენად ხშირად იბანთ ხელს, საკმარის სისუფთავეს ვერ მიაღწევთ, თუ სმარტფონს რეგულარულად არ გაწმენდთ. მიკროფიბრული ქსოვილით მშრალი წმენდა საკმარისია, რომ მიკრობების 80% განადგურდეს“ – აღნიშნავს ექსპერტი.

გარდა ამისა, სახლში ვირუსების, ბაქტერიების და მიკრობების ყველაზე მეტი რაოდენობა გროვდება შემდეგ ზედაპირებზე:

  • კარის, ონკანის სახელურები
  • სინათლის ჩამრთველები
  • კარადების, ყუთების, მათ შორის მაცივრის სახელურები

ეს პოტენციული ვირუსული ხაფანგები რეგულარულად უნდა გაწმინდოთ.

ამასთან, ზედაპირების გასაწმენდად სჯობს სადეზინფექციო საშუალებების ნაცვლად საპნიანი წყალი გამოიყენოთ.

„სადეზინფექციო საშუალება ჭუჭყს ვერ აშორებს და წმენდას ვერ ჩაანაცვლებს. ის, როგორც წესი, ხშირი გამოყენებისთვის უსარგებლოა და მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით უნდა იქნას გამოყენებული“ – სპეციალისტები რჩევებს იძლევიან.