წვივის და ტერფის შეშუპება შეიძლება მოახლოებული გულის შეტევის სიმპტომი იყოს

2114

გულის შეტევა მოულოდნელი გვგონია, მაგრამ ხშირად მას გამაფრთხილებელი სიმპტომები წინ უძღვის. მოახლოებული ინფარქტის ერთ-ერთი ასეთი ნიშანია ტერფის და წვივის შეშუპება. ამის შესახებ Express წერს.

დერმატოლოგთა ამერიკული აკადემია (AAD) აღნიშნავს, რომ ტერფების და წვივების შეშუპება შეიძლება გულის დაავადების სიგნალი იყოს.

„გულის ბევრი დაავადება ფეხებსა და წვივებში სითხის დაგროვებას იწვევს. სითხის დაგროვების მიხედვით შეგიძლიათ დაინახოთ შეშუპება, რომელმაც შეიძლება ფეხის ზედა ნაწილს და საზარდულს მიაღწიოს“ – გვაფრთხილებენ აკადემიის სპეციალისტები.

გულის ბრიტანული ფონდი მათ მხარს უჭერს: ფეხის შეშუპების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება! ასევე მისი წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მოახლოებული გულის შეტევის გამაფრთხილებელი სიმპტომები შეიძლება განსხვავებული იყოს. ისინი ასახელებენ რიგ ნიშნებს, რომლებზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ:

  • მკერდის ტკივილი
  • ტკივილი, სისუსტე, კიდურების გაშეშება
  • დისპნოე (ქოშინი)
  • ძალიან სწრაფი ან ნელი გულისცემა
  • თავბრუსხვევის შეგრძნება, დეზორიენტაცია
  • ძლიერი დაღლილობა
  • შესიებული ხელები და ფეხები

ექიმები ყველაზე სერიოზულ ფაქტორად, რომელიც ინფარქტზე გავლენას ახდენს, სისხლში ქოლესტერინის მაღალ დონეს თვლიან. „ცუდი“ ქოლესტერინი, რომელიც არტერიის კედლის შიდა ნაწილს ეკვრის, შეიძლება მისი დაბინძურება გამოიწვიოს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოში სისხლის მიწოდებას აფერხებს. ამ ფონზე გულის შეტევის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

ასევე ინფარქტს შეიძლება ხელი შეუწყოს დიაბეტის დაავადებამ, ნაკლებად მოძრავმა ცხოვრების წესმა და ჭარბმა წონამ.