5 მდგომარეობა, რაც კანის ფერმკრთალობას იწვევს

1548

კანის ფერმკრთალობა (სახის) დამახასიათებელია იმით, რომ კანი ჩვეულებრივზე უფრო ნათელი ფერისაა. ადამიანი ამ მდგომარეობას ხშირად სახეს უკავშირებს, თუმცა შეიძლება ფეხისგულზე, ტუჩებზე, ღრძილებსა და ენაზე გამოვლინდეს. ქვემოთ მოცემულია ფერმკრთალობის გავრცელებული მიზეზები

ანემია

ანემია მიეკუთვნება მდგომარეობას, როცა ორგანიზმში ერითროციტების წარმოების უნარი მცირდება, და კანის ფერმკრთალობის ერთ-ერთ გავრცელებულ მიზეზად მიიჩნევა. ეს დაავადება შეიძლება იყოს მწვავე მოულოდნელი განვითარებით ან ქრონიკული და თანდათანობით ვითარდებოდეს.

მწვავე ანემია ხშირად დაზიანების და ქირურგიული ჩარევის შედეგად სისხლის სწრაფი დაკარგვით არის გამოწვეული. ქრონიკული ფორმა კი რაციონში სხვადასხვა მიკროელემენტის დეფიციტით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითად ფოლიუმის მჟავა, რკინა და B12. ანემიის ეს სახეობა შეიძლება თირკმლის უკმარისობით, ჰიპოთირეოზით, ძვლის ტვინზე მოქმედი ზოგიერთი სახეობის სიმსივნით იყოს გამოწვეული.

დაღლილობა

ეს მდგომარეობა ადამიანს აიძულებს უფრო ფერმკრთალი გამოჩნდეს, თუმცა მკვლევარებს კავშირის დადგენა ჯერ კიდევ მოუწევთ. ზოგიერთ შემთხვევაში ქრონიკული დაღლილობა ანემიას უკავშირდება.

ვიტამინების დეფიციტი

ნაკლები ჭამა ორგანიზმში ჯანსაღი რაოდენობის ერითროციტების წარმოებას ართულებს.

„ვიტამინ-დეფიციტური ანემია ხშირად B12 ვიტამინის დეფიციტს უკავშირდება, რამაც შეიძლება კანის ფერმკრთალობა გამოიწვიოს. ამ ტიპის დეფიციტი იქმნება, როცა კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ვიტამინების სწორად ათვისებას ვერ ახერხებს ან საკმარისი რაოდენობის ვიტამინებს ვერ იღებს“ – წერს გამოცემა Medical News Today.

სისხლდენა

ნებისმიერი ფორმის სისხლდენამ შეიძლება ორგანიზმში რკინის მარაგი სწრაფად შეამციროს, რაც ჰემოგლობინს ამცირებს და კანის ფერმკრთალობას იწვევს.

სასუნთქი ორგანოების დაავადება

კანის ფერმკრთალობა ჟანგბადით მდიდარი ჰემოგლობინის დეფიციტის, სასუნთქი ორგანოების დაავადებებს უკავშირდება და შეიძლება სახის ფერის ცვლილება გამოიწვიოს. ფილტვების ქრონიკული დაავადება და სიმსივნე სხვა მთავარი მიზეზებია, რომლებიც კანის ფერმკრთალობას იწვევენ.