მუცლის ცხიმის მწველი 5 ნატურალური საშუალება

0
2256

მუცლის ცხიმი განსაკუთრებით ჯიუტია, მაგრამ არსებობს ნატურალური საშუალებები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის პროცესებში მის დნობას აჩქარებენ. ამის შესახებ Freundin.de წერს.

მატჩას ჩაი. მატჩას ჩაი რამდენიმე სახეობის მწვანე ჩაის ფოთლების ფხვნილია, რაც ამ ნატურალურ პროდუქტს ანტიოქსიდანტების უმდიდრეს წყაროდ აქცევს. სასმელი მუცლის არეში ცხიმის წვას აჩქარებს, რასაც ინსულინის დონის დარეგულირების ხარჯზე აღწევს, რომლის მაღალი დონეც ცხიმის წვას ხელს უშლის.

შავი კვლიავის ზეთი. აღმოსავლეთში თავისი სამკურნალო თვისებებით უკვე 1300 წელზე მეტია პოპულარულია. თავისი ღირებული მკვებავი ნივთიერებების წყალობით ზეთი ორგანიზმს აძლიერებს, საკვების ცალკეულ კომპონენტებად დაშლას აჩქარებს და ტოქსინების ბუნებრივი გზით გამოდევნას ხელს უწყობს. ეს ნატურალური საშუალება შეგიძლიათ სუფთა სახით (ცივი დაწურვის ზეთი) მიიღოთ ან ბოსტნეულის წვენებს აურიოთ. სპეციალისტების თქმით, პროდუქტი „ნივთიერებათა ცვლის რეალური მასტიმულირებელია, სისხლში შაქრის დონეს ამცირებს და ნაწლავების ფლორაზე და მთელ საჭმლის მონელების პროცესზე დადებით გავლენას ახდენს“.

ვაშლის ძმარი. დილით 1 ჭიქა თბილი წყალი 1 ს/კ ვაშლის ძმარს აურიეთ, ცოტა თაფლი დაუმატეთ და უზმოზე დალიეთ. მასში შემავალი ძმრის მჟავა ნაწლავების ფლორას გაწმენდს და ორგანიზმის ph დონეს დაარეგულირებს. იაპონელი მეცნიერების კვლევა, რომელიც ჟურნალში Journal of Agricultural and Food Chemistry გამოქვეყნდა, ამტკიცებს: ამ ნატურალური საშუალების მჟავა ისეთი გენების მუშაობას ააქტიურებს, რომლებიც ცილებს აწარმოებენ და ცხიმებს შლიან.

თევზის ქონი. მისი მიღება სისხლში ლიპიდების დონეს ამცირებს. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის მაღალი დონე ცხიმის დაშლას ხელს უწყობს. ამასთან ვისცერალური ცხიმის წვა ჩქარდება, რომელიც უფრო სახიფათოა, რადგან მუცლის ღრუში მდებარე ორგანოებს ეკვრება.

სელის თესლი. როგორც თევზი, ისიც ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავით მდიდარია, რომელიც ვისცერალური ცხიმის დაშლას და ანთების გაქრობას ხელს უწყობს. ამასთან, ასეთი ცხიმის მწველი საშუალება უჯრედისით მდიდარია, რომელიც ნაწლავების მოქმედებას სტიმულირებს.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი