ცემინებიდან შფოთვამდე: 5 უჩვეულო სიმპტომი, რაც ნაწლავების პრობლემებზე მეტყველებს.

1480
photo by Tina Franklin on flickr

ნაწლავების პრობლემებზე სხვადასხვა სიმპტომი შეიძლება მინიშნებას გაძლევდეთ. „კლასიკური“ ნიშნების გარდა, როგორიცაა შებერილობა, ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა, საკმაოდ უჩვეულო ნიშნებიც არსებობს. მაგალითად, ძლიერი ცემინება ან გაზრდილი შფოთვა.

ცემინება. ცნობილი ბრიტანელი დიეტოლოგი, ნაწლავების ჯანმრთელობის შესახებ წიგნის ავტორი, ჯენეტი ჰაიდი ნაწლავების მდგომარეობის დარღვევის უჩვეულო სიმპტომებზე წერს. სპეციალისტის თქმით, ძლიერი ცემინება შეიძლება ნაწლავის გაჟონვაზე საუბრობდეს. როგორც ჰაიდი აღნიშნავს, მსგავსი დარღვევა იქმნება მაშინ, როცა ნაწლავებში შუალედები უფრო დიდია, ვიდრე უნდა იყოს, რასაც ისეთი ფაქტორები იწვევენ, როგორიცაა სტრესი, საკვების აუტანლობა, ალკოჰოლის ჭარბად მიღება. შედეგად, საკვების გადაუმუშავებელი ნაწილაკები სისხლში ხვდება და ჭამიდან 1-2 საათის შემდეგ იმუნურ რეაქციას, ძლიერ ცემინებას იწვევენ.

გაზის ჭარბი წარმოება. გაზის გაზრდილი წარმოქმნა შეიძლება იმის შედეგი იყოს, რომ ნაწლავებში პათოგენური ბაქტერიების პოპულაცია დომინირებას იწყებს. ეს იქმნება მაშინ, როცა ადამიანი ძალიან ბევრ შაქარს და ხელოვნურ დამატკბობლებს მიირთმევს, მაგალითად, როცა ყოველდღე გაზიან სასმელს სვამს.

კანის ქავილი და გამონაყარი. როგორც ცემინების შემთხვევაში, ასეთი სიმპტომები ნაწლავების გაჟონვის დროს იქმნება, რის გამოც გადაუმუშავებელი ნაწილაკები სისხლში ხვდება და იმუნური სისტემისგან საპასუხო რეაქციას იწვევენ.

სუსტი ფრჩხილები. ფრჩხილების და თმის ცუდი მდგომარეობა შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ ორგანიზმი რაციონიდან მკვებავ ნივთიერებებს ვერ ითვისებს, რაც კარგი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან შეიძლება სწორად და კარგად იკვებოთ, ბევრი სასარგებლო პროდუქტი მიიღოთ, მაგრამ მათი სწორად დაშლა და ღირებული ვიტამინების, მინერალების და ამინომჟავების ათვისება არ მოხდება.

„საკვების სწორად ასათვისებლად პირველ რიგში, საკვები კარგად უნდა დაღეჭოთ. ამასთან საკმარისი რაოდენობის კუჭის წვენი და ბევრი ფერმენტი აუცილებელია. ფერმენტების წარმოებისთვის, რომელიც ცილების ამინომჟავებისგან შედგება, ყოველდღე საჭირო რაოდენობის ცილები უნდა მიიღოთ“ – აღნიშნავს ჯენეტი ჰაიდი.

შფოთვის და დეპრესიის გრძნობა. როცა ნაწლავების მიკრობიომის წონასწორობა ირღვევა, ჩვენი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა შეიძლება დაირღვეს. არსებობს ნერვი, რომელიც ნაწლავებს თავის ტვინთან აკავშირებს და ამ ორ სიგნალს შორის ნერვული სიგნალი ორივე მიმართულებით მოძრაობს. ცუდი განწყობა, დეპრესია, ემოციური დაქვეითება, სასოწარკვეთა, ასევე გაზრდილი შფოთვა და ნერვიულობა – ყველაფერი ეს უარყოფითი ფსიქიკური ცვლილება შეიძლება ნაწლავების ბაქტერიული დისბალანსის, პათოგენური ბაქტერიების ზრდის შედეგი იყოს.

„ყოველდღე დიდი რაოდენობით მცენარეული საკვების მიღება, როგორიცაა ბოსტნეული, მწვანილი და ზოგიერთი ხილი, ფსიქიკური წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ, რადგან ბოჭკოები და პიგმენტები ნაწლავებში კარგ ბაქტერიებს კვებავენ და მრავალფეროვან მიკრობიომს ქმნიან. ფერმენტირებული პროდუქტები, როგორიცაა კეფირი, ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიებს ზრდიან და ნაწლავების ფლორის აღდგენას ხელს უწყობენ. ცუდი განწყობის ბევრი მიზეზი არსებობს, ზოგიერთი მათგანი შეიძლება გავაკონტროლოთ. ნაწლავების მიკრობიომის მხარდაჭერა ასეთი კონტროლის მეთოდს წარმოადგენს“ – ირწმუნება დიეტოლოგი.