ექიმები განმარტავენ, თუ რატომ უჭირს ხალხს ჭამის შეწყვეტა და წონაში დაკლება

2151
photo by Jannes Pockele on wikipedia

ჭარბი წონის მქონე ბევრ ადამიანს, რომელთაც ღორმუცელობა აწუხებთ და დაკლებას ვერ ახერხებენ, ჰორმონი ლეპტინის მიმართ რეზისტენტობა აქვთ. მსგავსი დარღვევა მათი პრობლემის ფესვებს წარმოადგენს, რაც მათ ზედმეტი კილოგრამების მოშორებას საშუალებას არ აძლევს. ამის შესახებ ექიმი, სამედიცინო მეცნიერების კანდიდატი ლიდია ფედოსოვა ამბობს.

სპეციალისტის თქმით, ადამიანები, რომლებიც ზედმეტად ბევრს ჭამენ, შეიძლება წლები ლეპტინის მიმართ რეზისტენტული იყვნენ, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებდნენ. სწორედ ლეპტინის უჯრედების მიმართ უგრძნობელობა დანაყრების შეგრძნებას ხელს გვიშლის, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი რაოდენობის საკვები და კალორია მივიღეთ.

ფედოსოვა განმარტავს, რომ ჯანსაღ ორგანიზმში, მას შემდეგ, რაც ადამიანი საკვებს მიიღებს, ლეპტინის დონე იზრდება. ეს ჰორმონი „მადას“ მართავს და ენერგეტიკულ ცვლას არეგულირებს. ლეპტინი სხეულის ცხიმოვან ქსოვილში იწარმოება. მისი ამოცანაა ტვინს ინფორმაცია მიაწოდოს, მიღებულია თუ არა საკმარისი რაოდენობის საკვები ორგანიზმისთვის საჭირო ენერგიის საწარმოებლად. ლეპტინის გაზრდილი დონე ტვინს სიგნალს აძლევს, რომ მეტი საკვები საჭირო არაა. მას შემდეგ, რაც ადამიანი ჭამას წყვეტს, ლეპტინის დონე შემცირებას იწყებს, ნივთიერებათა ცვლის ჩქარდება და ცხიმის მარაგი იწვება.

ლიდია ფედოსოვა ამბობს, რომ ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში ჭამის შემდეგ ლეპტინის დონის მატების მიუხედავად ტვინის რეცეპტორები ამ ზრდაზე არ რეაგირებენ. საჭირო სიგნალის მიღების გარეშე ტვინი სიტუაციას კალორიების დეფიციტად აღიქვამს. ეს შიმშილის გრძნობას იწვევს და ადამიანს უფრო მეტი და მეტი საკვების მიღებას აიძულებს, წერს Medical Note.

„ასეთი მანკიერი წრე იქმნება, რომელიც მუდმივად შიმშილის გრძნობას და ზედმეტი საკვების მიღებას იწვევს. ბევრ ადამიანს ლეპტინის მიმართ რეზისტენტობა აწუხებს, მაგრამ წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ლეპტინის დონის დასადგენად ანალიზების გაკეთება და პრობლემის მოგვარება საჭიროა“ – აღნიშნავს ექიმი.