მუცლის შებერილობა, შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში კიბოს ნიშანი იყოს

0
1632
photo by Darko Djurin on Pixabay

არასდროს უგულებელყოთ ისეთი სიმპტომი, როგორიც მუცლის შებერილობაა. იგი, სხვა მრავალს შორის, შეიძლება ღვიძლის კიბოს განვითარებაზე მიუთითებდეს.

ეს კიბო ღვიძლის უჯრედებში ვითარდება. ღვიძლი ფეხბურთის ბურთის ზომის ორგანოა, რომელიც მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში, კუჭს ზემოთ, დიაფრაგმის უკან მდებარეობს. ღვიძლში დაწყებულ სიმსივნეს უწოდებენ პირველად კიბოს. არსებობს მეორეულიც, რომელიც სხეულის სხვა ნაწილში ჩნდება და შემდეგ მეტასტაზირდება ღვიძლში. ღვიძლის კიბოს კლასიკური სიმპტომები, ჩვეულებრივ, მანამდე ჩნდება, სანამ მდგომარეობა გამწვავდება. თუმცა, ერთი სიმპტომი შეიძლება გაჩნდეს უფრო ადრეც, და მისი უგულებელყოფა კატეგორიულად დაუშვებელია.

საუბარია მუცლის შებერილობაზე, რომელიც შეხებისას მტკივნეულია. ღვიძლის კიბომ შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული შეშუპება, რამდენადაც, პათოლოგიური პროცესის გამო, ღვიძლი ზომაში იზრდება და იწყებს მუცლის ღრუს კედლებზე ზეწოლას. ღვიძლის ზრდა, აგრეთვე, იწვევს სისხლის დაგროვებას სისხლძარღვებში, რაც სითხის ვენებიდან მუცლის ღრუში გადასვლით სრულდება. აღნიშნულ პროცესს ასტიტი ეწოდება. ამ დროს ვენები იმდენად იძაბება, რომ მათ მუცლის ზედაპირზეც კი ხედავენ ხოლმე.

ასციტი შეიძლება იმ შემთხვევაში გაჩნდეს, თუ ღვიძლი ვერ შეძლებს საკმარისი რაოდენობით ცილის წარმოებას. ღვიძლის კიბოს სხვა სიმპტომებს მიაკუთვნებენ წონის მოულოდნელ კლებას, მადის დაკარგვას, ძლიერი შევსების შეგრძნებას საკვების მცირე რაოდენობით მიღების შემდეგ, საყვითლოს, კანის ქავილს, მუდმივ დაღლილობასა და სისუსტეს.

ამ ინფორმაციას აქვეყნებს გამოცემა Express.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი