მარტივი მეთოდი, როგორ გავათეთროთ ნივთები სახლის პირობებში

0
2725

როცა სახლში პატარა ბავშვი ცხოვრობს, გასარეცხი ნივთებით მთელი ტაშტი ივსება. ბავშვს ბოლომდე თვალყურს ვერ მიადევნებ, ის რაღაცით დასვრას მაინც შეძლებს და ჭუჭყიანი ივლის. არადა, როგორ გვსურს, რომ ბავშვები ყოველთვის სუფთად გამოიყურებოდნენ.

დღეს „ვივიენი“ ბლოგერის, მარინა ჯუკოვის მეთოდს გიზიარებთ, რომლის დახმარებით ნივთების მარტივად გათეთრებას შეძლებთ. მეთოდი საკუთარ ტანსაცმელზე გამოვაცდეთ და საკმაოდ კმაყოფილი დავრჩით. ამ მეთოდით ნივთების გათეთრება შეუძლებელი ამოცანა აღარ იქნება.

მეთოდის უპირატესობა: საკმაოდ ეკონომიურია და ეფექტურობით ქიმწმენდას არ ჩამოუვარდება.

როგორ გავათეთროთ ნივთები სახლის პირობებში

ინგრედიენტები:

  • 10 ლ მდუღარე წყალი
  • 1 ჭიქა ფხვნილი
  • 1 ს/კ სოდა
  • 4 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • 4 ს/კ მათეთრებელი

გამოყენება:

1. ტანსაცმელი რეცხვისთვის მოამზადეთ. საშიში არაა, თუ ნივთებს ფერადი ნახატები ექნებათ.

2. ცარიელ ემალის ქვაბში მითითებული ინგრედიენტები მოათავსეთ და მდუღარე წყალი დაასხით.

3. ხის კოვზით კარგად აურიეთ, რომ ყველა კომპონენტი კარგად გაიხსნას.

4. ქვაბში ტანსაცმელი ჩადეთ და სუსტ ცეცხლზე 20 წუთით აადუღეთ.

5. ნივთები ამავე ქვაბში მთელი ღამე გააჩერეთ.

6. დილით კი სარეცხ მანქანაში გარეცხეთ.

შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ის, რასაც მაღაზიაში ნაყიდი ფხვნილი და მათეთრებელი ვერ უმკლავდებოდა, სოდის და მზესუმზირას ზეთის მოქმედებით გაქრება. ახლა უკვე იცით, თუ რით გაათეთროთ ნივთები სახლის პირობებში.

ზოგჯერ ლაქები არასაყოფაცხოვრებო ხასიათისაა: მანქანის ზეთი, ტექნიკური საღებავი, ქიმიური რეაქტივები. მათი ამოყვანა ბევრად უფრო რთული, მაგრამ შესაძლებელია. ნიშადურის სპირტი თხევად საპონს და ცივ წყალს ერთნაირი პროპორციით აურიეთ. ამ ხსნარში ლაქა დაასველეთ და 10 წუთის შემდეგ ისე გახეხეთ, როგორც ხელით რეცხვის დროს. ამის შემდეგ ნივთები სარეცხ მანქანაში გარეცხეთ.

თუ ეს რჩევები თქვენთვის სასარგებლო იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი