ჯანსაღი და გემრიელი ტკბილეული: როგორ მოვამზადოთ თაფლაკვერები

0
1334

შინ მომზადებული თაფლაკვერები ჩემი ოჯახის საყვარელ ტკბილეულად იქცა. ამ რეცეპტს შემთხვევით წავაწყდი და ახლა მას ყოველთვის ვამზადებ, როცა მაცივარში ხელუხლებელ კეფირს ვხედავ. ამისთვის დიდი დრო არ მჭირდება, სამაგიეროდ, ოჯახისთვის “თაფლაკვერების დღე” ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

ჩვენს რედაქციაში ზუსტად იციან, თუ რამდენად სასიამოვნოა, როცა ახლობლები სიამოვნებით მიირთმევენ თქვენ მიერ მომზადებულ ტკბილეულს, ამ გასაოცარ რეცეპტს კი სხვებს უზიარებენ.

თაფლაკვერები კეფირით

ინგრედიენტები

  • 350 მლ კეფირი
  • 1.5 ჭიქა შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 4 ჭიქა ფქვილი

მომზადება

1. დაყავით ერთი კვერცხის ცილა(ზედაპირისთვის დაგჭირდებათ) და გული. დანარჩენი კვერცხი ათქვიფეთ თაფლთან და შაქართან (დაიტოვეთ 3 ს.კ. შაქარი), ხოლო შემდეგ დაუმატეთ მიღებულ მასას კეფირი და ზეთი და ისევ ათქვიფეთ.

2. შემდეგ გაცერით ფქვილი და თანდათან ჩაყარეთ, სოდასთან ერთად, ათქვეფილ მასაში. მოზილეთ რბილი ცომი.

3. ახლა გააბრტყელეთ ცომი 1 სმ სისქეზე, გააკეთეთ ნებისმიერი ფორმები და დაალაგეთ წინასწარ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე.

4. შედგით თაფლაკვერები 25 წუთით, 180-190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, და შეუდექით მოსართავის მომზადებას.

5. მოსართავისთვის ათქვიფეთ დარჩენილი კვერცხის ცილა და 3 ს.კ. შაქარი მანამ, სანამ შაქარი სრულად არ გაიხსნება.

6. 25 წუთში თაფლაკვერებს წაუსვით მომზადებული მოსართავი და შედგით ღუმელში კიდევ 10 წუთით.

სულ ესაა, უბრალოდ დაალაგეთ თაფლაკვერები თეფშზე და დაუძახეთ მეგობრებს.

იმედია, თქვენს ახლობლებსაც მოეწონებათ ეს გასაოცარი ტკბილეული. ხოლო თუ კეფირი დაგრჩებათ, ალადების მომზადებაც შეგიძლიათ.

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი