რატომ ურევენ გერმანელი დიასახლისები ყაყაჩოს თესლს ხაჭოს

0
163

დრეზდენში მოგზაურობიდან გერმანული ნამცხვრის რეცეპტი ხაჭოთი და ყაყაჩოს თესლით ჩამოვიტანე. შიგთავსი უბრალოდ ფანტასტიკური აქვს. ნამცხვარი საკმაოდ მაღალი, გემრიელი და დიდია, რაც დიდი ოჯახისთვის ძალიან მოსახერხებელია. ძირითად, ფხვიერ ცომს ეფუძნება, შუაში კი ყაყაჩოს და ხაჭოს ნარევის ნაზი შიგთავსი აქვს.

ამ რეცეპტში ყველაზე რთული, გასაგრილებლად ფორმაში დატოვებაა. ხაჭოს და ყაყაჩოს ნამცხვრისთვის გერმანული რეცეპტით საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტები დაგჭირდებათ.

© Depositphotos

ნამცხვარი ხაჭოთი და ყაყაჩოთი

დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, თუ როგორ გამოაცხოთ გერმანული ყაყაჩოს ნამცხვარი ხაჭოთი. დესერტი არა მხოლოდ გემოთი, არამედ გარეგნული მხარით გაგაოცებთ.

© Depositphotos

ცომის ინგრედიენტები:

  • 190 გრ ფქვილი
  • 90 გრ კარაქი
  • 80 გრ შაქარი
  • მწიკვი მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 450 მლ რძე
  • 60 გრ კარაქი
  • 90 გრ შაქარი
  • 100  გრ ყაყაჩო
  • 1 კვერცხი
  • 90 გრ მანანის ბურღული
  • 150 გრ ხაჭო
  • მწიკვი მარილი
© Depositphotos

მომზადება:

1. მცირე ქვაბში ცივი რძე, ყაყაჩო, შაქარი და კარაქი აურიეთ. ნარევი საშუალო ცეცხლზე დადგით. მუდმივად აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.

2. მუდმივი მორევის დროს ცხელ მასას მანანის ბურღული მცირე პორციებით დაუმატეთ. შემდეგ გაზიდან გადმოდგით და ქვაბში 20 წუთით გააჩერეთ, რომ ყაყაჩოს თესლი ოდნავ გასივდეს.

3. ცალკე თასში ხაჭო, კვერცხი და მწიკვი მარილი აურიეთ. ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.

4. ხაჭოს მასას ყაყაჩოს მასა დაუმატეთ. ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ.

5. ფხვიერი ცომის მისაღებად ფქვილი, კარაქი, შაქარი და მწიკვი მარილი აურიეთ. პროდუქტი დანით ან ხელით დააქუცმაცეთ. ამისთვის დანიანი კომბაინი გამოგადგებათ. ამისთვის იმპულსური რეჟიმი გამოიყენეთ.

6. საცხობი ფორმა (18 სმ დიამეტრი) აიღეთ და ქაღალდი დააფინეთ. ნახევარი ცომი დაასხით, თანაბრად გადაანაწილეთ და ოდნავ ჩატუმბთ, ზემოდან ხაჭო-ყაყაჩოს შიგთავსი დაუმატეთ. შიგთავსს ზემოდან დარჩენილი ფხვიერი ცომი დაასხით, ფორმის ზედაპირი გაათანაბრეთ.

7. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთით აცხვეთ. ნამცხვრის ზედაპირი კარგად უნდა შეწითლდეს.

8. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სრულ გაგრილებამდე ნამცხვარი ფორმიდან არ უნდა გამოიღოთ. ბოლომდე გაგრილება აცადეთ, შემდეგ 1 საათით მაცივარში შედეთ.ამის შემდეგ თხელი დანით ფორმის კედლებზე ნამცხვარი მოაშორეთ და ფორმიდან ამოიღეთ.

9. ესეც ასე, ხაჭო-ყაყაჩოს ნამცხვარი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ეს შესანიშნავი დესერტი არომატულ ჩაის ან ყავას შესანიშნავად უხდება. მისი ნაზი და ხრაშუნა ტექსტურა ძალიან მოგეწონებათ. მისი მომზადება აუცილებლად სცადეთ, არ ინანებთ!

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი