ყურის მასაჟის ინსტრუქცია: წერტილოვანი მასაჟი მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის

3576

ჩვენს სხეულზე უამრავი ბიოლოგიურად აქტიური წერტილია, რომლებზე ზემოქმედებად გვეხმარება ტკივილის შემსუბუქებაში, გამოფხიზლებასა და განწყობის ამაღლებაში.

რეფლექსოლოგიის ჩინელი სპეციალისტები განსაკუთრებით გამოყოფენ ყურის ნიჟრის ზონას, რომელზეც უამრავი ნერვული დაბოლოებაა მოთავსებული, დაკავშირებული ჩვენი ორგანიზმის შინაგან ორგანოებთან და სხეულის ნაწილებთან.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ 5 წერტილს ყურზე, რომელთა დახმარებითაც ნებისმიერ მომენტში შეძლებთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ტკივილის ჩახშობას.

ყურის მასაჟი

1. თავის ტკივილი

ყურის ბიბილოს ზედა ნაწილთან თავის სხვადასხვა ნაწილია დაკავშირებული.ამ წერტილების სტიმულირებით, გათავისუფლდებით საფეთქლების, კეფის ან თვალების ტკივილისგან, შაკიკისა და თავბრუსხვევისგან.

ჯერ იპოვეთ მოქმედების წერტილი – დაჭერისას ის ყველაზე მეტად გეტკინებათ. შემდეგ რითმულად დააჭირეთ ფრჩხილის ბოლოთი 7-10-ჯერ, მეტჯერ არაა საჭირო. თუ თავის ტკივილი მარჯვნივაა ლოკალიზებული, იმოქმედეთ მარჯვენა ყურზე, თუ მარცხნივ – მარცხენაზე.

2. სიმძიმე კუჭში

ყურის ნიჟრის შიდა წერტილი დაკავშირებულია კუჭთან და საჭმლის მონელებასთან. გულძმარვა? კუჭის ამოვსება? კუჭის ან ნაწლავის ტკივილი? შინაგანი დისკომფორტი? დაიზილეთ ეს წერტილი – სხვათა შორის, ამის გაკეთება პროფილაქტიკის მიზნითაც შეიძლება.

3. ჭარბი მადა

საფეთქლების წერტილის მოპირდაპირე მხარეს მოთავსებულია წერტილი, რომელიც მადაზე ახდენს გავლენას. მასზე ზემოქმედება ჭარბი წონის მოშორებაში დაგეხმარებათ. მას ხშირად ასტიმულირებენ, კუჭის ზონასთან ერთად.

4. სტრესი და ნერვული დაძაბულობა

სტრესი და ნერვული დაძაბულობა უკვე დიდი ხანია ჩვენი მუდმივი თანამგზავრია. დამშვიდებასა და მოდუნებაში დაგეხმარებათ ყურის წერტილოვანი მასაჟი, ნერვულ სისტემასთან დაკავშირებულ წერტილზე.

მასაჟს უნდა შეუთავსოთ თავის ზონაზე გავლენაც. რამდენიმე წუთში იგრძნობთ, როგორ ქრება დაძაბულობა და ივსებით ძალებით.

5. ტკივილი მენსტრუაციის დროს

არსებობს წერტილიც, რომელიც ეფექტურია მცირე მენჯის პრობლემების დროს. მისი მასაჟი დაგეხმარებათ უსიამოვნო შეგრძნებების შესუსტებაში კრიტიკული დღეების დროს. ამ წერტილზე ზემოქმედება შეიძლება პროდილაქტიკის მიზნითაც, რათა მტკივნეული თვიურები აიცილოთ თავიდან.

მაშინ, როცა ჩვენ ყოველ წამოტკიებაზე აფთიაქში გავრბივართ, ჩინელები საკუთარი ხელებით დევნიან ორგანიზმიდან ტკივილებს.