ფუმფულა ალადები კვერცხის გარეშე

5190

ბევრმა დიასახლისმა არც კი იცის, რომ კვერცხის გარეშე ალადების მომზადება შეიძლება, თანაც ისეთის, რომ თავისი სიფუმფულით ჩვეულებრივ ფუნთუშებს არ ჩამოუვარდება.

კეფირიანი ალადები, კვერცხის გარეშე, გამოდის რბილი და ფუმფულა. გარედანაც და გემოთიც, იგი მოაგონებთ საფუვრიან კერძს, თუმცა, გაცილებით სწრაფად მზადდება. საუზმისა და დიდი მარხვისთვის იდეალური ვარიანტია.

ფუმფულა ალადები კვერცხის გარეშე

ინგრედიენტები

  • 250 მლ კეფირი
  • 200 გ ფქვილი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1/2 ჩ.კ. სოდა
  • მწიკვი მარილი
  • ზეთი

მომზადება

1. ჩაასხით თასში თბილი კეფირი, დაუმატეთ მარილი და სოდა.

2. დაუმატეთ შაქარი და თანდათან შეურიეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ სქელი, წელვადი ცომი.

3. დაასვენეთ ცომი 5 წუთით, ამ დროში კი გაახურეთ ტაფაზე ზეთი.

4. ჩაასხით ზეთში თითო ს.კ. ცომი და შეწვით საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან, ოქროსფრამდე.

5. ძალიან ფუმფულა ალადები მზადაა. ერთი ჭიქა კეფირით დაახლოებით 12 ც გამოგივათ. რეცეპტში კვერცხის არარსებობის გამო, ალადები რბილია მეორე დღესაც.

მოასხით საყვარელი ჯემი ან მურაბა და გემრიელად მიირთვით!