12 არასტანდარტული წყვილი, რომლებიც იდეალური რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ყველა სტერეოტიპს არღვევენ

0
408

არსებობს გამონათქვამი, რომ სიყვარული ბოროტებაა…მაგრამ ის გარკვეულ ურთიერთობას ნეგატიურ ჭრილში აჩვენებს და ამით რეალური გრძნობების მნიშვნელობას ამცირებს. არადა ჭეშმარიტი გრძნობის წყარო ხშირად ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ასევე ამბობენ, რომ საპირისპიროები ერთმანეთს იზიდავენ, მაგრამ ასეთი წყვილი ხშირად კრიტიკის ქარცეცხლს გადის. საზოგადოებაში გარკვეული კანონები არსებობს, რომლითაც აფასებენ ადამიანები ერთმანეთს რამდენად უხდებიან. თუ საზოგადოება თვლის, რომ ერთი პარტნიორი მეორეს ღირსი არაა, მათ კრიტიკის სეტყვა ემუქრებათ.

დღეს მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო წყვილებზე გიამბობთ.

ჯოლისონ ფერნანდეს და სილვა და ევემ მედეიროსი

ბრაზილიის ყველაზე მაღალი ადამიანი, რომლის სიმაღლე 234 სმ-ს შეადგენს, მაღალი სიმაღლის გამო ხშირად დაცინვის ობიექტი იყო და ამიტომ სკოლის დასრულება ვერ შეძლო. ის მორცხვ ადამიანად გაიზარდა. ევე ერთი ნახვით შეუყვარდა და ძლიერი ოჯახის შესაქმნელად სიმაღლეში 1 მეტრიანმა სხვაობამ ხელი ვერ შეუშალათ.

ანტონ კრაფტი და ჩაინა ბელი

ტექნიკურად 132 სმ სიმაღლის ბოდიბილდერი პლანეტის ყველაზე ძლიერი ადამიანია. მას საკუთარ წონაზე 4-ჯერ მეტის აწევა შეუძლია. მისი პარტნიორი ჩაინა ბელია, რომლის სიმაღლე 190 სმ-ია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ დაბადებისას ჩაინა მამაკაცი იყო.

ვერნ ტროიერი და ჯენევიევ გალენი

მსახიობი, რომელმაც ფილმებში „ოსტინ პაუერსი“ და „ჰარი პოტერი“ როლების შესრულებისთვის მსოფლიო აღიარება მოიპოვა, სიმაღლეში მხოლოდ 80 სმ იყო. ამას ხელი არ შეუშლია, რომ 2004 წელს ფოტო მოდელთან ჯენევიევ გალენთან დაქორწინებულიყო. მართალია, მეორე დღეს ქორწინება გააუქმეს, მაგრამ ქალი ირწმუნება, რომ მისი ყოფილი მეუღლის სიმაღლე არაფერ შუაშია.

ვიქტორ ჰიუგო და გაბრიელა პერალტა

ეს წყვილი გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა, როგორც წყვილი სხეულის ყველაზე მეტი მოდიფიკაციით. მათ ორივეს 50 საყურე, 11 სხეულის, 5 კბილის იმპლანტი და ორად გაყოფილი ენა აქვთ. თუმცა უკვე 15 წელია ქორწინებაში ბედნიერები არიან.

ელისან-და-კრუს სილვა და ფრანჩინალდო და სილვა კარვალო

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქალი 206 სმ სიმაღლისა, ხოლო მისი შეყვარებული მხოლოდ 163 სმ-ია. ამას ხელი არ შეუშლია, რომ ერთმანეთი ეპოვათ და შეყვარებოდათ. კაცი მას მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად თვლის, ხოლო თავად ქალი შეყვარებულობის კომუნიკაბელობას და გულახდილობას აფასებს.

გლორია შური ნავა და ალი ლორი

ინტერნეტ მომხმარებლები უბრალოდ ჭკუიდან გადავიდნენ, როცა წყვილმა პირველი ერთობლივი სურათი გამოაქვეყნეს. ისინი ფიქრობდნენ, ეს ლამაზი ბიჭი მსუქანას და თან სათვალებიან გოგოს რატომ ხვდება? თუმცა ქორწინების სურათმა კრიტიკოსები დაადუმა.

პაულო გაბრიელ და სილვა ბაროსი და კატიუშა ხოშინო

პაულო და კატიუშა ქორწინების დაკანონების შემდეგ გინების რეკორდების წიგნში მოხვდნენ, როგორც ყველაზე დაბალი წყვილი. მათი სიმაღლე ზუსტად ერთნაირია – 89 სმ.

კელი ჰილდებრანდტი და კელი ჰილდებრანდტი

მსოფლიოში ერთადერთი თანამოსახელე წყვილი. კელი, რომელიც ცოლია, სოციალურ ქსელში თავის თანამოსახელეებს ეძებდა და კელი მამაკაცით დაინტერესდა. 3 კვირის შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ და მოგვიანებით კიდეც დაქორწინდნენ.

არინ ენდრიუსი და კეტი ჰილი

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი წყვილი, რომელსაც ყურადღებასაც კი არ მიაქცევთ, თუ მათი ისტორია არ იცით. საქმე იმაშია, რომ ორივემ სქესი შეიცვალა. როცა ერთმანეთი გაიცნეს, სწორედ ტრანსფორმაციის პროცესში იყვნენ.

გრეის გედლერი და გრეის გედლერი

ბრიტანელმა ახლობლები და საზოგადოება შოკში ჩააგდო, როცა საკუთარ თავზე დაქორწინდა. მან აღიარა, რომ უკვე 6 წელია მამაკაცთან ურთიერთობა არ ჰქონია და რაღაც მომენტში მიხვდა, რომ ისინი არ სჭირდება.

ბარბარელა ბიუჰნერი და კატები

ეს ბრიტანელი ქალი კიდევ უფრო შორს წავიდა და თავის ორ კატასთან ურთიერთობა დააკანონა. მათთან ერთად თაფლობის თვეც კი გაატარა კანარის კუნძულებზე. მას მსგავსი საქმით დაკავებული პირებიდან სპეციალური სერტიფიკატიც აქვს, მაგრამ…კაზუსი.

სანელე მასილელა და ჰელენ შაბანგუ

8 წლის ბიჭს გარდაცვლილი ბაბუის სახელი დაარქვეს, რომელიც მარტოხელა ცხოვრებას ეწეოდა. და თითქოსდა იმქვეყნიდან დაბრუნდა და შვილიშვილს მასზე დაქორწინება სთხოვა, პატარძლად კი 61 წლის ელენე შეარჩია. როგორც პატარძლის, ასევე სასიძოს ოჯახმა გარდაცვლილი ნათესავის თხოვნა სერიოზულად მიიღეს და ქორწილი აღნიშნეს.

სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში გულწრფელი გრძნობებისთვის ძალიან ცოტა ადგილი დარჩა, ხოლო ნებისმიერი მისი გამოვლენა მოშურნეების კრიტიკის ქარცეცხლს გადის, რადგან მსგავსი რამ მასიდან გამოიყოფა.

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი