იდეალური ქუსლების მისაღებად დღეში მხოლოდ 3 წუთი დაგჭირდებათ!

17143

მივაგენი ძალიან მაგარ რეცეპტს, რომელიც თქვენს ქუსლებს ნაზს და ლამაზს გახდის და აუცილებლად მინდა გაგიზიაროთ, დამერწმუნეთ მას ვერ შეედრება ვერცერთი ნაყიდი საშუალება, თანაც მისი მომზადება საკმაოდ მარტივია და არც დიდ დროს წაგართმევთ.

მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ კალენდულას(გულყვითელა) მალამოს 20 გრამიანი ტუბის და ასევე A ვიტამინის 10 მილიგრამიანი ამპულის შეძენა, ამ პროპორციით დოზირება მარტივი იქნება, ვინაიდან შეფარდება 1:2 თან უნდა იყოს.

პატარა ჭურჭელში კარგად გადაურიეთ მალამო და ვიტამინი. შემდეგ გადაიტანეთ მომზადებული მალამო სუფთა ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

ხშირად ქუსლები ზამთრის შემდგომ გამომშრალია, მოუწყეთ მათ ვიტამინური შტურმი. კვირის განმავლობაში, საღამოობით დაიბანეთ ფეხები და მსუბუქად დაიმუშავეთ “პემზის ქვით”. ამის შემდეგ ქუსლები დაიმუშავეთ მომზადებული მალამოთი და ჩაიცვით ბამბის წინდები.
ასეთი კურსის ჩატარების შემდეგ საკმარისი იქნება კვირაში ორჯერ კრემის გამოყენება. შემდეგ კი საჭიროების მიხედვით. ზაფხულში რათქმაუნდა უფრო ხშირად ვიდრე ზამთარში.

საოცარი ვიზუალური ეფექტის გარდა, ეს კრემი სამუდამოდ შეგიხორცებთ ბზარებს და ფრჩხილის ფირფიტებიც კი გამოგიჯანმრთელდებათ.

კალენდულა (Calendula offi cinalis)

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. შეიცავს ეთერის ზეთს, ორგანულ მჟავებს, ფლავონიდებს, საპონინებს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს და ა.შ. იყენებენ როგორც ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელ საშუალებას, გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აქვეითებს არტერიულ წნევას და სხვ.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც <3 გისურვებთ ჯანმრთელობას