ანანასი ყაბახისგან 15 წუთში – გემოთი ვერასდროს გაარჩევთ

1695

ანანასი ჩვენს რეგიონში არ ხარობს, სამაგიეროდ, ყაბახის შესანიშნავი მოსავალი მოდის ხოლმე. ეს დისონანსი მტკივნეულია ეგზოტიკური ხილის მოყვარულთათვის და სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა მოიფიქრა, თუ როგორ მიეღო “ანანასის რბილობი” ხელმისაწვდომი ბოსტნეულისგან.

ყაბახი ანანასის წვენით

ყაბახი იმითაა გასაოცარი, რომ ამ ბოსტნეულით მომზადებული ყველა კერძი სხვადასხვა გემოთი გამოირჩევა. ამ რეცეპტით მისი მომზადების შედეგად მიიღებთ ტკბილეულს, რომელიც გემოთი ნამდვილ ანანასის კონსერვს არ ჩამოუვარდება.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ახალგაზრდა ყაბახი
  • 350 გ ანანასის წვენი
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 2/3 ჩ.კ. ლიმონმჟავა
  • 1-2 გ ვანილინი

მომზადება

1. გათალეთ ყაბახი, მოაშორეთ უხეში გული.

2. დაჭერით დარჩენილი რბილობი მცირე ზომის კუბებად.

3. ჩაასხით წვენი ქვაბში, დაუმატეთ ფხვნილები და დადგით ცეცხლზე.

4. ურიეთ, სანამ შაქარი არ გაიხსნება.

5. შემდეგ დაუმატეთ ყაბახის კუბები და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთით, არ შეწყვიტოთ მორევა.

6. ისე, რომ არ გამორთოთ გაზი, დაიწყეთ “ანანასების” ჩალაგება ქილებში და დაახურეთ თავსახურები. ამის შემდეგ. გადააბრუნეთ და შეახვიეთ საბანში მთელი ღამით.

7. ყაბახი ანანასის გემოთი მზადაა!

გემრიელად მიირთვით!