12 ნივთი, რომლებიც სმარტფონის საწმენდად ნამდვილად არ უნდა გამოიყენოთ

844

სმარტფონის ეკრანის ჯინსით გაწმენდას თავი დაანებეთ და წყალბადის ზეჟანგი სააფთიაქო ყუთში დააბრუნეთ.

1. ქაღალდის პირსახოცი

ქაღალდის პირსახოცით სამზარეულოს მაგიდა უნდა გადაწმინდოთ ან ხელების საწმენდად გამოიყენოთ, მაგრამ სმარტფონის ეკრანიდან შორს დაიჭირეთ. ის, როგორც სალფეთქი, ბოჭკოების ნაწილს მოწყობილობის დისპლეიზე ტოვებს, ეს კი მის გარეგნულ მხარეს აფუჭებს. გარდა ამისა, ქაღალდმა ეკრანი შეიძლება გაკაწროს.

2. ფანჯრების საწმენდი სითხე

სმარტფონის ეკრანი მინისგან არის დამზადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ფანჯრის საწმენდი სითხით ეკრანს იდეალურად გავწმენდთ? არა! ბევრი მოწყობილობის დისპლეის სპეციალური დამცავი საფარი აქვს, რომელიც აგრესიული ქიმიური საშუალებების ზემოქმედებით ზიანდება. თუ სითხე აბრაზიულ ნაწილაკებს შეიცავს, ეკრანის გაკაწვრა გარანტირებული იქნება.

3. სხვა საყოფაცხოვრებო ქიმია

ტუალეტის, სამზარეულოს, კაფელის ან სხვა საყოფაცხოვრებო საშუალებით სმარტფონის გაწმენდა უკუჩვენებულია. ის ეკრანის ოლეოფობიურ ფენას აზიანებს. Apple-ს ინსტრუქციაში წერია ამის შესახებ გაფრთხილებაც წერია. ასე, რომ არანაირი „ტუალეტის საწმენდი“!

4. მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება

რა არის უფრო ნაზი: ქალის კანი თუ მინის, ლითონის და პლასტმასის ზედაპირი? რა თქმა უნდა, უკანასკნელი. მაკიაჟის მოსაშორებელი ბევრი საშუალება აგრესიულ ქიმიურ ნივთიერებას (სპირტი) შეიცავს, რომელიც ეკრანს აზიანებს.

5. ჯინსი და მაისურები

მასალა, რისგანაც ტანსაცმელს აზიანებენ, საკმაოდ უხეშია. განსაკუთრებით, ჯინსის ქსოვილი. მას სმარტფონის ეკრანის გაკაწვრა მარტივად შეუძლია, თუ მოწყობილობას შარვლით ხშირად გაწმენდთ. დიახ, ყველა ასე იქცევა და სულ ტყუილად. ასე ეკრანიდან თითის კვალს სწრაფად მოაშორებთ, მაგრამ ჯინსის ქსოვილი ან მაისური ოლეოფობიურ ზედაპირს აზიანებს.

6. სპირტი

სპირტი დისპლეის დამცავ ზედაპირს შლის. ასეთი დამუშავების შემდეგ სმარტფონი ნაკაწრებისგან ძლიერ მიდრეკილი იქნება. ნებისმიერი სალფეთქის და გაჯეტის საწმენდი საშუალების შეძენის წინ დარწმუნდით, რომ ის სპირტს არ შეიცავს.

7. შეკუმშული ჰაერი

სმარტფონი ძალიან მტვრევადი ნივთია და შეკუმშულმა ჰაერმა შეიძლება მისი დაზიანება გამოიწვიოს. მაგალითად, Apple მის გამოყენებას iPhone-ს საწმენდად კრძალავს. Google თვლის, რომ სმარტფონი Pixel შეკუმშულ ჰაერს ვერ უძლებს. მაგალითად: Reddit-ზე ბიჭმა თავისი სმარტფონის (OnePlus) შეკუმშული ჰაერით გაწმენდა სცადა და ბოლოს მიკროფონი მოძვრა.

8. ძმარი

მსხვილი პორტალი Android Central-ი თავის სახელმძღვანელოში წერს, რომ წყალში გახსნილი ძმრით სმარტფონისს ქეისის გაწმენდა შეიძლება, მაგრამ მინის ზედაპირისთვის (ეკრანი და კამერის ლინზა) არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ. ძმარი დამცავ ზედაპირს აზიანებს.

9. სადეზინფექციო სალფეთქები

სადეზინფექციო სალფეთქებს თქვენი ხელების მიკრობებისგან გადარჩენა შეუძლია, მაგრამ სმარტფონის გაწმენდა არ ღირს. ის დამცავ ოლეოფობიურ და ჰიდროფობიურ ფენებს აზიანებს, მიკრონაკაწრებს ტოვებს და დაშლას იწვევს.

10. საპონი

ეს სადაო საკითხია. Google ჩვეულებრივი საპნის გამოყენების წინააღმდეგი არაა, მაგრამ გაფრთხილებთ, რომ ის კორპუსის შიგნით არ უნდა მოხვდეს. თუ გადააჭარბებთ ოლეოფობიურ ზედაპირს დააზიანებთ. სჯობს არ გარისკოთ.

11. წყალბადის ზეჟანგი

წყალბადის ზეჟანგის გამოყენებას მოწყობილობის ზედაპირის დაზიანება შეუძლია – ასე ამბობს Apple. ასე, რომ წყალბადის ზეჟანგი პირდაპირი დანიშნულებით – ჭრილობის დასამუშავებლად და არა გაჯეტებზე ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეთ.

12. ბენზინი

თუ იმდენად მკაცრი ხართ, რომ ტელეფონს ბენზინით წმენდთ, რაიმე მუქარა ალბათ არ შეგაჩერებთ. მაინც, შეჩერდით. ბენზინი პლასტმას მარტივად ანადგურებს.