3 მარტივი საშუალება ტყაპუჭის(დუბლიონკის) დასაუთოვებლად

2526

ხავერდის ან ტყავის ტყაპუჭის(დუბლიონკის) შეძენისას უნდა გესმოდეთ, რომ მის ზედაპირზე ნაკეცები და ნაოჭები სავსებით ნორმალური მოვლენაა. თუმცა, ისეთი სიტუაციებიც არსებობს, როცა ტყაპუჭს დიდი ხნის განმავლობაში ინახავენ და კარადიდან შესამჩნევად დაკუჭულ, დაკეცილ ტანსაცმელს იღებენ.

ასეთ შემთხვევაში, ბევრს აინტერესებს: როგორ დავაუთოვოთ ტყაპუჭი ხანგრძლივი შენახვის შემდეგ? სანამ უშუალოდ მეთოდებზე გადავიდოდეთ, უნდა გითხრათ, რომ ტყაპუჭის გაგლუვების საკითხს მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ.

როგორ აღვადგინოთ ტყაპუჭი

ამისთვის სულ 3 საშუალება არსებობს:

  • ორთქლით დამუშავება;
  • უთოთი დაუთოვება დაბალ ტემპერატურაზე;
  • ტანსაცმლის სპეციალური განმაახლებელი.

1. ორთქლით დამუშავება

ეს ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდია, რომლითაც უნდა დაიწყოთ. საქმე ისაა, რომ, თუ ტყაპუჭზე მცირე ზომის ბორცვები ან ნაკეცები გაჩნდა, ეს მეთოდი გამოგადგებათ:

  • ტყაპუჭი იმ ადამიანმა უნდა ჩაიცვას, რომლის მხრების სიგანეც ემთხვევა ტყაპუჭის მხრების სიგანეს, ან განიერ საკიდზე ჩამოკიდეთ და დაკიდეთ სადმე, სააბაზანოში.
  • ჩართეთ მდუღარე წყალი, ოთახში ორთქლი რომ გაჩნდეს.
  • გააჩერეთ ტყაპუჭი რამდენიმე საათით ამ მდგომარეობაში.
  • გამოიტანეთ და გააშრეთ სხვა ოთახში.

აუცილებლად დაელოდეთ სრულად გაშრობას. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ტყაპუჭი არასდროს არ გაშრება ნესტიან ოთახში.

2. ტანსაცმლის განმაახლებლით დამუშავება

ეს საშუალება სამართლიანად ითვლება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება ტყაპუჭის გაგლუვება ძალიან მოკლე დროში. მისი ნაკლი კი განმაახლებლის ღირებულებაა. ტყაპუჭის ამ მეთოდის გაგლუვება შემდეგნაირად ხდება:

  • კარგად დაათვალიერეთ ნაკეთობა და განსაზღვრეთ, კონკრეტულად რომელი ადგილების გათანაბრებაა საჭირო.
  • შემდეგ აიღეთ ტყაპუჭი ხელში და ორთქლის ნაკადით დაამუშავეთ საჭირო მონაკვეთები.
  • ხელსაწყო 15 წუთის განმავლობაში უნდა გააჩეროთ ტანსაცმლის ზედაპირზე.
  • თუ ამ დროის განმავლობაში ვერ მიაღწიეთ სასურველ შედეგს, პროცედურა გადადეთ, რათა ტანსაცმელმა დიდი რაოდენობით ორთქლი არ შეიწოვოს.

3. უთოს გამოყენება

ყველა სახლშია უთო, ამიტომ ეს მეთოდი უფრო ხელმისაწვდომია. წინასწარ გამოაბრუნეთ ტყაპუჭი, ჩართეთ უთო მინიმალურ ტემპერატურაზე და დაიწყეთ გაუთოვების პროცესი.

არავითარ შემთხვევაში არ გააჩეროთ უთო ერთ ადგილას დიდი ხნით. ასევე, ეფექტურობის გასაზრდელად, აიღეთ მარლა და ცოტათი დაასველეთ იგი. დაუთოვების მთელი პროცესი 1 საათამდე დროს წაიღებს და ამისთვის მზად უნდა იყოთ.