3 ნივთი, რომლებიც მხოლოდ მაცივარში უნდა შეინახოთ

2539

მაცივარი მალფუჭებადი საკვები პროდუქტებისთვის შეიქმნა, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მასში არამხოლოდ საკვები პროდუქტი უნდა შევინახოთ.

3 რამ, რაც აუცილებლად მაცივარში უნდა შევინახოთ

1. კოსმეტიკური საშუალებები

მაცივარში უამრავი კოსმეტიკური საშუალების შენახვა შეიძლება. მაგალითად: კრემები, თვალის ფანქრები, ფრჩხილის ლაქები. კრემები, ლოსიონები, შრატები და მსგავსი კოსმეტიკური საშუალებები, სახის კანის მოსავლელად, უკეთ მოქმედებენ, თუ მათ სიცივეში შეინახავთ. გარდა ამისა, კრემები შესანიშნავად ხსნის შეშუოპებას და ჭიმავს სახის ოვალს, თუ ცივად წაისვამთ.

თვალის ან ტუჩის ფანქრები უკეთ დახატავს, თუ მათ მაცივარში შეინახავთ. ყინვაში ხომ გრიფელი იყინება და მყარდება. ასეთი ფანქრის გამოყენება უფრო მარტივიც იქნება. ფრჩხილის ლაქების მაცივარში შენახვა მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს მისი შენახვის ვადას.

2. ტანსაცმელი

თუ ჩულქებსა და კოლგოტებს მაცივარში შეინახავთ, უფრო გამძლე გახდება და იმდენად ხშირად აღარ დაიხევა. იმისათვის, რომ კოლგოტის ექსპლუატაციის ვადა გაზარდოთ, ოდნავ ჩაალბეთ, მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში და შედგით მთელი ღამით საყინულეში.

ტრიკოტაჟის შენახვაც, ასევე, რეკომენდებულია საყინულეში – ასე ტანსაცმელი ფორმას ინარჩუნებს. მოათავსეთ ტანსაცმელი მშრალ სუფთა პირსახოცზე, შეახვიეთ პაკეტში და შედგით საყინულეში 3-4 საათით. ასეთი პროცედურის შემდეგ, თქვენი ტანსაცმელი ახალივით გახდება.

ამავე რჩევით ისარგებლეთ ჯინსების ხარისხის შესანარჩუნებლადაც. ცნობილი ფაქტია, რომ კარგი ჯინსები კარგად დაგაჯდებათ ტანზე, თუ უფრო იშვიათად გარეცხავთ. ხშირი რეცხვის ნაცვლად, მოათავსეთ ჯინსები რამდენიმე საათით საყინულეში. ეს ქსოვილს სუნსა და ბაქტერიებს გააცლის, სამაგიეროდ, იერს უნარჩუნებს.

3. ყვავილები

გინდათ, თაიგული საღამომდე ახალოვით გამოიყურებოდეს? შედგით იგი მაცივარში. სიცივის წყალობით, ყვავილები იერს ინარჩუნებს. ამ ხრიკით ყვავილების მაღაზიებში სარგებლობენ.