როგორ მივანიჭოთ თმას მოცულობა: რამდენიმე ხრიკი

3643

მოკლე, გრძელი, ხვეული თუ სწორი – ძირეული მოცულობა ნებისმიერი ტიპის თმას უხდება. როგორ გავხადოთ თმა მოცულობითი მოკლე დროში?

მშრალი შამპუნი

ყველას გვქონია ისეთი დღე, როცა თავის დაბანის კი არა, საუზმის დროც კი არ გვქონია. როგორ განვაახლოთ თმა და მივანიჭოთ მას მოცულობა ამ სიტუაციაში? სცადეტ მშრალი შამპუნი, რომელიც შეიცავს თმის ლაქის ფუნქციასაც. ასეთი შამპუნი აშორებს თმის ძირებს ცხიმს და ძირეულ მოცულობას ანიჭებს თმას, ამიტომ ვარცხნილობა გაცილებით მოცულობით და დახვეწილი გამოვა. ასეთი ვარცხნილობა 2 დღე გაძლებს!

ფენი

თმის მოცულობის გაზრდა ჩვეულებრივი ფენითაც შეგიძლიათ. დახარეთ თავი დაბლა და მიმართეთ ცხელი ჰაერის ჭავლი თმის ძირებიდან ბოლოებამდე. იმისათვის, რომ თმის ძირეული მოცულობა მიიღოთ, სცადეთ შემდეგი საშუალებაც: წამოწიეთ თმის ზედა ნაწილი და გაიშრეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. თმის გამშრალი ძირები “დაიმახსოვრებენ” ამ მდგომარეობას და მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნებენ მოცულობას.

თმის გოფრე

შესანიშნავ ძირეულ მოცულობას მიიღებთ მარწუხი-გოფრეთი. იმისათვის, რომ თმას მოცულობა მიანიჭოთ, არაა საჭირო გოფრეს გამოყენება მთელ თმაზე. საკმარისია, სპეციალური უთო ძირებთან გაატაროთ. ეს რამდენიმე წუთს წაიღებს, სახვევისგან განსხვავებით.

რამდენიმე რეკომენდაცია თმის მოცულობის გასაზრდელად

  • წაისვით შამპუნი მხოლოდ თმის ძირებზე, წარმოქმნილი ქაფი კი მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ და არ ახახუნოთ ბოლოები;
  • წაისვით ჯერ ნიღაბი, ხოლო შემდეგ – კონდიციონერი. ნიღაბი ატენიანებს ლოკონებს, კონდიციონერი კი თმას აუცილებელს ძირეულ მოცულობას მიანიჭებს. ეს საშუალებები არ წაისვათ ძირებზე – ისინი ამძიმებს თმას;
  • გამოიყენეთ პილინგები და გამწმენდი შამპუნები თავის კანისთვის – ისინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გათავისუფლებთ გამაგრებული უჯრედებისგან და გეხმარებათ თმის მოცულობის გაზრდაში.