როგორ განვსაზღვროთ, რამდენად ნორმალურად მიდის მენსტრუალური ციკლი

829

ქალებს ინდივიდუალურად გადააქვთ კრიტიკული დღეები. თუმცა, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ არსებობს გარკვეული სახის ნორმები, რომელთა დახმარებითაც შევძლებთ იმის გაგებას, გვაქვს თუ არა ჯანმრთელობის პრობლემები.

1. მენსტრუაცია ყოველთვიურია

მაშინაც კი, თუ მენსტრუაცია ცოტათი აგვიანებს სტრესის ან ძილის უკმარისობის გამო, ესეც ნორმალურია. ჩვეულებრივ, კრიტიკული დღეები ყოველ 24-34 დღეში იწყება და 3-7 დღე გრძელდება. ხოლო, თუ ერთ თვესაც ეს დღეები არ დადგა, ან, პირიქით, ორჯერ დადგა, ექიმს უნდა მიმართოთ.

თუმცა, თუ გარკვეული სახის კონტრაცეპტივებს იღებთ, ვადების წესები შეიძლება არ იქნას დაცული და ეს ნორმაა.

2. იგი მეტ-ნაკლებად მუდმივია

კრიტიკულინ დღეები შეიძლება მსუბუქი და ჭარბი, ხანგრძლივი და მოკლე იყოს, თუმცა, ციკლის სიგრძე თითქმის არ იცვლება ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში(დაახლ. 20-40 წლებს შორის). ახალგაზრდობასა და მენოპაუზის წინა პერიოდში შესაძლებელია სერიოზული ცვლილებების დადგომა. მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება გამონადენზე, მის ფერსა და სუნზე.

3. სისხლის დანაკარგი უმნიშვნელოა

საშუალოდ, მენსტრუაციის დროს ქალი 20-60 მლ სისხლს კარგავს, ხანდახან – ცოტათი მეტს. თუ მენსტრუალური კაპით ისარგებლებთ, სისხლის დანაკარგის განსაზღვრა საკმაოდ მარტივია, თუმცა არა აუცილებელი.

4. ანემია არ გაქვთ

ხანდახან, სისხლის დანაკარგი ჩვეულებრივზე მეტია. თუმცა, თუ ამას თან არ ახლავს მომატებული დაღლილობა, სიფერმკრთალე და ანემიის სხვა ნიშნები, სანერვიულო არაფერი გაქვთ.

5. ხელს არ გიშლით ცხოვრებაში

ეს მნიშვნელოვანი, თუმცა სუბიექტური კრიტეტიუმია. ძალიან ჭარბი სისხლდენა კრიტიკული დღეების დროს, როცა სახლში ჯდომა და ჰიგიენური საფენების მუდმივი გამოცვლა გიწევთ, როცა ტკივილები ხასიათს გიფუჭებთ, არ ითვლება ნორმალურად და სპეციალისტთან ვიზიტს მოითხოვს.