მოიშორეთ ვიწრო ფეხსაცმელი და ჩაეწერეთ პედიკურზე: მარტივი რჩევები დახეთქილი ქუსლების დროს

1549

ზაფხულში ფეხების სიმშრალე აქტუალური თემა ხდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად „ვივიენის“ რჩევები გაითვალისწინეთ.

უხარისხო პედიკური, A, E და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, კანის ბუნებრივი სიმშრალე, ფეხის სოკოვანი ინფექცია, ტერფებზე ჭარბი ზეწოლა, არასწორად შერჩეული ან ვიწრო ფეხსაცმელი, დიეტებით გართობა, კლიმატური პირობები – ამ ფაქტორებიდან ნებისმიერი შეიძლება ტერფების სიმშრალის და ბზარების მიზეზი გახდეს.

რისკის შესამცირებლად, მარტივი წესები დაიცავით.

ეცადეთ:

  • მიწაზე, ასფალტსა და ქვიშაზე ფეხშიშველამ არ იაროთ;
  • ფეხები არ გადატვირთოთ;
  • არ ჩაიცვათ ფეხსაცმელი, რომელიც თქვენი ზომის არაა, არაკომფორტულია, ვიწროა, სინთეტიკურია და ჰაერს არ ატარებს;
  • არ გაიკეთოთ აგრესიული პედიკური, ასევე სახეხი ქვით ფეხები ძლიერ არ გაიხეხოთ;
  • საუნებსა და აბანოებში ხშირად არ იაროთ;
  • არ გაერთოთ დიეტებით, რომლებიც ცხიმებს მცირე რაოდენობით შეიცავენ;

მოიქეცით ასე:

  • ჰიგიენა დაიცავით (ფეხები დღეში ორჯერ დაიბანეთ);
  • ყოველდღე, ძილის წინ ფეხებზე წაისვით მკვებავი კრემი ნატურალური ზეთით, პანთენოლით, კერამიდებით და ბისაბოლოლით;
  • თვეში ერთხელ ხარისხიანი (ან სამედიცინო) პედიკური გაიკეთეთ;
  • პერიოდულად დახეთქილ ქუსლებზე A, E ვიტამინი წაისვით. მათ შეძენას სააფთიაქო ქსელებში შეძლებთ;
  • სწორად და დაბალანსებულად იკვებეთ. რაციონში ბევრი პომიდორი, მწვანე ხახვი, რძისმჟავა პროდუქტები, ღვიძლი, სატაცური, სტაფილო, პარკოსანი პროდუქტები და სალათი ჩართეთ – ეს პროდუქტები A, C, E ვიტამინებით და მინერალებით (მაგნიუმი, კალციუმი, რკინა) მდიდარია.
  • ბევრი წყალი დალიეთ (დღეში დაახლოებით 2 ლ.);
  • სისხლის მიმოქცევის გასაძლიერებლად ტერფები დაიმასაჟეთ;
  • გამოიყენეთ ფირფიტები, სუნიპატორი ან ორთეზი, რომლებიც ტერფების გარკვეულ ნაწილზე წნევას შეამცირებენ. ასე დაზიანებული კანის აღდგენას ხელს შეუწყობთ.
  • ფეხის აბაზანა სადეზინფექციო ბალახებით (სალბი, როზმარინი, ლავანდა) მიიღეთ.
  • ტერფების კანის მდგომარეობას ყურადღება მიაქციეთ

საშუალებები შინაურული მოვლისთვის

ფეხის ინტენსიური დამატენიანებელი კრემი, Avon. ფასი – დაახლოებით 4 ლარი.

ფეხის კრემი ქოქოსის და შიის ზეთით №197 Peppermint/Patchouli; L: A Bruket. ფასი – დაახლოებით 80 ლარი.

ფეხის დამატენიანებელი კრემი ნუშის ზეთით, B5 პროვიტამინით (დ-პანთენოლი), წაბლის ექსტრაქტით Foot Care, Mixt. ფასი – დაახლოებით 20 ლარი.

ფეხის კრემი წითელი წყალმცენარის  და ლამინარიის ექსტრაქტით, შის და ჟოჟობას ზეთით, ფუტკრის ცვილით, ალოე ვერათი, მცენარეული გლიცერინით, წითელი Velvet Feet Cream, Thalion. ფასი – დაახლოებით 90 ლარი.

აღმდგენი კრემი ძალიან მშრალი კანისთვის ცერამიდებით, სალიცილის და ჰიალურონის მჟავით, ნიაცინამიდით. CeraVe. ფასი – დაახლოებით 21 ლარი.

ფეხის კრემი ბრინჯის ზეთით, წაბლის ექსტრაქტით, წითელი ყურძნის ფოთლებით, აზიური ცენტელით. Foot Corrector, ფასი – დაახლოებით 160 ლარი.

გელ-კრემი პრობლემური ზონისთვის გაუხეშებული კანისთვის თერმული წყლით. Uriage. ფასი – დაახლოებით 36 ლარი.

ულტრამკვებავი ბალზამი ყურძნით, ყურძნის კურკის ზეთით და ორგანული ზეთით Foot Beauty Cream, Caudalie. ფასი – დაახლოებით 52 ლარი.

კრემი გაუხეშებული ფეხის კანისთვის კაკაოს ზეთით, პანთენოლით და შარდოვანათი, Feet Up Advanced, Oriflame, ფასი – დაახლოებით 23 ლარი.

კონცენტრირებული შრატი შავი ხიზილალას ექსტრაქტით, ჰიალურონის მჟავით, ტკბილი ნუშის ზეთით და E ვიტამინით. ტერფების კანის ექსპრეს მოვლა. Librederm. ფასი – დაახლოებით 42 ლარი.

უნივერსალური მკვებავი კრემი ზეთებით, ორგანული გვირილას ექსტრაქტით, კალენდულათი, იათი და როზმარინით. Skin Food, Weleda. ფასი – დაახლოებით 43 ლარი.

ინტენსიური დამარბილებელი ბალზამი კოჟრების საწინააღმდეგოდ რძისმჟავით, ავოკადოს ლიპიდური კომპლექსით და გვირილის ექსტრაქტით. OPI ProSpa. ფასი – დაახლოებით 61 ლარი.

ფეხის აღმდგენი ბალზამი შიის კარაქით და ლავანდით, Yves Rocher. ფასი – დაახლოებით 24 ლარი.

ფეხებზე ბზარები არა მხოლოდ კანის სიმშრალის გამო, არამედ ჰიპერკერატოზის და ჭარბი ოფლიანობის ფონზე ჩნდება. თუ ფეხის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ან ბზარებიდან სისხლდენა გაქვთ, ექიმ დერმატოლოგს მიმართეთ. ანალიზების ჩაბარების შემდეგ ექიმი დიაგნოზს დაგისვამთ და მკურნალობის კურსს შეგიდგენთ.