6 პროდუქტი, რომლებიც ჩვენს ფარისებრ ჯირკვალს პირდაპირ ანადგურებენ

4910

ფარისებრი ჯირკვალი ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ სუსტი ორგანოა. მისი მუშაობის დარღვევა ნებისმიერ წვრილმანს, მათ შორის არასწორ კვებას, შეუძლია. აი, პროდუქტების სია, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლისთვის განსაკუთრებით სახიფათოა. მათგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ, თუ ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ. თუ ყველაფერი წესრიგში გაქვთ, სჯობს მაინც ფრთხილად იყოთ.

ზღვის კომბოსტო და სხვა წყალმცენარე

წყალმცენარეები ძალიან ბევრ იოდს შეიცავენ, ფაქტიურად იოდის შემცველი პროდუქტები არიან. თითქოსდა კარგია, არა? სინამდვილეში, ასე არაა! ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადების დროს ენდოკრინოლოგები პაციენტებს ზღვის პროდუქტების, ზღვის თევზის და სხვა, იოდით მდიდარი პროდუქტების მიღებას უკრძალავენ. თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა არ გაქვთ, მაინც ფრთხილად უნდა იყოთ: იოდის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების ჭარბი მოხმარება ამ ნივთიერების ბუნებრივ ბალანს არღვევს.

ჩვეულებრივი კომბოსტო

თეთრი კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო სასარგებლო და გემრიელი ბოსტნეულია, რომელსაც, სამწუხაროდ, იოდის ბუნებრივი ბალანსის დარღვევა და ფარისებრი ჯირკვლის უნარზე, აითვისოს ეს აუცილებელი ნივთიერება, გავლენის მოხდენა შეუძლია. კარგი ამბავიც გვაქვს: ფარისებრი ჯირკვლისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს ნედლი ბოსტნეული შეიცავს, ხოლო თერმულად დამუშავებული უსაფრთხოა.

სოიო

პირველ რიგში, სოიო და მისი შემცველი პროდუქტები რაციონიდან უნდა ამოიღონ მათ, ვინც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს იღებენ. კვლევამ აჩვენა, რომ ჭამიდან 1 საათის განმავლობაში ჰორმონების ათვისება პრაქტიკულად წყდება. სწორედ ამიტომ, თუ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა დარღვეული გაქვთ, სოიოსა და სოიოს პროდუქტებზე, მათ შორის რძესა და სოუსზე, უარი თქვით.

გლიუტენი

რამდენიმე კვლევამ გლუტენურ და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს შორის კავშირი უკვე დაადასტურა, მაგალითად ჰაშიმოტომ. ამავე კვლევამ დაამტკიცა, რომ პაციენტებს, რომელთაც გლიუტენის გარეშე დიეტა დაუნიშნეს, მდგომარეობის გაუმჯობესება აღენიშნათ. ექიმები ჯერჯერობით გლუტენის სრულად ამოღებას არ გირჩევენ, მაგრამ მათი შემცირება და ორგანიზმის რეაქციაზე დაკვირვება ნამდვილად ღირს.

თევზის ზოგიერთი სახეობა

თინუსი, სკუმბრია, შიმშერი – ამ თევზის სახეობებზე სჯობს უარი თქვათ. საქმე იმაშია, რომ ისინი დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალს შეიცავენ, რომელიც ქიმიური შემადგენლობით იოდს ჰგავს და ფარისებრი ჯირკვლის მიერ აქტიურად შთაითქმება და ორგანიზმში დიდი ხნით გროვდება. ვერცხლისწყლის მაღალი შემცველობა არა მხოლოდ ჰორმონების საკმარისი რაოდენობით წარმოებას აფერხებს, არამედ აუტოიმუნური დაავადების (მაგალითად, ჰაშიმოტო) განვითარების რისკს ზრდის.

შაქარი

თუ ფარისებრი ჯირკვლის რაიმე სახის პრობლემა გაქვთ, ტკბილეულის მიღება უნდა შეზღუდოთ. როგორც წესი, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა დიაბეტის მიმართ უფრო დაუცველს გვხდის, ხოლო შაქარი დამატებითი ფაქტორია, რომელიც ამ დაავადების განვითარების რისკს ზრდის.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.