როგორ მოვიქცეთ კანდიდოზის დროს: სიმპტომები და რეკომენდაციები

1946

რეკლამების წყალობით, კანდიდოზის შესახებ ბავშვებმაც იციან. ამასთან, ხანდახან, სიტუაცია ისე მწვავდება, რომ შეუძლებელია სიმართლისა და სიცრუის ერთმანეთისგან გარჩევა. შეუძლია თუ არა ამ ინფექციას ცხოვრების ხარისხის შემცირება? როგორ დავიცვათ მისგან თავი?

დასაწყისისთვის, ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ ჩნდება კანდიდოზი. ამ დაავადების მიზეზია სოკო Candida, რომელიც ქალურ მიკროფლორაში მუდმივად არსებობს. ჩვეულებრივ, იგი უსაფრთხო და სასარგებლოც კია, რადგან მონაწილეობს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარეგულირებაში. სანამ ამ სოკოების რაოდენობა ნორმას არ სცდება, უსიამოვნო სიმპტომებიც არ ვლინდება. თუმცა, როგორც კი სოკოები იწყებს აქტიურად გამრავლებას, იწყება სოკოვანი ინფექცია, რომელსაც კანდიდოზი ეწოდება.

მათ, ვისაც სურთ ამ ინფექციისგან თავის დაცვა, უნდა დაიცვან რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი – ეს Candida-ს სოკოების გამრავლებას შეუშლის ხელს.

1. ჩაიცვით ამინდის მიხედვით და ეცადეთ, არ გაცივდეთ

რატომაა ეს მნიშვნელოვანი? რადგან გაციება ამცირებს ორგანიზმის დამცავ ძალებს, ამ დროს კი სოკო გამრავლებას იწყებს გაცილებით აქტიურად, აქედან კი კანდიდოზის გაჩენის რისკი იზრდება. ალბათ, თქვენთვის უთქვამთ, ტომ არ შეიძლება ქვაზე ჯდომა, ცივ წყალში ბანაობა ან მთელი დღე სველი საცურაო კოსტუმით სიარული. ეს ადამიანი მართალია.

2. წამლები მხოლოდ ექიმის დანიშნულებისამებრ მიიღეთ

ზოგიერთი წამალი(განსაკუთრებით, ანტიბიოტიკები) დამღუპველად მოქმედებს მიკროფლორაზე. სამწუხაროდ, ჩვენს აფთიაქებში ასეთი პრეპარატების უმეტესობა რეცეპტის გარეშე გაიცემა და მას ექიმის დანიშნულებისამებრ კი არა, ახლობლების ნათქვამით ან ინტერნეტში ნაპოვნი რჩევებით ხელმძღვანელობენ. არ დაუშვათ მსგავსი შეცდომები! გახსოვდეთ, რომ ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიულ დაავადებებს მკურნალობს და არანაირად არ მოქმედებს ვირუსებსა და სოკოებზე. მათი მიღება გრიპის ან მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს, როგორც მინიმუმ, უსარგებლოა.

3. ისწავლეთ სტრესთან გამკლავება

ტყუილად არ ამბობენ, რომ ყველა დაავადება ნერვებისგან მოდის. სტრესი ძლიერ გავლენას ახდენს მთელს ორგანიზმზე, თუმცა იმუნურ სისტემას იგი ყველაზე პირველს აზიანებს. ხოლო, რაც უფრო სუსტია იმუნიტეტი, მით უფრო დიდია ინფექციის ალბათობა, მათ შორის, კანდიდოზისაც.

4. გიყვართ ტკბილეული? თავი შეიკავეთ!

რაციონში შაქრის დიდი რაოდენობა არღვევს მიკროფლორას და იწვევს Candida-ს სოკოების გამრავლებას. თუ ტკბილეულის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, შემოიფარგლეთ 1 დესერტით დღეში, მაგალითად, ზეფირი, 1-2 ორცხობილა ან კანფეტი. უკეთესი იქნება, თუ მათ ჩირებით ჩაანაცვლებთ. მოერიდეთ ფარულ შაქარსაც, რომელსაც ფასტფუდი, გაზიანი სასმელები, მზა სოუსები და კონსერვები შეიცავს.

5. მოერიდეთ ალკოჰოლს

ალკოჰოლი კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს მიკროფლორის შემადგენლობაზე და ამცირებს იმუნიტეტს. საქმე ისაა, რომ ალკოჰოლი, სტრესის მსგავსად, აქვეითებს იმუნიტეტს, ხოლო სოკო სწორედ ამ მომენტს ელოდება აქტიურად გამრავლებისთვის.

6. თავი დაიცავით სექსის დროს

უხეშად რომ ვთქვათ, კანდიდოზი არ მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა რიცხვს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, დაუცველი სექსი შეიძლება კიდევ ერთი ფაქტორი იყოს, რომელიც ზრდის კანდიდოზის განვითარების რისკს. საქმე ადგილობრივი იმუნიტეტის შესუსტებასა და საშოს მიკროფლორის დარღვევაშია. როცა იმუნიტეტი ნორმაშია, ქალის ორგანიზმი მარტივად უმკლავდება სოკოს. თუმცა, თუ სტრესის, არასწორი კვების, ქრონიკული დაღლილობის გამო ორგანიზმი დასუსტებულია, Candida-ს სოკოები აქტიურდებიან და იწყებენ გაძლიერებულ გამრავლებას. პარტნიორსაც შეიძლება გაუჩნდეს კანდიდოზის ნიშნები, ამ შემთხვევაში კი მკურნალობის კურსის გავლა მოუწევს.

კანდიდოზის სიმპტომები

კანდიდოზის სიმპტომებს აუცილებლად შეამჩნევთ. ჩვეულებრივ, ესაა ქავილისა და წვის შეგრძნება საშოში, ხაჭოსებრი გამონადენი, შეშუპება და დისკომფორტი სექსის დროს. თუმცა, ამ შემთხვევაში, თვითმკურნალობა ნამდვილად ცუდი ვარიანტია. პირველ რიგში, შეიძლება კანდიდოზი სხვა დაავადებაში აგერიოთ. მეორეც – ექიმის დახმარების გარეშე, უსიამოვნება ძალიან დიდხანს გაგრძელდება. მხოლოდ ექიმს შეუძლია სპეციალიზებული საშუალების დანიშნვა, მაგალითად, როგორიცაა კრემი ინტრავაგინალური გამოყენებისთვის – 2%-იანი კლოტრიმაზოლი.

ამ პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას, რადგან მას აქვს უკუჩვენებები. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ ექიმს.