ფეხების ოფლიანობა: მარტივი რჩევები, რომლებიც დელიკატური პრობლემის მოშორებაში დაგეხმარებათ

2299

როგორც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის სპეციალისტები აღნიშნავენ, ჭარბოფლიანობა დედამიწის მოსახლეობის ყოველ მე-20 ადამიანს აწუხებს. ყველაზე უსიამოვნო გამოვლენა კი ჰიპერგიდროზი, ფეხების ოფლიანობაა. ამ პრობლემის სრულად მოშორებას ვერ, მაგრამ სიმპტომების შემცირებას ნამდვილად შეძლებთ.

ტრიგერები განსაზღვრეთ

მაშინაც კი, თუ ჭარბოფლიანობა გაწუხებთ, ფეხები ან ხელისგულები ყოველთვის არ ოფლიანდება. როგორც წესი, ოფლიანობა სხვადასხვა ტრიგერით, პროდუქტის ან სასმელის, ასევე მედიკამენტების მიღებით არის გამოწვეული. ოფლის გამაძლიერებელი ფაქტორების ზუსტად დასადგენად, რამდენიმე კვირის განმავლობაში ოფლის სიხშირე და მისი რაოდენობა ჩაინიშნეთ.

ჰიგიენის შესახებ არ დაგავიწყდეთ

დღეში მინიმუმ 2-ჯერ ფეხები დაიბანეთ, თუ ჭარბი ოფლიანობა გაწუხებთ. სასურველია ევკალიპტის ან ჩაის ხის ზეთის საპონი ან სხვა საშუალება გამოიყენოთ. ამ მცენარეებს ანტიბაქტერიული ეფექტი აქვთ და ოფლის უსიამოვნოს სუნის დროს წარმოშობილ მიკრობებს კვლავენ.

ანტიპერსპირანტები გამოიყენეთ

დეზოდორანტებში არ აგერიოთ! ღამით, მას შემდეგ, რაც ფეხებს კარგად დაიბანთ და შეიმშრალებთ, ტერფებზე ანტიპერსპირანტი წაისვით. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში საშუალება კვირაში 3-4-ჯერ საღამოს, შემდეგ კვირაში ერთხელ წაისვით.

ფეხის აბაზანა გაიკეთეთ

თბილ წყალში ცოტა სოდა ან ძლიერი შავი ჩაის ნაყენი აურიეთ, ფეხები 20 წუთით გააჩერეთ. სოდას და ჩაის ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტი აქვთ, ამასთან ჩაი შეიცავს ტანინებს, რომელიც ფორებს კრავს და ჭარბ ოფლიანობას აფერხებს.

ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო საშუალება გამოიყენეთ

სჯობს ფხვნილის სახით გამოიყენოთ, ასე ჭარბი ოფლი შთაინთქმებადა ბაქტერიები განადგურდება, ანუ ორ პრობლემას მოიშორებთ.

წინდები და ფეხსაცმელი სწორად შეარჩიეთ

წინდები სუნთქვადი მასალისგან დამზადებული უნდა იყოს და არა სინთეტიკური მასალისგან. ქსოვილი ტენს უნდა იწოვდეს და ჰაერს კანში თავისუფლად შეღწევის საშუალებას უნდა აძლევდეს.

რაც შეეხება ფეხსაცმელს, მნიშვნელოვანია, რომ ის ძალიან მოჭერილი არ იყოს. ამასთან ნატურალური ქსოვილისგან უნდა იყოს შეკერილი და ჰაერს კარგად ატარებდეს. თუ წინდების ჩაცმის შემდეგ ფეხსაცმელს ცუდი სუნი აქვს, მარტივი ხრიკი გამოიყენეთ: ქსოვილის ტომარა სოდით აავსეთ, ფეხსაცმლის შიგნით მოათავსეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. სოდა ბაქტერიებს მოკლავს და დილით სუნი გაქრება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.